Home ახალი ამბები მსოფლიო ვირუსოლოგი: სომხეთში არსებული აშშ-ის ბიოლაბორატორიები შეიძლება ირანის წინააღმდეგ გამოიყენონ

ვირუსოლოგი: სომხეთში არსებული აშშ-ის ბიოლაბორატორიები შეიძლება ირანის წინააღმდეგ გამოიყენონ

111

გრიგორ გრიგორიანი, ვეტერინარული ჯანდაცვის ორგანიზებისა და ზოონოზურ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ექსპერტი, კოალიცია  “ერთიანი ჯანმრთელობისლიდერი გამოცემარიდუსსბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრა. დღეს ეს თემა საინტერესოა უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის კონტექსტში, ამასთანავე, პოლიტიკური ვითარება სომხეთში კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბიოლოგიური უსაფრთხოების პრობლემები არ გამქრალა.

გრიგორ გრიგორიანის შეფასებები, დასკვნები და პროგნოზები, როგორც ყოველთვის, უკომპრომისო და მწვავეა.

რიდუსი”: _ რას მოასწავებს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის, უილიამ ბერნსის, ცოტა ხნის წინანდელი ვიზიტი ერევანში?

გრიგორ გრიგორიანი: _ ჩემი აზრით, ცსს-ის დირექტორის ვიზიტი სომხეთში პირდაპირ იყო დაკავშირებული უკრაინაში ამერიკელთა მუშაობის გართულებასთან. უფრო ზუსტად, უკრაინაში მათი მუშაობის ჩაფლავებასა და რუსეთის ანტინაცისტური ოპერაციის წარმატებასთან. ამასთანავე, წარმოჩინდა ამერიკელთა  სურვილი, მეორე ფრონტი გახსნან შუა აზიისა და ამიერკავკასიის ტერიტორიებზე. ვფიქრობ, აშშის დაზვერვის ხელმძღვანელის ვიზიტი პირდაპირ არის დაკავშირებული ამერიკელთა მისწრაფებასთან, რეგიონიდან გააძევონ რუსეთი. ეჭვი არ მეპარება, რომ გაიცა ანტირუსული სანქციების დაწესების განკარგულება სომხეთის ტერიტორიაზე და ეს სანქციები უკვე დაიწყო. ისინი, ვინც ანტირუსულ სანქციებს ატარებს, ნიკოლა ფაშინიანის ლატენტური საყრდენები არიან. ძირითადად, არიან პარტიები, პარტიების ჯგუფი, რომლებიც რუსოფობიური და ანტირუსული განწყობებით გამოირჩევიან და ყველა შემთხვევაში მიესალმებიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და კოლექტიური დასავლეთის ნაბიჯებს. ისინი ძალიან აგრესიულ რუსოფობიურ პროპაგანდას ეწევიან. მათი აზრით, სომხეთის მომავალი ნათელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი განადგურდება უკრაინაში.

ნიკოლ ფაშინიანი, ისევე როგორც მისი წინამორბედი სერჟ სარგსიანი, დასავლეთის თამაშს თამაშობს ჩვენი უახლესი მოკავშირე რუსეთის ფედერაციის ზურგს უკან. თუ რით დასრულდა სარგსიანის  თამაში, ყველამ ვნახეთ. მაგრამ რით დასრულდება ამჟამინდელი თამაში, ძნელი სათქმელია. მაგრამ ძალები, რომლებიც ანტირუსული პოლიტიკის ფლაგმანსა და რუსოფობიური განწყობების გენერატორს წარმოადგენენ. ყველანაირად  გონების დაბინდვამდე და ფსიქოზამდე  ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ რუსეთის ფედერაცია სომხეთის ნომერი პირველი მტერია; და ყველას, ვინც მხარს უჭერს რუსეთთან თანამშრომლობას, სამხედროპოლიტიკურ კავშირსა და უფრო ღრმა ინტეგრაციას, რუსეთის აგენტს უწოდებენ.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ ამ პარტიების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ყველა სომეხის სახელით პირდაპირ ეთერში განაცხადა: ჩვენ გვიჯობს, თურქების ძაღლები ვიყოთ, ვიდრე რუსეთის აგენტები”. რუსეთის აგენტებს კი ისინი უწოდებენ ყველას, ვისაც თბილი დამოკიდებულება აქვს რუსეთის მიმართ, მხარს უჭერს ამ სახელმწიფოსთან კარგ ურთიერთობას, სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს, აგრეთვე, ანტინაცისტურ სპეცოპერაციას უკრაინაში.

რიდუსი”: _ გასაგებია, მოდი ცსს დირექტორის ვიზიტს დავუბრუნდეთ. როგორ აისახება ეს პოლიტიკურ წესრიგზე?

გრიგორ გრიგორიანი: _ ვფიქრობ, რომ ცსსის დირექტორის ვიზიტს ორი მიზანი ჰქონდა: პირველი _ სტარტი მიეცა ანტირუსული განწყობებისთვის სომხეთისა და არცახის ტერიტორიებზე, რომლის კულმინაცია უნდა იყოს რუსი სამშვიდობოებისა და 102-ე ბაზის გაყვანა გიუმრიდან; მეორე _ მოესინჯა ნიადაგი, როგორ შეასრულებს სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტივებს ხელისუფლების სათავეში მოსული დაჯგუფება, რომელიც შედგება ჩვენი ეზისტენციური მტრებისგან _ თურქებისა და აზერბაიჯანელებისგან.

