მთავარი საქართველო გიორგი ლომია “ქართულ ოცნებას”: თქვენი შეცდომა არის უმადურობა, რომელიც მხარდამჭერების მიმართ გამოავლინეთ

გიორგი ლომია “ქართულ ოცნებას”: თქვენი შეცდომა არის უმადურობა, რომელიც მხარდამჭერების მიმართ გამოავლინეთ

268
გააზიარეთ
გიორგი ლომია

თქვენი შეცდომა არის უმადურობა, რომელიც გამოავლინეთ ხალხის მიმართ. ბევრი, ვინც მხარში გედგათ, ვინც იბრძოდა თქვენთან ერთად და დაამარცხა სააკაშვილის რეჟიმი, დღესაც იბრძვის, ოღონდ უკვე თქვენ საწინააღმდეგოდ, _ ასე მიმართასაქართველოს პატრიოტთა ალიანსისწევრმა გიორგი ლომიამ ბიუროს სხდომაზექართული ოცნებისწარმომადგენლებს.

ლომიას თქმით, ყველა ის ადამიანი, რომლებიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს არბევდნენ, აუპატიურებდნენა და კლავდნენ, დღეს ისევ ძველ სამსახურში მუშაობს ან დაწინაურებულია.

ყველა ადამიანი, რომლებიც ყვიროდნენ: “მიშა მაგარიაო”, ვინც აგინებდა ოპოზიციას, არბევდა, აუპატიურებდა, კლავდა, დღეს ან დაწინაურებულია, ან ისევ ძველ სამსახურში მუშაობს და კაციშვილს არ უკითხავს, რატომ სჩადიოდა ამ დანაშაულს. ამიხსენით, თქვენ გჯერათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამდენი ავადმყოფი არსებობს, თითქმის 800 ათასი, რომელმაც გუშინ დაუჭირა მხარი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც გააუპატიურა ახალგაზრდები, დახოცა ქუჩებში, ციხეში სვამდა ხალხს მხოლოდ იმის გამო, რომ ბიზნესს აფორმებინებდნენ და . .? შეიძლება, ამდენი ავადმყოფი ადამიანი არსებობდეს? არა, დამიჯერეთ, ამდენი ავადმყოფი არ არსებობს საქართველოში, მაგრამ თქვენ იმდენი ქენით, ხალხმა არჩევანი გააკეთანაცმოძრაობასადა თქვენ შორის”, _ განაცხადა გიორგი ლომიამ და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი რეალურად 38%-ზე გაცილებით მეტია, მაგრამ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ” მხარი დაუჭირა, ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.

“ჩვენ გვაქვს ცალკე ჩატარებული კვლევა. თქვენი რეიტინგი გაცილებით მეტია, მაგრამ კანდიდატს, რომელიც თქვენ დააყენეთ, პრაიმერი ან ან სიციოლოგიური გამოკითხვა რომ ჩაგეტარებინათ, ნახავდით, რომ არ აქვს მხარდაჭერა ხალხის მხრიდან. თქვენ სულში ჩაფურთხება გამოგივიდათ. დააყენეთ კანდიდატად ადამიანი, რომელსაც თქვენივე მხარდამჭერი ამომრჩეველი მხარს არ უჭერს. “ქართულ ოცნებას” მივმართავ: თქვენ შექმენით ქვეყანაში პრეცენდენტი, როცა “ნაცმოძრაობას”, ანუ ამ მწამებლებს აქვთ უფლება, დღეს პირდაპირ ილაპარაკონ, რომ არიან მეორე პოლიტიკური ძალა”, _ განაცხადა გიორგი ლომიამ.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here