მთავარი Facebook ფრაზები დავით მესხიშვილი: მიმდინარეობს მთის დემონტაჟი, მრავალსართულიანი კორპუსების აშენების მიზნით

დავით მესხიშვილი: მიმდინარეობს მთის დემონტაჟი, მრავალსართულიანი კორპუსების აშენების მიზნით

17559
გააზიარეთ

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელ  facebook-ზე წერს, რომ თბილისის ცენტრში მთის დემონტაჟი მიმდინარეობს.

“მიმდინარეობს მთის დემონტაჟი ქალაქის ცენტრში!
დღეს მთაზე აცოცებულმა ამ არსებამ გამაღვიძა (ბოლი რომ ასდის ფოტოზე), რომელიც დედაქალაქის ცენტრში, მის გულში, ძველი თბილისის რაიონში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, დაუნდობლად თხრის მთას. სინამდვილეში მარტო კი არ თხრის, არამედ მიმდინარეობს მთის დემონტაჟი მრავალსართულიანი კორპუსების აშენების მიზნით. გეოლოგებისა და ექსპერტების არაერთგზის გაფრთხილებისა, რომ აქ მშენებლობა კატეგორიულად დაუშვებელია, ვინაიდან მცოცავი ქანებია და უფრო მეტიც, აქტიურად მიმდინარეობს ეროზიული პროცესები, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლეს, “მშენებლებმა” არათუ არ შეაჩერეს ეს ვანდალიზმი, არამედ უფრო ზევით, მთის მწვერვალზე აცოცდნენ. ნადგურდება მთაწმინდისა და კუს ტბის გამყოფი ქედი, ულამაზესი ადგილი დედაქალაქში. ამ ფაქტს თუ უბრალოდ დანაშაულს ვუწოდებთ, ალბათ ძალიან მსუბუქი შეფასება იქნება, ეს არის არაადამიანობა! ამ ვანდალიზმზე, ნებართვის გამცემი თუ შემსრულებელი არსებები მოკლებულნი არიან ყოველგვარ ადამიანურ მორალს. სისხლში აქვთ უკვე გამჯდარი ქალაქისა და ქვეყნის მტრობა ფულის მოპოვების გამო.
თბილისის მერიავ, შეაჩერე ეს ბოროტება! შეაჩარეთ ბუნების განადგურების ეპიდემია დედაქალაქში!
70-იან წლებში არსებობდა არაჩვეულებრივი სარეკრეაციო გეგმა, რის მიხედვითაც მთაწმინდის პარკი საფეხმავლო ბილიკებით, ამ ქედის გავლით, უნდა დაკავშირებოდა კუს ტბას. ეს საშუალებას მისცემდა დამსვენებელს, ერთდროულად ესარგებლა ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და ძალიან მრავალფეროვანი სარეკრეაციო ზონით. ამ პროექტის განხორციელებას ვინღა ჩივის, როდესაც ძალიან მალე აქ მთაწმინდის ქედი საერთოდ აღარ იარსებებს. ბილიკები ბეტონის ჯუნგლებში გაივლის.
ძალიან გთხოვთ, მონიშნოთ ყველა ორგანიზაცია და პირი, ვის კომპეტენციაშიც შეიძლება შედიოდეს ამ ბოროტების შეჩერება!“- წერს მესხიშვილი.
 

 

 

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. ,,მთის დემონტაჟი” რაღა უბედურებაა?! ამას რომ ჰკითხო, მთის მონტაჟიც გაუგია!

  2. ემასე შე კაცო! ამნაირ ამბავზე აღიმაღლე ხმა და ყველა აგყვება. აბა ისაა საქმე “გრუჩიტელებს” რომ დასდევ?

  3. ეგ ადგილი არის თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში, რაც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
    კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები … განსაზღვრულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონით (თავი VIII კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები და მათი რეჟიმები. მუხლი 39. ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონისა და რეჟიმის დადგენა).
    ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის დადგენის ერთ-ერთი მიზანია ისტორიულად ჩამოყალიბებული ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება.
    ამ ზონის ცვლილება კი, მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის შესაძლებელი. ამიტომ, აქ ლანდშაფტის ხელყოფა და ამ მასშტაბის მშენებლობა უკანონოა და დაუშვებელი.
    კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებზე ლაპარაკია ასევე საქართველოს მთავრობის 2014წ. 15 იანვრის №59 დადგენილებაში. იქვე მოცემულია ამ ზონების ჩამონათვალიც, მსგავსად ზემოთ აღნიშნულისა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here