Home ახალი ამბები საქართველო ხათუნა საგინაშვილი: პრეზიდენტი, ლომჯარია და თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია რეალურად მე-5 კოლონაა,...

ხათუნა საგინაშვილი: პრეზიდენტი, ლომჯარია და თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია რეალურად მე-5 კოლონაა, უცხოეთიდან დაფინანსებულ-ჭკუადარიგებული

“ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, დასავლეთს გუნდრუკი უკმიოს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ “ალტ-ინფოს” წინააღმდეგ წამოწყებულ ბრძოლას ხელისუფლებაც მხარს უჭერდეს”

897

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა და ევროპარლამენტმა საქართველოს სახელმწიფო უწყებებს 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდა. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ძალადობის ჩამდენთა დაუსჯელობა დაუშვებელია, რადგან არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებსსახალხო დამცველმაც მოამზადა საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაცკონსერვატიული პარტიისაკრძალვა სურს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პარტიის წევრების განცხადებებიშეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას“.

ლიბერალურ ტელევიზიებს “სახრავი ძვალი” საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გადაუგდო, როდესაც განაცხადა: “5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ეს ის რეალობაა, რომლის საფუძველზეც პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები ამ პერიოდში გაძლიერდნენ; გაძლიერდნენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სრულიად მიუღებელია. მათი გაძლიერება კი აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამაზე პასუხი მათი საქმიანობის აკრძალვაა, თუმცა დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული, რათა არ დარჩეს ეჭვი, რომ აქ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა.

თუმცა, იმავე დემოკრატიული ქვეყნების პრინციპებიდან გამომდინარე, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც, შესაძლოა, საჭირო გახდეს. ამ უკიდურესი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს ამ ჯგუფების დაცვა და მათი პრორუსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება.

ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა, რომელიც გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებას; მათი საქმიანობის კონტროლი და დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება, ეს კი ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა. ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა, მსგავსმა დაჯგუფებებმა ხელი ვერ შეუშალონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას!”

უკვე რამდენიმე დღეა, სატელევიზიო ეთერებიდან მხოლოდ “ალტ-ინფოს” შესახებ ისმის საუბარი. ჟურნალისტები, პრეზიდენტი და ე.წ. სახალხო დამცველი ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვენ აღნიშნული ტელევიზიის აკრძალვას.  ხელისფლების წარმომადგენლები ჯერჯერობით “მაგრად დგანან” _ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამართალდამცველებს არ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები „ალტ-ინფოს“ ლიდერების დასაკავებლად.

რატომ არის ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი? რატომ იკრძალება განსხვავებული აზრი? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი გვესაუბრება.

_ პრეზიდენტი, ლომჯარია და თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია რეალურად მე-5 კოლონაა, უცხოეთიდან დაფინანსებულჭკუადარიგებულები; ისინი რენეგატები არიან.

საქართველოს ისტორიაში ბევრი ფაქტია, როდესაც ქართველთა რაღაც ნაწილი ირანის კარზე დარბოდა ან  ოსმალეთისა და ბიზანტიის, რათა მხარდაჭერა მოეპოვებინა, ერთი სიტყვით, “კრიშა” ეპოვა და პირადი სარგებელი მიეღო. აი, ეს ადამიანები, რენეგატებს ვისაც ვუწოდებთ, იმ მოღალატე ქართველების პირდაპირი შთამომავლები არიან. დღეს უცხოეთიდან დაფინანსებული მე-5 კოლონა თავის მერკანტილურ ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებს. დიახ, ზემოთ ვინც ვახსენე, უცხო ქვეყნების ჯაშუშები, მათი ინტერესების გამტარებლები არიან. პირდაპირ ვივარაუდოთ, რომ ხშირად პრეზიდენტისლომჯარიასა და არასამთავრობოების განცხადებების უკან ამერიკის საელჩო დგას, ამერიკელების ხელწერაა, რადგან ვიცი, იქ ბევრი რამ ხდება, მაგალითად, არჩევნების წინ სიების შეთანხმებაც კი ასე რომ, ეს ადამიანები არ არიან დამოუკიდებელი ფიგურები და მათგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს.

