მთავარი საქართველო დიდგორობა კი არა, საცოდაობა იყო – გამოფხიზლდი, საქართველოვ!

დიდგორობა კი არა, საცოდაობა იყო – გამოფხიზლდი, საქართველოვ!

281
გააზიარეთ

დიდგორობა კი არა, საცოდაობა იყო 2021 წლის 12 აგვისტოს გამართული ღონისძიებებიდიდგორსა და გეგუთში. ვინ დგას და ვინ ლაპარაკობს დიდი წმინდა მეფის, დავითის მიერ ნაბრძოლ ადგილებში, ვინ საუბრობს მისი ღვაწლის შესახებმთავრობა, რომელსაც ამორძალ კელი დეგნანზე არანაკლები ამორძალი, თურქეთის ელჩის, ფატმან იაზგანის ეშინია

ქალბატონმა ფატმანმა ოფიციალურად მოგვიწოდა, დიდგორობა მის ჭკუაზე ვიზეიმოთ. სწორედ ასე „ვიზეიმეთ“ ქართველთა გადარჩენის 900 წლისთავი. თურქები არ იყვნენ თქვენი მტრები დიდგორის ომში, ბრძანა თურქეთის ელჩმა, ამიტომ ეს ზეიმი ერთობლივადაც უნდა აღვნიშნოთო. საქართველოს მთავრობამაც, რა თქმა უნდა, „დაფახა“ და გუშინდელ დიდგორობაზე კრინტი არავის დაუძრავს, ვის ებრძოდა დავით აღმაშენებელი, ვისგან იხსნა მან საქართველო. იძახდნენ მხოლოდ: „მტერმა“ შემოუტია საქართველოსო. ისიც ვერ გაბედეს, რომ „თურქ-სელჩუკების“ ნაცვლად მხოლოდ „სელჩუკები“ ეხსენებინათ (იმისთვის, რომ ქალბატონი ფატმანის ხათრით, შეერბილებინათ უნებური ასოცირება თანამედროვე თურქებთან). იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ დიდგორში დავით აღმაშენებელი …რუსეთს ებრძოდა!

ეს ხუმრობით, მაგრამ არც ისე ხუმრობით. „ზეიმის“ წამყვანმა გეგუთი ჩართო და მთელ საქართველოს აუწყა ზღაპარი, თითქოს დავით მეფეს გეგუთში, დიდგორის ომამდე,  ედესის გრაფი ბალდუინი ესტუმრა და მათ შორის საიდუმლო შეხვედრა შედგა. განსაკუთრებით აღინიშნა ორასი ჯვაროსნის ღვაწლი დიდგორის ბრძოლაში. ამით, დიდგორობის 900 წლისთავის ღონისძიების ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს „დასავლურ ორიენტაციას“ და დასავლეთის „დახმარებას“. არადა, დიდგორის ომში ორას ჯვაროსანზე გაცილებით დიდი ღვაწლი ათასობით ყივჩაღ მეომარს აქვს შეტანილი, რომლებიც დავით მეფის მიერ იყვნენ საქართველოში მოწვეულნი და თავიანთ სამოკავშირეო ვალდებულებებს პირნათლად ასრულებდნენ!

თანაც, ყივჩაღები, ისევე, როგორც სელჩუკები, თურქული ტომი გახლდათ, თანამედროვე ყაზახების ერთ-ერთი წინაპართაგანნი. რატომ არ შეიძლება, რომ ქალბატონი ფატმანი ამ ფაქტით დამშვიდდეს? მაგრამ არა, არ აწყობს არც ერთ მხარეს, ისტორიული სიმართლე. სიმართლე ხომ საქართველოს ინტერესშია და საქართველოს ინტერესი ყველას ფეხზე ჰკიდია!

