Home ახალი ამბები საქართველო გურამ მაჭარაშვილი: უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, ჩვენი ქალები და ბავშვები დაიხოცონ, აშშ-ის...

გურამ მაჭარაშვილი: უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, ჩვენი ქალები და ბავშვები დაიხოცონ, აშშ-ის ელჩი კი ამბობს, რომ საქართველო-უკრაინა ერთად უნდა იდგეს რუსეთის წინააღმდეგ – სკოლის მოსწავლეც მიხვდება, რა იგულისხმება

125

„როდესაც ჩვენ „ქართულ ოცნებაში“ ვიყავით და ხელისუფლებას წარმოვადგენდით, ბუნებრივია, კომუნიკაციებიდან გამომდინარე, გვქონდა გარკვეული ინფორმაციები. სამწუხაროდ, სწორედ [აშშ-ის] საელჩოს მხრიდან ხდებოდა გარკვეული კომუნიკაციების საშუალებით, ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, რომ, მაგალითად, გათავისუფლებულიყო ნიკანორ მელია, უგულავა, რურუა და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებაში მაინცდამაინც კარგ განწყობას არ იწვევდა. ეს სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ როგორმე, სახელმწიფო ინსტიტუტები, პარლამენტი, მოქმედი ხელისუფლება დაზიანებულიყო. როდესაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ ჩვენი ქალები და ბავშვები დაიხოცონ, პირდაპირი გაგებით, და ამით, უკრაინას შევეხიდოთ და ამ დროს, ელჩი, არათუ ამას არ ემიჯნება, არამედ პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო-უკრაინა დღეს ერთად უნდა იდგეს რუსეთის წინააღმდეგ, მგონი, სკოლის მოსწავლეც მიცვდება, ამ განცხადებების მიღმა რა იგულისხმება“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here