Home ახალი ამბები მსოფლიო ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და ინდოეთი თავისუფალ სავაჭრო ზონას ქმნიან

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და ინდოეთი თავისუფალ სავაჭრო ზონას ქმნიან

593
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და ინდოეთი თავისუფალ სავაჭრო ზონას ქმნიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასრულდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და ინდოეთის ოფიციალური მოლაპარაკებებისთვის მზადება თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის საკითხზე.

“სადღეისოდ შესრულებულია ყველა აუცილებელი პროცედურა ოფიციალური მოლაპარაკების დასაწყებად, რათა გაფორმდეს შეთანხმება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ინდოეთს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ. მოლაპარაკებების პროცესის სასწრაფოდ ამოქმედება მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ინდოეთის ურთიერთქმედების გზაზე”, _ თქვა ლავროვმა თავის ინდოელ კოლეგა სუბრამანიამ ჯაიშანკართან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

მინისტრებმა, აგრეთვე, იმსჯელეს საკითხზე, რომ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის _ ჩრდილოეთი-სამხრეთის, შესაქმნელად აუცილებელია მუშაობის ინტენსიფიკაცია ფორმატში _ რუსეთი, ინდოეთი და ირანი. “ამ თემაზე საგნობრივ კონსულტაციებს გადიან კომპეტენტური უწყებები”, _ დასძინა ლავროვმა.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი შეიქმნა 2014 წლის 29 მაისს. ამჟამად ამ ორგანიზაციაში გაერთიანებულია 5 სახელმწიფო: რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ბელარუსი და სომხეთი. დამკვირვებლის სტატუსი აქვს მოლდოვას.

2015 წელს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა ვიეტნამმა. 2018 წლის 17 მაისს თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე დროებითი შეთანხმება მოიწონა ირანმა. 2018 წლის 17 მაისს ხელი მოეწერა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის.

2018 წლის 31 მაისს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ევრაზიის ეკონომიკურ კომისიასა და კუბის მთავრობას შორის. მოლაპარაკებების სტადიაზეა შეთანხმება თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ ეგვიპტესთან, ტაილანდთან, მონღოლეთთან, სერბეთთან, ინდოეთსა და სინგაპურთან.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here