გარდაცვლილი ჯარისკაცის საქმის ახალი დეტალები – ოჯახმა სკანდალური ინფორმაცია მოიპოვა

1551
გარდაცვლილი ჯარისკაცის, ბექა რუსიას, საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ჯარისკაცის ტელეფონში არსებული ფოტო-ვიდეო მასალა, გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს ეჭვს უჩენს, რომ მათი შვილი არა შემთხვევამ არამედ კონკრეტულმა ადამიანებმა და უფროსების დაუდევრობამ იმსხვერპლეს.

დედა „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, რომ ტელეფონში არსებულ კადრებში კარგად ჩანს მუჟავას საგუშაგოზე მომსახურე წვევამდელების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი და მეთაურების დაუდევრობა.

კადრებში ჩანს, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, ფორმიანი პირი ახალგაზრდა წვევამდელს ხრამისკენ აგდებს.

ასევე ბექა რუსიას ტელეფონში ინახება ფოტოები, სადაც ჯარისკაცები მეთაურის ტაბელური იარაღით პოზირებენ.

ტელეფონი, სადაც ეს მასალები ინახებოდა, ბექა რუსიამ ბებიას მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე გაატანა და მისი საიმედოდ შენახვა სთხოვა.

მთავარი ეჭვი მკვლელობის იარაღს უკავშირდება. თავდაპირველად ოჯახს უთხრეს, რომ 20 წლის რუსია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოკვდა, თუმცა, შემდეგ გაარკვიეს, რომ საბედისწერო გასროლა ერთ-ერთი მეთაურის ტაბელური პისტოლეტიდან განხორციელდა.

საგუშაგო, სადაც ბექა რუსია მსახურობდა, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წვევამდელი ბექა რუსია სამი თვის წინ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გარდაიცვალა.

ოფიციალური ვერსიით, მეორე მოსამსახურეს, დავით ჯალაღონიას იარაღი გაუვარდა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here