მთავარი მსოფლიო აგვისტოს ომის ერთი ეპიზოდი

აგვისტოს ომის ერთი ეპიზოდი

636
გააზიარეთ
იგორ მაზური

როგორმიდიოდნენ უკრაინელი ნეონაცისტები კურორტზე” 08.08.08-ის ომში მონაწილეობისთვის

5-დღიანმა ომმა, რომელსაც დაწყების თარიღის მიხედვით “08.08.08-ის ომსუწოდებენ, თავისი კვალი დატოვა უკრაინელი ნაციონალისტების ისტორიაში. კონფლიქტის დაწყების წინ უკრაინის ნაციონალური ასამბლეაუკრაინის სახალხო თავდაცვის წარმომადგენლებმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადეს, რომ მზად არიან მონაწილეობისთვის სამხედრო მოქმედებებში, რომლებსაც საქართველო დაიწყებს სამხრეთ ოსეთში.

“ქართული არმია ჩვენი დახმარების გარეშეც გაართმევს თავს, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ მას ყველაფრით დავეხმარებით”, _ განაცხადა 2006 წლის 17 აგვისტოს (თითქმის ორი წლით ადრე ტრაგიკულ მოვლენებამდე) უკრაინის ნაციონალური ასამბლეა-უკრაინის სახალხო თავდაცვის კიევის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იგორ მაზურმა. ამასთანავე, დასძინა, რომ უკრაინელი ნაციონალისტები მზად არიან, აწარმოონ პარტიზანული ომი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. მებრძოლთა რაოდენობის შესახებ მან მხოლოდ ის თქვა, რომ “ისინი უფრო ნაკლები იქნებიან, ვიდრე იყვნენ 13 წლის წინათ _ 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში”, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც თვითონ იყო.

ახალი, უფრო მკაცრი განცხადება იყო 2008 წლის აპრილის ბოლოს.

“ახლა გვირეკავენ ჩვენი მეგობრები, ზოგიერთი მათგანი ქართული არმიის გენერალია, და გვეუბნებიან: “ვითარება კვლავ მძიმეა. თქვენი დახმარება გვჭირდება”. თუ საჭირო იქნება იარაღის ხელში აღება, ჩვენ ავიღებთ, რადგან ვიქნებით საომარი კონფლიქტის ზონაში, _ განაცხადა მაზურმა, რომელიც თავისი ორგანიზაციის დროშისა და კალაშნიკოვის ავტომატების ფონზე პოზირებდა. _ ვფიქრობ, რამდენიმე ასეული უკრაინელი მოისურვებს, ზაფხულში ჩავიდეს და დაისვენოს კავკასიაში. ჩვენ ამას 93-შიც და ახლაც ვუწოდებთ “კურორტზე წასვლას”.

2008 წლის 9 სექტემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურორმა თეიმურაზ ხუგაევმა ჟურნალისტებს წარუდგინა დოკუმენტური მტკიცებულებები უკრაინის ნაციონალური ასამბლეა-უკრაინის სახალხო თავდაცვის რაზმ “ძმების” ყოფნისა სოფელ თამარაშენის ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა. ეს რაზმი დაქვემდებარებული იყო საქართველოს ცხინვალის რეგიონის ანტიტერორისტულ ცენტრს. მისთვის გამოყოფილი იყო ავტომობილი ნომრით FNF-249. წარმოდგენილი იყო ფოტოსურათებიც, რომლებზეც გამოსახული იყო ფორმა-კამუფლაჟი ორგანიზაცია უკრაინის ნაციონალური ასამბლეა _ უკრაინის სახალხო თავდაცვის ამოსაცნობი ნიშნებით.

მოგვიანებით ეს ინფორმაცია მოხვდა რუსულ ფილმში “08.08.08”. ამ მომენტიდან მაზურმა დაიწყო უარყოფა თავისი ორგანიზაციის წარმომადგენელთა მონაწილეობისა სამხრეთ ოსეთის საომარ მოქმედებებში (სხვის ომში დაქირავებულად წასვლაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უკრაინაში არავის გაუუქმებია).

ჩვენი ორგანიზაცია პასუხს აგებს თავის თითოეულ წევრზე, _ განაცხადა მაზურმა შოუშუსტერ LIVE”- ტელეეთერში 2008 წლის 11 ნოემბერს. _ მე, როგორც ორგანიზაციის ერთერთი ხელმძღვანელი, ვადასტურებ, რომ უკრაინის ნაციონალური ასამბლეაუკრაინის სახალხო თავდაცვის არც ერთი ქვედანაყოფი და არც ცალკეული წარმომადგენელი საომარი კონფლიქტის ზონაში არ ყოფილა”. მაზურმა ამის უარყოფა განაგრძო მაშინაც, როცა 2009 წლის 24 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა გაახმიანა მონაცემები იმის შესახებ, რომ სოფელ აჩაბეთის ტერიტორიაზე არსებულ ცხინვალის რაიონის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტულ ცენტრში იპოვეს ხსენებულიუკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაციის მებრძოლის საველე ფორმა, პირადი ნივთები, ფოტოსურათები და სხვა დოკუმენტები, აგრეთვე, შსს ხელმძღვანელობის ბრძანებები უკრაინის ნაციონალური ასამბლეაუკრაინის სახალხო თავდაცვის წარმომადგენლებისთვის ავტოტრანსპორტის მიმაგრების შესახებ”.

“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ იმ დღეებში კონფლიქტის ზონაში ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები არ ყოფილან, _ განუცხადა რადიო “თავისუფლებას” მაზურმა. _ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ ერთი საყვარელი თემაა რუსული პრესსამსახურებისა, რომლებიც თხზავენ მითს 200-300 “ბოევიკზე” და აჩვენებენ თავიანთ პროფესიულ უვარგისობას”.

ერთი წლის წინათ კი, სამხრეთ ოსეთში ომის დაწყების წლისთავზე, პოპულარულ გვერდ Ukrainian Military Horor-ზე (მოგვიანებით Facebook-მა დახურა ექსტრემიზმის გამო) გამოქვეყნდა ფოტოსურათები, რომლებზეც ასახული იყო ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ ომში იარაღით ხელში.

ესე იგი, ინფორმაციას ამის შესახებ აღარ მალავენ (ყოველ შემთხვევაში ასე იქცევა უკრაინელი ულტრამემარჯვენეების ყველაზე რადიკალური ფრთა), პირიქით, ამით ამაყობენ, თანაც სოციალურ ქსელში გვერდს უძღვებოდნენ “რუსეთთან ომის ვეტერანთა კავშირის” წევრები, ეს კავშირი კი შექმნეს ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეებმა, კერძოდ, ნეონაცისტური დაჯგუფება ჩ14-ის წევრებმა.

ukraina.ru

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here