Home ახალი ამბები საქართველო ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა

ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა

176

სპორტული ბედის ნებიერი ბარქაია არასოდეს ყოფილა. იგი ნამდვილი გამთამაშებელი შუამარბი იყო, მაგრამ საფეხბურთი მინდორზე მაშინ გამოჩნდა, როცა ბრაზილიელთა ბრწყინვალე წარმატების შემდეგ შვედეთისა და ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატებში გუნდებმა ტაქტიკა გარდაქმნეს და „დუბლ-ვეს“ განლაგება შეცვალეს ბრაზილიული სქემით – 4-2-4.

ბარქაიასაც მოუხდა გარდაქმნა. გუნდის ინტერესებისათვის (იგი ყოველთვის ყველაფერს გუნდის ინტერესებისათვის აკეთებდა) ვლადიმერი ცენტრალური თავმდასხმელი გახდა. ისეთი უნივერსალური, გამოჩენილი მოთამაშის მხარდახარ, როგორიც მეტრეველი იყო, და აქაც, თუმც ეს აშკარად არ იყო მისი ამპლუა, მან შეძლო თავის ისე გამოვლენა, რომ ფეხბურთის დიდმა სპეციალისტმა, სსრ კავშირის დამსახურებულმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ თავის მოგონებაში აღნიშნა: ლედგენდარული ბორის პაიჭაძის შემდეგ ქართულ ფეხბურთს ისეთი ცენტრფორვარდი არ ჰყოლია, როგორიც ვლადიმერ ბარქაიააო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here