მთავარი მსოფლიო ევროპელი “კეთილისმყოფელების” ორპირობა და ჩვენი ხელისუფლების სიბეცე

ევროპელი “კეთილისმყოფელების” ორპირობა და ჩვენი ხელისუფლების სიბეცე

1077
გააზიარეთ
ევროპელი “კეთილისმყოფელების” ორპირობა და ჩვენი ხელისუფლების სიბეცე

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიწვია ფინეთუგორის ხალხთა კონგრესზე, რომელიც ქალაქ ტარტუში გაიმართება. ეს ხელს შეუწყობს რუსეთთან ურთიერთობის განვითარებას, _ განაცხადა ესტონელმა პოლიტოლოგმა ედუარდ ტონიმსპუტნიკ ესტონიასთანსაუბარში.

მან აღნიშნა, რომ პუტინი მიიწვიეს ჯერ კიდევ აპრილში, როცა ორი სახელმწიფოს ხელმძღვანელები ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ, ამიტომ, როცა ღონისძიებაზე კიდევ ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიწვევის დრო დადგა, “ლოგიკური იყო სიაში პუტინის ჩაწერა”. ეს მხოლოდ ფორმალობა არ იყო, რადგან კალიულაიდის ვიზიტმა მოსკოვში დაგვანახვა, რომ ესტონეთი განსხვავდება ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებისა და პოლონეთისგან, რომელთა ხელმძღვანელები გამორიცხავენ რუსეთის პრეზიდენტთან უშუალო კონტაქტს.

“ესტონეთს მაინც სურს, რუსეთთან იქონიოს უფრო განვითარებული ეკონომიკური, კულტურული და სპორტული ურთიერთობა, და ეს შესანიშნავია. უნდა გვახსოვდეს ეკონომიკური სარგებელი. მაგალითად, იყო რუსეთის მეზობლად და მასთან არ ივაჭრო, ბიზნესს არ მისდიო, სისულელე იქნება. მნიშვნელოვანია ტურიზმიც, რათა მეზობელი ქვეყნების მოსახლეობა არ გაუცხოვდეს და ყოველთვის ესმოდეს ერთმანეთის”, _ ხაზი გაუსვა პოლიტოლოგმა.

ტონმა თქვა, აგრეთვე, რომ ესტონეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს გერმანიასა და საფრანგეთს, რომლებიც “ქადაგებენ ფართო ურთიერთობას რუსეთთან და სურთ, უარი თქვან სანქციებზე”.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ქალბატონმა კალიულაიდმა წელს ორჯერ მოგვიწოდა, არავითარი მოლაპარაკებები და ურთიერთობა არ გვქონოდა რუსეთთან, რათა მისიაგრესიული ზრახვებისთვისსაკადრისი პასუხი გაგვეცა(?!). ჩვენმა ხელისუფლებამ კი ეს მოწოდება აღიქვა, როგორცმოწინავე ქვეყნების მხარდაჭერა”.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here