Home ახალი ამბები საქართველო ბათუმის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ომში დაღუპულთა ოჯახებს 400 ლარი...

ბათუმის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ომში დაღუპულთა ოჯახებს 400 ლარი გადასცა

2885
ბათუმის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ომში დაღუპულთა ოჯახებს 400 ლარი გადასცა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა და ომში დაღუპულთა ოჯახებმა მერიისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 400 ლარი მიიღეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” მერიიდან აცნობეს, დღეისთვის ბათუმში მეორე მსოფლიო ომის 14 ვეტერანი და ომში დაღუპულთა 25 ოჯახი ცხოვრობს.

“9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. თარიღთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა და ომში დაღუპულთა ოჯახებმა მერიისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 400 ლარი მიიღეს. ომის ვეტერანებს მერის მოადგილე ლელა სურმანიძემ სასურსათო კალათები გადასცა. დღეისთვის ბათუმში მეორე მსოფლიო ომის 14 ვეტერანი და ომში დაღუპულთა 25 ოჯახი ცხოვრობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here