არაობიექტური და მიკერძოებული განცხადებები, რომლებიც დღეს თითქმის ყველა ტელევიზიიდან გვესმის “ალტ-ინფოს” მისამართით, ნათლად გვიჩვენებს იმას, რაც მსოფლიოში ხდება და ხდება ის, რომ ერთ-ერთი მიმართულება რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაა, რომელიც “კუდიანებზე ნადირობას” მაგონებს.

ვიცით, რომ მსოფლიო მედიამაგნატების უკან გლობალისტური ძალები დგანან. მათ სურთ და ასე გამოაცხადეს, რომ მსოფლიოსთვის საფრთხე რუსული პროპაგანდაააქვე უნდა დაისვას შემხვედრი შეკითხვა _ რატომ არ არის საფრთხე დასავლური პროპაგანდა ან ჩინური პროპაგანდა?

ჩემთვის, საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის, მორწმუნე ადამიანისთვის, რომელიც ყოველთვის ცდილობს,  “არ გადაიხაროს არც მარჯვნივ და არც მარცხნივ” და “სიმართლის ღერძი არ დაკარგოს”, ერთნაირად მიუღებელია ყველა ქვეყნის პროპაგანდა, გარდა ჩემი ეროვნული ინტერესის გამომხატველისა. ერთადერთი პროპაგანდა, რომელსაც ყოველთვის გავამართლებ, იქნება ის, რომლითაც დაცული იქნება ჩემი ქვეყანა და ეროვნული ინტერესები. თუ გამოცხადებულია, რომ რუსული პროპაგანდა მიუღებელია, რომლის გამოც სასტიკად ებრძვიან ტელეკომპანია “ალტ-ინფოს”, მაშინ ვიტყვი, რომ ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიუღებელია დასავლური პროპაგანდა, რადგან მუდმივი მეგობრები არ არსებობენ, არსებობს მუდმივი ინტერესები. ყველა კოალიციას თუ გაერთიანებას თავისი ინტერესები აქვს. პატრიოტი ადამიანისთვის ამოსავალი წერტილი  უნდა იყოს ეროვნული ინტერესები, ამ რაკურსით უნდა შეაფასოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და შესაბამისი დასკვნებიც უნდა გამოიტანოს.

ის, რაც დღეს ხდება, რა განცხადებებსაც ვისმენთ, არის იმ ისტერიკის გაგრძელება, რომელიც გლობალისტების პროპაგანდისტული მედიასაშუალებებით ვრცელდება რუსული პროპაგანდის შესახებ. ყოველი ასეთი მიკერძოებული, შიზოფრენიული აკვიატება “ალტ-ინფოს” მისამართით ზუსტად ჯდება “კუდიანებზე ნადირობის” ისტერიკის ფარგლებში. რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ დიდი ფული იხარჯება, რაც მიუღებელია.

_ თქვენ ლაპარაკობთ  ლიბერალურ  მედიასაშუალებებზე; ამბობთ, რომ უცხო ქვეყნის დაკვეთას ასრულებენ. ზუსტად იმავეს ამბობენ ის მედიასაშუალებებიალტინფოზე”, რომ უცხო ქვეყნის დაკვეთას ასრულებს და რუსულ პროპაგანდას ეწევაარის თუ არა სინამდვილეში ეს ტელევიზია რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი და, თუ არის, რა არის ამაში მიუღებელი და ქვეყნისთვის საშიში?

