Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ში მოკლეს წარმოშობით ჩინელი მიკრობიოლოგი, რომელიც კორონავირუსზე მუშაობდა

აშშ-ში მოკლეს წარმოშობით ჩინელი მიკრობიოლოგი, რომელიც კორონავირუსზე მუშაობდა

1404
აშშ-ში მოკლეს წარმოშობით ჩინელი მიკრობიოლოგი, რომელიც კორონავირუსზე მუშაობდა

აშშში, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს წარმოშობით ჩინელი პროფესორი, 37 წლის ბინ ლუ, რომელიც პიტსბურგის უნივერსიტეტში კორონავირუსის შესწავლით იყო დაკავებული. პროფესორის სავარაუდო მკვლელი ტრაგედიის ადგილიდან რამდენიმე მეტრში მკვდარი იპოვეს, _ იუწყება ჟურნალი People.

პროფესორის კოლეგებმა განაცხადეს, რომ “ბინ ლუ ძალიან ახლოს იყო მნიშვნელოვან აღმოჩენასთან, რომელიც ხსნის კორონავირუსით ინფიცირების უჯრედოვან მექანიზმს”.

მეცნიერის ცხედარი მის სახლში იპოვეს 2 მაისს. ის რამდენიმე ტყვიით იყო მოკლული.

“სიკვდილის გარემოებები იდუმალებითაა მოცული, ამიტომ პოლიცია ვარაუდობს, რომ ტრაგედია ინსცენირებულია”, _ წერს გამოცემა. მოგვიანებით ბინ ლუს სახლიდან რამდენიმე მეტრში მანქანაში მკვდარი იპოვეს მამაკაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, მოკლა პროფესორი.

გამოძიების ვერსიით ლუ მოკლა პირმა, რომელიც მას იცნობდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here