ვფიქრობ, აშშ ევროკავშირის დახმარებით, იმ შემთხვევაში, თუ წარუმატებული აღმოჩნდება მისი ჩართვა მომლაპარაკებლად არცახის პროცესში და ამ მოლაპარაკებებიდან რუსეთს ვერ გამოაძევებენ, შეეცდება სამხედრო მოქმედებების გენერირებას არცახის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ კი ისარგებლებენ შემთხვევით, რომ ეს სამხედრო მოქმედებები მინი ომად გადააქციონ, რომელშიც, მათი გათვლებით, უნდა ჩაერთონ რუსეთი და თურქეთი, რადგან ამის გარეშე არაფერი გამოუვათ არც სირიაში, არც ლიბიაში და არც ამიერკავკასიაში.

რიდუსი”: _ ერევანში ბერნსის ვიზიტის გამო რა კულუარული მოძრაობები შეიძლება ვივარაუდოთ?

გრიგორ გრიგორიანი: _ ცსს-ის დირექტორის ვიზიტის საჯაროდ გამოცხადება ხელისუფლების უზურპატორი მოღალატეობრივი დაჯგუფების ხელში რომ ყოფილიყო, ჩვენ ვერასოდეს შევიტყობდით ამ ვიზიტის შესახებ. რფ-ის სპეცსამსახურმა სომხეთის ხელისუფლებაზე გაცილებით ადრე გამოაქვეყნა ინფორმაცია საიდუმლო ვიზიტის შესახებ. შედეგად სომხეთის ხელისუფლება იძულებული შეიქნა, თვითონაც გამოეცხადებინა ეს.

მე ველოდები, რომ ახლო მომავალში სომხეთის ტერიტორიაზე პროვოცირებული იქნება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ანტირუსული აქცია. ამასთანავე, დაძაბავენ ვითარებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც დარჩა არცახის რესპუბლიკისგან. დიდი ბრიტანეთი, აშშ და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ყველანაირად შეეცდებიან, ანტირუსული აქციების პროვოცირებას. სამწუხაროდ, სომხეთის ტერიტორიაზე ეს შეიძლება მოხდეს რუსეთის ფედერაციის საელჩოს სუსტი მუშაობის გამო. რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის ვიზიტი კი სომხეთში საპასუხო ნაბიჯი იყო ცსს-ის დირექტორის საიდუმლო ვიზიტის შესახებ ინფორმაციაზე.

ჩემი აზრით, უახლოეს ხანში სომხეთის ტერიტორიაზე შეიძლება რყევები აღინიშნოს _ როგორც საგარეო, ისე შიდაპოლიტიკური მიმართულებით, რადგან დღეს, განსაკუთრებით თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტის შემდეგ, საიდუმლო არავისთვის აღარ არის, რომ ერევანში ხელისუფლების მიმტაცებელი დამნაშავე დაჯგუფება უკვე ღიად იცავს სომხეთის, არცახისა და, საერთოდ, სომხების ეგზისტენციალური მტრების ინტერესებს. და ეს დაიწყო 2018 წელს, როცა სერჟ სარგსიანმა ხელისუფლება გადააბარა ნიკოლ ფაშინიანსა და მის დაჯგუფებას.

რიდუსი”: _ თქვენ რუსეთის საელჩოს პასიურობაზე ილაპარაკეთ. შეიძლება ისაუბროთ უფრო დაწვრილებით ამის შესახებ?

გრიგორ გრიგორიანი: _ რუსეთის საელჩო, კოლექტიური დასავლეთის საელჩოებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით აშშ-ის საელჩოსგან, თავისი ინტერესების დასაცავად არ აქტიურობს. ის არა მხოლოდ არ იცავს იმ ადამიანების ინტერესებს, რომლებიც მხარს უჭერენ სომხეთის დაახლოებას რუსეთთან, არამედ დაუფარავად ცდილობს დისტანცირებას ამ ყველაფრისგან. ეს ეხება არა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს,  რუსეთის საელჩო არც კი გამოესარჩლა რუსეთის მოქალაქეს, ჩემს მეგობარ არმენ გრიგორიანს.

არმენ გრიგორიანი უკანონოდ დააკავეს, შემდეგ კი ვითარება მკვლელობამდე მიიყვანეს. რუსეთის საელჩოს ვებგვერდზე კი, სამძიმრის გარდა, ვერაფერი ვნახე.

