Home ახალი ამბები საქართველო გიორგი კანდელაკმა და მისმა თანაგუნდელებმა 9 მაისი აღნიშნეს

გიორგი კანდელაკმა და მისმა თანაგუნდელებმა 9 მაისი აღნიშნეს

235
გიორგი კანდელაკმა და მისმა თანაგუნდელებმა 9 მაისი აღნიშნეს

დღეს გორში მსვლელობა მოეწყო. მოძრაობა ,,ერთად ძლიერი საქართველოსთვისწევრებმა ვეტერანებს 9 მაისი მიულოცეს.

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 76-ე წლისთავზე, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი კანდელაკმა და მისი თანამებრძოლებმა მსვლელობა ჩაატარეს.

ისინი ჯერ სტალინის მუზეუმში მივიდნენ, შემდეგ დიდების მუზეუმისკენ გაემართნენ. გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

შიდა ქართლში ამჟამად დიდ სამამულო/მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 11 ვეტერანი ცხოვრობს. აქედან:

გორის მუნიციპალიტეტში – 2 (ლიდია ნემსაძე და ოთარ ტლაშაძე);

კასპში – 5 (ოთარ აზმაიფარაშვილი, შალვა გოჩიტაშვილი, გროგოლ ბაინდურაშვილი, გიორგი მახარობლიშვილი და ფეოდორ მელაძე);

ხაშურში – 3 (ნინო ქურდაძე, პლატონ ნოზაძე, ივანე შახპარუნოვი);

ხოლო ქარელში – 1 (ვიქტორ ოდიკაძე – აგარა).

ოფიციალური მონაცემებით, გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის რაიონებიდან ფრონტზე 35 331 ადამიანი იყო გაწვეული. საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა – 14 761 კაცი.

https://www.didisamamulo.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here