_ სანამ ამ კონკრეტულ შეკითხვაზე გადავალ, აუცილებლად უნდა ვახსენო პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და სახალხო დამცველ ლომჯარიას  მიკერძოებული განცხადებები. სახალხო დამცველი, რომელმაც საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადაალტინფოსწინააღმდეგ, სამარცხვინოა. სახალხო დამცველი უნდა იყოს ყველას დამცველი, მაგრამ ამ შემთხვევაში მან პროკურორის მანტია მოირგო და ბრალმდებლად მოგვევლინა. ლომჯარია, უნდა იყოს ყველას ადვოკატი, მაგრამ ამ მადლიან ქვეყანაში, რომელიც უცხო ქვეყნის რენეგატებს ებრძვის გამუდმებით, ყველაფერი უკუღმა ხდება: სახალხო დამცველი სახალხო ბრალმდებელია, “ენჯეოშნიკები” არასამთავრობოები უნდა იყვნენ და მთავრობებს აყალიბებენ; მოკლედ, ნონსენსია ყველაფერი. სახალხო დამცველი მტყუანიაალტინფოსთან”.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ჩემთვის მიუღებელია როგორც დასავლეთიდან, ასევე ჩდილოეთიდან მომდინარე პროპაგანდა, მაგრამ, როდესაც ადანაშაულებ ამა თუ იმ ადამიანს ან ორგანიზაციას, დამადასტურებელი ფაქტები უნდა წარმოადგინო. თუკი ვინმე დადებს ინფორმაციას, რომ “ალტ-ინფო” ფინანსდება რუსეთიდან, აქვს კავშირები რუსულ სპეცსამსახურებთან, მაშინ სხვანაირად უნდა მივუდგეთ საკითხს _ ადგილობრივი სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ დეტალებით და კანონის შესაბამისად იმოქმედონ.  მაგრამ, თუკი ასე არ არის, ცილისწამება, რომელიც მოდის ლიბერალური ტელევიზიებიდან, მიუღებელია, მაგრამ სოროსის დოქტრინაში ხომ ასე წერია: “დასწამე ცილი და, ვინც თავს იმართლებს, ის უკვე სანახევროდ დამნაშავეა”. დაიწყონ სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება, ვინ რით საზრდოობს.

_ როგორ ფიქრობთ, აკრძალავენალტინფოს”, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით, განსხვავებული აზრის გამო არავინ უნდა დაისაჯოსარაერთხელ გითქვამთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობოებს იმხელა გავლენა აქვთ, რომ კანონებს ცვლიან და კანონპროექტებს კანონად აქცევენ

_ ხელისუფლება ცდილობს, დასავლეთს გუნდრუკი უკმიოს, ევროკავშირს თავი მოაწონოს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ “ალტ-ინფოს” წინააღმდეგ წამოწყებულ ბრძოლას ხელისუფლებაც მხარს უჭერდეს, მწვანე შუქს უნთებდეს. თუ “ალტ-ინფოს” დახურავენ, ეს იქნება ლიბერალური კასტის გამარჯვება. “ოცნების” ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა (მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ეყოფათ) და არ ვისურვებ, კიდევ ერთი საბედისწერო ნაბიჯი გადადგას. ხელისუფლება აუცილებლად უნდა დადგეს მოწოდების სიმაღლეზე “ალტ-ინფოს” მიმართ, რადგან, თუ ამ ტელევიზიას შეზღუდავს, რეპრესიულ ღინისძიებებს გაატარებს, გაჩნდება უფრო მეტი და უფრო დახვეწილი “ალტ-ინფო”. არ ვარ მიკერძოებული ამ შემთხვევაში, “ალტ-ინფოს”  მიმართ ბევრი შენიშვნა და პრეტენზია მაქვს, არაერთი კრიტიკული განცხადებაც გამიკეთებია…

ჩვენ გვახსოვს მარიხუანის ლეგალიზაციისას რა მოხდა. საკონსტიტუციო სასამართლომ სამარცხვინო დადგენილება გამოიტანა. ხელისუფლებამ მარიახუანის ლეგალიზების პრობლემა საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით მოაგვარა. ასე რომ, არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო სასამართლოს “ხელით” აკრძალონ “ალტ-ინფოც”. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არ ვუსურვებ ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმას, რადგან ასეთი აქციელი ბუმერანგივით დაუბრუნდება.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here