ასეთი რამ აშშ-ის მოქალაქეს რომ შემთხვეოდა, წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა. აშშ-ის საელჩო ყველა სამინისტროს ააფეთქებდა თავისი მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. არადა, არმენ გრიგორიანი ორთვე-ნახევრის განმავლობაში უკანონოდ ჰყავდათ დაპატიმრებული. და ახლა, როცა ვამბობთ, რომ არ უნდა დავუშვათ პრონაცისტური ანტირუსული აქციები, ბევრი გვიპასუხებს ხოლმე: შეხედეთ, რა დაემართა არმენ გრიგორიანს. თუ არავინ დაგვიცავს, ასე უბრალოდ სიკვდილი არ გვინდა. ჩვენ სამართლიანი საქმისთვის ვიბრძვით, მაგრამ მხარდაჭერა არ გვაქვს”. პრობლემა ისიც არის, რომ მედიაველზე რუსეთი ბრძოლას სუფთად აგებს, რბილი ძალის თვალსაზრისით. ჩვენი მოწინააღმდეგენი არანაირ მეთოდს არ თაკილობენ თავიანთი მიზნების მისაღწევად. სომხეთში ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევებზე დასავლეთის საელჩოები არ რეაგირებენ, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე პოლიტპატიმრები არ არიან. არადა, უამრავი ადამიანია დაპატიმრებული მხოლოდ თავისი აზრის გამოხატვის გამო.

“რიდუსი”: _ ცოტა ხნის წინათ გაკეთებულ კომენტარში ეჭვი გამოთქვით თქვენი ახლობლის, კინოპროდიუსერ არმენ გრიგორიანის სიკვდილის მიზეზებზე. არმენ გრიგორიანი სასამართლოს დარბაზში გარდაიცვალა. საკმაო დრო გავიდა მომხდარის გასაანალიზებლად. ხომ არ გაქვთ ახალი ინფორმაცია?

ცსს-ს დირექტორი უილიამ ბერნსი

გრიგორ გრიგორიანი: _ ამ მომენტში არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ ცნობილი არაფერია. გაკვეთის ოფიციალური ვერსიით, სიკვდილი თავის ტვინში სისხლის ჩაქცევამ გამოიწვია. მაგრამ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და იქიდან, რომ ქვეყანაში ხელისუფლება უზურპირებულია, არც ერთ ოფიციალურ ვერსიას არ ვენდობი. მე მხოლოდ დამოუკიდებელი ექსპერტიზა დამარწმუნებს, რომ სიკვდილი ბუნებრივი იყო და ვინმეს ჩარევას არ გამოუწვევია.

რიდუსი”: _ თქვენს კომენტარებსა და ინტერვიუებში მიანიშნებდით, რომ სომხეთში დღევანდელი ოპოზიციური წინააღმდეგობა ფიქტიურია.

გრიგორ გრიგორიანი: _ მე მას ფიქტიურ ოპოზიციად კი არა, დასავლურ პროექტად მივიჩნევ.

რიდუსი”: _ ანუ ძალები, რომლებიც პოზიციონირებენ, როგორც ფაშინიანის მოწინააღმდეგენი, ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში ბიოლაბორატორიების პრობლემას, რომელზეც საზოგადოებას, კარგა ხანია, აფრთხილებდით, არ მოაგვარებენ?

გრიგორ გრიგორიანი: _ ფაშინიანის ოპოზიციის ყველა ძალა არ არის პროექტის ნაწილი. არიან ჯანსაღი ძალები, რომლებიც გამოდიან რუსეთის ფედერაციასთან კავშირის განმტკიცებით. ისინი ძალიან აფასებენ იმას, რომ მოცემულ მომენტში რუსეთი არცახის (უფრო ზუსტად, რაც არცახისგან დარჩა) უსაფრთხოების გარანტია. და, თუკი ხელისუფლების სათავეში ეს ადამიანები მოვლენ, ბიოლაბორატორიების პრობლემა მოგვარდება.

რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციონერებს, მათ პირადად მივმართე, რომ წამოეჭრათ ბიოლაბორატორიების საკითხი. ეს მოხდა მაშინ, როცა ამ საკითხს გაეროში განიხილავდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, პარლამენტში კრინტი არ დაუძრავთ ამ პრობლემაზე. ეს ჩემი დასკვნების გამოტანის საშუალებას მაძლევს.

ვიცი, რომ ოპოზიციონერები, რომლებმაც ხელისუფლება მიიტაცეს, ძალიან ნერვიულობენ, როცა ბიოლაბორატორიების საკითხი წამოიჭრება. ნერვიულობენ, აგრეთვე, ადამიანები ცნობილ საელჩოში. მე მიმაჩნია, რომ ეს ეგზისტენციური პრობლემაა. თუ საფრთხეს გრძნობს ისეთი მძლავრი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, ზარები უნდა დავარისხოთ, იმიტომ, რომ სომხეთის ტერიტორიაზე 12 ლაბორატორიაა _ ეს რაოდენობა მეორეა უკრაინის შემდეგ. უკრაინა კი სომხეთთან შედარებით უზარმაზარი ქვეყანაა.

ეს ბიოლაბორატორიები ისეთივე როლს თამაშობენ, როგორსაც ბიოლაბორატორიები საქართველოში. სომხეთი ირანს ესაზღვრება და ლაბორატორიები სომხეთის ტერიტორიაზე, ისევე, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, თავისუფლად შეიძლება ირანის წინააღმდეგ გამოიყენონ.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://www.ridus.ru/news/385988

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here