მთავარი მსოფლიო გერმანიაში მხარი დაუჭირეს ადმირალს, რომელმაც განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთისაა

გერმანიაში მხარი დაუჭირეს ადმირალს, რომელმაც განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთისაა

140
გააზიარეთ

გერმანიაში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირში უკრაინის ადგილი არ არის, ხოლო ყირიმი რუსეთს სამართლიანად ეკუთვნის. ამას წერენ კომენტატორები, რომლებმაც წაიკითხეს პოპულარულ გამოცემა Der Spiegel-ში გამოქვეყნებული სტატია, რომ უკრაინა ბრალს სდებს გერმანიას პუტინისწაქეზებაში”.

Der Spiegel-ის სტატიაში მოყვანილია თვალსაზრისი გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდალ კაი-ახიმ შენბახისა, რომელმაც განაცხადა, რომ ყირიმის დაბრუნება უკრაინის შემადგენლობაში შეუძლებელია. ამ განცხადების შემდეგ კი პოსტიდან გადადგა.

“უკრაინის მთავრობა თვალს არ დაახამხამებს, ისე გახვევს ევროპას ომის ქარ-ცეცხლში. ასეთი მეგობრებისგან უბედურების მეტს არაფერს უნდა ველოდოთ”, _ ასე ფიქრობს გერმანიის ზოგიერთი მოქალაქე.

“უკრაინამ უნდა მოთოკოს თავისი მოთხოვნები. ადმირალი მართალია, ყირიმი რუსეთისაა. ადმირალმა შენბახმა თქვა ის, რაც ყველამ იცის”, _ ასეთია სხვა მოქალაქეების თვალსაზრისი.

ყირიმი რუსეთს შეუერთდა 2014 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით. ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთხმად გამოთქვა აზრი უკრაინიდან გასვლისა და რუსეთთან მიერთების შესახებ, მაგრამ უკრაინა უარს ამბობს ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიად აღიარებაზე.

rambler.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here