მთავარი მსოფლიო “დამისახელეთ ერთი ქვეყანა მაინც, რომელმაც წარმატებას მიაღწია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით”

“დამისახელეთ ერთი ქვეყანა მაინც, რომელმაც წარმატებას მიაღწია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით”

499
გააზიარეთ
ელენე ლუკაში

დასავლეთი თავისი რესურსების ბაზად განიხილავს უკრაინას, უკრაინის ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს ნაციონალური ინტერესების დასაცავად”, _ განაცხადა იურისტმა ელენე ლუკაშმა ტელეარხ “112 უკრაინასეთერში.

“მე ამ სახელმწიფოების მიმართ კითხვები არ მაქვს _ ისინი უკრაინას განიხილავენ, როგორც რესურსების ბაზას. ასე იყო ყოველთვის. არაჩვეულებრივი, შესანიშნავი დიდი ტერიტორია ევროპაში, მსოფლიოში ყველაზე ნოყიერი შავმიწა ნიადაგები, ლამაზი ადამიანები, თანაც ღარიბები _ საერთოდ, ტკბილი ღვეზელი, მე მათ მიმართ კითხვები არ მაქვს, მაგრამ მაქვს კითხვა ჩვენი ხელისუფლების მიმართ _ იცავს კი ის ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს? დამისახელეთ ხელისუფლების ერთი წარმომადგენლის გვარი მაინც, რომელიც შედიოდა კრედიტორებთან უკრაინის ვალების რესტრუქტურიზაციაზე მოსალაპარაკებელ ხელისუფლების ოფიციალურ ჯგუფში. სწორი პასუხი _ ჩვენ არასდროს გვყოლია ასეთი ჯგუფი და არავის უცდია უკრაინის ვალების რესტრუქტურიზაცია. ჩვენ უკრაინის ბიუჯეტის ყოველ მესამე გრივნას ვაძლევთ უცხოელ თუ შინაურ კრედიტორებს. ჩვენ 17 მილიარდს ვიხდით ყოველწლიურად იმისთვის, რომ 2-3 მილიარდი ვისესხოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: 17-ს გავცემთ, 2-3-ს მოვითხოვთ. ლოგიკა, მათემატიკა, სახელმწიფო ინტერესები _ ყველაფერი ამ ციფრებშია: 17 და 2-3. და არც ვცდილობთ, ვიბრძოლოთ, ხელისუფლება არ ცდილობს სახელმწიფოს ინტერესებისთვის ბრძოლას. ამის შესახებ დაუფარავად ლაპარაკობს ფინანსთა ყოფილი მინისტრი _ არავის უცდია სახელმწიფო ვალის შემცირება”, _ განაცხადა ელენე ლუკაშმა.

იურისტს მიაჩნია, რომ უკრაინას შეეძლო ისევე მოქცეულიყო, როგორც არგენტინა, რომელმაც გამოაცხადა, რომ ვალს არავის გადაუხდის. არგენტინამ შეძლო ვალების 90%-ის რესტრუქტურიზაცია, ამ ვალებიდან ზოგი ჩამოაწერეს, ზოგი გადაუვადეს. “აი ასე მოქმედებენ სახელმწიფოები, რომლებიც იცავენ ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ხელისუფლება კი ამბობს, რომ, თუ ვერ მივიღებთ 2-3 მილიარდს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან და, ამასთანავე, 17 მილიარდს არ მივცემთ კრედიტორებს, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდს, უკრაინა, როგორც სახელმწიფო, აღარ იარსებებს. ბევრი ყოველდღიურად ისმენს ამ მანტრას და ფიქრობს, რომ მორჩა, თუ ჩვენ 1,5-2 მლრდ-ს ვერ მივიღებთ, დავიღუპებით. ბევრს სჯერა ამის და არავინ ცდილობს სახელმწიფო ინტერესების დაცვას. ხელისუფლების წარმომადგენლებიდან არავინ ეუბნება უკრაინელებს: დამისახელეთ ერთი ქვეყანა მაინც, რომელმაც წარმატებას მიაღწია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით. შეიძლება, ეს ბრაზილიაა? შეიძლება, მექსიკა, სომალი, რუანდა, ყოფილი იუგოსლავია ან არგენტინა? რომელ ქვეყანაში მოიმატა ეკონომიკამ სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის შემდეგ? მატება ყველგან იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც უარს ამბობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მომსახურებაზე. ეს ისტორიული კანონზომიერებაა!” _ განაცხადა იურისტმა.

politnavigator.netზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here