ამიტომაც, არ გამიკვირდა, თუმცა გულზე მაინც მომხვდა, რომ გუშინდელ დიდგორობაზე შესანიშნავი ქორეოგრაფია კი იყო, მაგრამ კონტექსტიდან ამოვარდნილი – საბრძოლო ქართული ცეკვები, როგორც ცეკვა, ისე არ უნდა წარმოდგენილიყო, არამედ როგორც დიდგორის ომის ინსცენირება ანუ ქართველების ბრძოლა ახლო აღმოსავლეთის მუსლიმური კოალიციის წინააღმდეგ. ამის ნაცვლად, ჩვენ ვიხილეთ, როგორ ხმალაობენ ერთმანეთში ქართველები – სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილები… სიმპტომატურია ეს. ქართველს დღეს ქართველთან ბრძოლა ეხერხება, მაგრამ უცხოელთან ცხვარივითაა. როდის ამბობდა დიდი ილია: „გარეთ მხდალი, შინ ძლიერი“…

ასევე მხდლები და არაფრის მაქნისები ვართ აზერბაიჯანთან „ძმობაში“. ჩვენმა აღმოსავლელმა მეზობელმა მშვიდად მიითვისა დავით გარეჯის კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი, თავისი მესაზღვრეები განალაგა გარეჯის ქედზე და ფაქტი შექმნა, ჩვენი მთავრობა კი ივერი მელაშვილს აბრალებს ყველაფერს და ისიც ვერ ჩასვა ციხეში, რადგან გრძნობს, რომ დამნაშავე თვითონაა – თავისი ზალკალიანებით და ღარიბაშვილებით.  აზერბაიჯანის ლიდერი ალიევი მშვიდად გრძნობს თავს, რადგან მას რუსეთთან აქვს ურთიერთობები დალაგებული, საქართველოს კი რუსეთთან საერთოდ არ აქვს ურთიერთობა, რის გამოც აზერბაიჯანზე და თურქეთზეა ყველა სფეროში დამოკიდებული. საქართველო თურქეთის „მეგობრობის“ იმედად არის, ამ დროს კი ალიევის აზერბაიჯანს თურქეთის ლიდერი ერდოღანი „ძმობას“ ეფიცება და ეს არ არის ჰაერზე ნასროლი სიტყვა, ვინაიდან საქმე ეხება ორ უახლოეს ნათესავ ერს, რომელთაც ერთი რწმენა, ერთი ენა, ერთი მენტალობა და საერთო ინტერესები აერთიანებთ. საქართველო  დასავლეთმა მიატოვა ამ ორ მძლავრ სახელმწიფოს შორის და თან ნებას არ აძლევს, ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების გზით ბალანსი დაამყაროს საშინელ თურქულ გარემოცვაში, რომელიც, ყველაფერთან ერთად, ძირძველ ქართულ მხარეს – მესხეთს, „აჰისკას“ ეძახის და არ ეშვება მცდელობებს, ჩამოასახლოს მარშალ სტალინის მიერ სამართლიანად გასახლებული „აჰისკა“-თურქები.

ნატოში ინტეგრაცია ნიშნავს თურქეთის მორჩილებას, ვინაიდან ნატოს სახე კავკასიაში არის არა ქერათმიანი დანიელი ან ნორვეგიელი, არამედ ჩვენთვის ათასი წლის მანძილზე ნაცნობი თურქი, ყველა გამომდინარე შედეგით.

გამოფხიზლდი, საქართველოვ!

https://ge.news-front.info/
გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ვიდრე ხალხი არ გამოვფხიზლდებიტ, და ხმას არ ავიმაღლებტ რა რუსეთის , თურქეთის, აზებაიჯანის და ა.შ, , არამედ საქართველოს 30 წლიანი ბოროტი, უნიატო , პულზე გაყიდულეი მთავრობების მიმარტ, არავითარი საშველი არ იქნება.
    ხალხი უნდა აღვსდგეტ!!
    დაგვავიწყდა ქართველ ერს ვისი გორისანი ვართ და დავემსგავსეტ ვირტხებს, ჰო ვირთხებს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here