Home ახალი ამბები მსოფლიო “ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეტევის ბრძანებებს ბრიტანეთსა და აშშ-ში გასცემენ”

“ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეტევის ბრძანებებს ბრიტანეთსა და აშშ-ში გასცემენ”

111

ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს წევრ ვლადიმერ როგოვის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეტევის შესახებ ბრძანებებს დიდ ბრიტანეთსა და აშშში გასცემენ, კიევის რეჟიმი კი მხოლოდ შემსრულებელია, _ წერსრია ნოვოსტი”.

“ზაპოროჟიეს აეს-ზე შეტევის ბრძანებას ბრიტანეთსა და აშშ-ში გასცემენ, სწორედ ისინი კურატორობენ ზელენსკის რეჟიმს, რომელიც, ფაქტია, მხოლოდ შემსრულებელია”, _ განაცხადა როგოვმა. მისი თქმით, ატომური ელექტროსადგურისთვის ცეცხლის გახსნით უკრაინის მხარე რუსეთის შეიარაღებული ძალების წინსვლის შეჩერებას ცდილობს და ევროპას ბირთვული საფრთხით აშანტაჟებს. როგოვმა აღნიშნა, რომ “აეს-ზე თავდასხმის შესაჩერებლად, უწინარესად, საჭიროა დნეპროპეტროვსკის ოლქის დასახლებული პუნქტების _ ნიკოპოლის, მარგანეცისა და ტომაკოვკის გათავისუფლება, სწორედ იქიდან ესვრიან უკრაინელი ტერორისტები ატომურ ელექტროსადგურს”.

სპეცოპერაციის მსვლელობისას რუსმა სამხედროებმა დაიკავეს ხერსონის ოლქი და ზაპოროჟიეს ოლქის აზოვისპირა ნაწილი. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთ კონტროლს დაუქვებდებარეს დიდი ქალაქები: ხერსონი, მელიტოპოლი, ბერდიანსკი და უკრაინა მოწყვიტეს აზოვის ზღვას. რეგიონებში შეიქმნა ახალი ადმინისტრაციები, მიმდინარეობს რუსეთის ტელე და რადიოსადგურის გადაცემების ტრანსლაცია. აღდგა სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირები ყირიმთან. რეგიონებმა განაცხადეს, რომ სურთ რუსეთთან მიერთება. ამას გარდა, 8 წლის შემდეგ მოხდა ჩრდილოეთ ყირიმის არხის განბლოკვა და ნახევარკუნძულს წყალი კვლავ მიეწოდება.

ლუკა მაისურაძე

https://ria.ru/20220812/zaes-1809045220.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here