Home ახალი ამბები “ზოგს ბავშვს თავში ქარი უქრის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი...

“ზოგს ბავშვს თავში ქარი უქრის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ციხეში უნდა გავაგზავნოთ”

1121
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბოლო პერიოდში არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების გახშირებულ შემთხვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 14 წლამდე ბავშვები მრავალი წლით არ უნდა მიდიოდეს ციხეში.

ყველას გვახსოვს ის რევოლუციური პროექტი, როდესაც ჩვენ ევროკავშირთან და „იუნისეფთან“ ერთად, ყველა უწყებამ იუსტიციის სამინისტროს ავტორობით, შევთავაზეთ ჩვენს პარლამენტს და არასრულწლოანთა მართლმსაჯულების კოდექსი მივიღეთ, რითაც დავასრულეთ წარსულის კულტურა, როდესაც მურაბის ქურდი 14 წლის ბავშვი მრავალი წლით მიდიდოდა ციხეში.

ამ კანონმა თავისი დადებითი შედეგი მოიტანა. 14 წლის შემდგომ ასაკში დანაშაული შემცირებულიც კია და განრიდება-მედიაციის პროგრამა იმდენად კარგად მუშაობს, რომ განრიდებულთა შორის განმეორებითი დანაშაული მხოლოდ 8 პროცენტია“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, არასრულწლოვნებს საზოგადოების მხრიდან სხვაგვარი ყურადღება სჭირდება, რათა საქმე არ მივიდეს დანაშაულამდე და პოლიციის ჩარევა არ გახდეს საჭირო.

გვაქვს გეგმა, შევქმენით უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი გუშინწინ და ვთქვით ასეთი რამ: სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაიწევა 14 წელზე ქვემოთ. ასევე შევთანხმდით, რომ როცა ხდება პოლიციური პასუხი საჭირო ასეთი ბავშვისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ბავშვის პრობლემა შორსაა წასული და ამ პრობლემების დანახვა უნდა ხდებოდეს უფრო ადრეულად. ბავშვი ანტისოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად რომ არ ჩამოყალიბდეს, ამ პრობლემას ძირშივე უნდა მიხედვა. ჩვენ ყველას გვყავს გარშემო 10-11 წლის ბავშვები, რომელთაგან ზოგი ძალიან ჭკვიანია, ზოგსაც კი, როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, თავში ქარი უქრის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ციხეში უნდა გავაგზავნოთ. ჩვენი, ყველას მიზანი უნდა იყოს ერთი – რომ პოლიციამდე და დანაშაულამდე საქმე არ მივიდეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

წყარო:აიპრესი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here