Home ახალი ამბები მსოფლიო ვინ იფიქრებდა, რომ ასე მოხდებოდა?

ვინ იფიქრებდა, რომ ასე მოხდებოდა?

109

The Wall Street Journal წერს, რომ ევროპულ კომპანიებს სულ უფრო ხშირად გადააქვთ ქარხნები აშშში, რადგან ისინი ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრ რყევებსა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემებს ეჯახებიან.

  აშშ ამ კომპანიებს  ენერგიაზე უფრო სტაბილურ ფასებსა და მნიშვნელოვან სახელმწიფო მხარდაჭერას სთავაზობს. ეს, პირველ რიგში, ფოლადის, ქიმიკატებისა და სხვა ენერგომოცულობითი პროდუქციის მწარმოებლებს ხიბლავთ.

 დანიურმა საიუველირო კომპანია Pandora-მ  და გერმანულმა Volkswagen-მა უკვე გამოაცხადეს აშშ-ში საქმიანობის გაფართოების შესახებ, Tesla-მ კი შეაჩერა  აკუმულატორის ბატარეების წარმოების გეგმები  გერმანიაში და ამერიკული საგადასახადო  შეღავათების მიღების შესაძლებლობას განიხილავს.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here