Home ახალი ამბები საქართველო “დოიჩე ველე”: ქართველები უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობენ. ევროკავშირმა, შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის შეჩერება-გაუქმების...

“დოიჩე ველე”: ქართველები უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობენ. ევროკავშირმა, შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის შეჩერება-გაუქმების მექანიზმის ამოქმედება განიხილოს

1514
დოიჩე ველე

გერმანია და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მიღების მიზნით რაოდენობრივად მკვეთრად მომატებული და, ამასთანავე, უსაფუძვლოდ წარდგენილი განცხადებების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს მოხდა სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ”, _ წერია გერმანული რადიოსადგურის _ “დოიჩე ველესმიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

“თვითონ განსაჯეთ: თუ 2017 წლის იანვარ-მარტში, ანუ უვიზო რეჟიმის შემოღებამდე, 601 განცხადება იყო წარდგენილი, 2018 წლის იმავე პარიოდში უკვე 1771 განცხადებაა. მსგავსი ან კიდევ უფრო უარესი სიტუაცია შეიმჩნევა იტალიაში, საფრანგეთსა და შვედეთში. ვიზების გაუქმების მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ ისინი სიტუაციის სწორედ ამგვარად განვითარებას წინასწარმეტყველებდნენ. გარდა ამისა, თავის დროზე ვიზალიბერალიზაციის კრიტიკოსები უვიზო რეჟიმის მხარდამჭერებს აფრთხილებდნენ, რომ სავიზო ბარიერების არარსებობით ქართული კრიმინალიტეტი აუცილებლად ისარგებლებდა. შექმნილ ვითარებაზე ევროკავშირში შეიძლება დაიწყოს განხილვა საკითხისა _ ამოქმედდეს თუ არა მექანიზმი უვიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე. როგორც ცნობილია, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება-გაუქმების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად მოიმატებს უსაფუძვლო თხოვნები თავშესაფრის მიღებაზე ან მიგრანტები ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემას შეუქმნიან”, _ წერს გამოცემა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here