Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინელმა სამხედროებმა კვლავ გამოიყენეს ქიმიური საბრძოლო მასალა

უკრაინელმა სამხედროებმა კვლავ გამოიყენეს ქიმიური საბრძოლო მასალა

118

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მრჩეველმა იან გაგინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არტემოვსკისა და დონეცკის მახლობლად ქიმიური საბრძოლო მასალა გამოიყენეს. ამის შესახებ წერს ტელეგრამარხიროსიისკაია გაზეტა”.

„ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან იუწყებიან, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ გამოიყენეს საბრძოლო მასალები ქიმიური კომპონენტით“, _ განაცხადა გაგინმა. მისი თქმით, საუბარია დონეცკისა და არტემოვსკის მიმართულებებზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. გაგინს არ დაუზუსტებია, სახელდობრ,  რომელი ნივთიერებები გამოიყენეს უკრაინელებმა. ეს არ არის პირველი ცნობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. მანამდე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა დენის პუშლინმა განაცხადა, რომ უკრაინელები უგლედარსა და არტემოვსკთან უპილოტო თვითმფრინავებიდან ყრიან ქიმიურ ნივთიერებებს. მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პროვოკაციას ამზადებს უკრაინაში ფსიქოტროპული ქიმიური იარაღის _ “ბი-ზეტის”-ის გამოყენებით.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://rg.ru/2023/03/02/sovetnik-pushilina-gagin-vsu-primenili-himicheskie-boepripasy-pod-artemovskom-i-doneckom.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here