მთავარი მსოფლიო ვის აქვს პრეტენზია გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობაზე

ვის აქვს პრეტენზია გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობაზე

134
გააზიარეთ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო ახალი წევრებით შეივსება, _ ასე მიიჩნევენ წარმომადგენლები იმ სახელმწიფოებისა, რომლებსაც ეკონომიკური წონა უფლებას აძლევთ, პრეტენზია განაცხადონ გაეროს ამ ორგანოს წევრობაზე. ასეთ ამბიციას არ მალავენოთხთა ჯგუფისწევრები _ ბრაზილია, გერმანია, ინდოეთი და იაპონია, პრეტენზია აქვთ აფრიკის ქვეყნებსაც.

25 ნოემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გაისმა მოწოდება უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირების შესახებ.

საფრანგეთის წარმომადგენელ ნიკოლა დე რივიერს მიაჩნია, რომ უშიშროების საბჭოში 25 წევრი უნდა იყოს.

“საფრანგეთი უშიშროების საბჭოს გაფართოებას უჭერს მხარს”, _ განაცხადა მან. მისი თქმით, პარიზს სურს, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად იხილოს გერმანია, ბრაზილია, ინდოეთი და იაპონია. “ჩვენ, აგრეთვე, მხარს ვუჭერთ აფრიკის ქვეყნებსაც უშიშროების საბჭოს მუდმივ და არამუდმივ წევრებად”, _ დასძინა დე რივიერმა. საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მიერ ჩამოთვლილი ქვეყნებია ე.წ. ოთხთა ჯგუფის სახელმწიფოები, რომელთა გავლენამ მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე ბოლო ხანს ძალიან მოიმატა, ამასთანავე, გაეროს საწევრო შენატანებსაც დიდს იხდიან, მაგალითად, იაპონია _ ბიუჯეტის თითქმის 10%-ს (უფრო მეტს მხოლოდ აშშ იხდის), გერმანია _ 7%-ს. შესადარებლად: ჩინეთი 7,9%-ს იხდის, რუსეთი _ 3-ზე ცოტა მეტს. ამჟამად ამ ჯგუფის სახელმწიფოებს მხოლოდ არამუდმივ წევრებად ირჩევენ 2-წლიანი ვადით.

“ჩვენ კიდევ ვეღარ მოვიცდით. “ოთხთა ჯგუფის” მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უშიშროების საბჭოს გაფართოება აუცილებელი პირობაა ამ ორგანოს გადაქცევისა უფრო წარმომადგენლობით, ლეგიტიმურ და ეფექტიან ორგანოდ”, _ განაცხადა 25 ნოემბერს გენერალურ ასამბლეაზე გერმანიის მუდმივმა წარმომადგენელმა კრისტოფ ჰოისგენმა. მან, აგრეთვე, მიუთითა აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლობის გაზრდის საჭიროებაზე. ეს, მისი აზრით, უზრუნველყოფს პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც საჭიროა საერთაშორისო კრიზისების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად. უშიშროების საბჭო რომ ვერ უმკლავდება დღევანდელ გამოწვევებს, არაერთხელ განუცხადებია რუსეთს. “რეფორმა მომწიფდა _ ეს ფაქტია!” _ აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here