Home ახალი ამბები მსოფლიო თურქეთი შვედეთს ნატო-ში გაწევრიანებაზე ვეტოს დადების შესახებ აფრთხილებს

თურქეთი შვედეთს ნატო-ში გაწევრიანებაზე ვეტოს დადების შესახებ აფრთხილებს

ანკარის ეს პოზიცია "მკაფიო იქნება", - აღნიშნეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში

114
თურქეთი შვედეთს ნატო-ში გაწევრიანებაზე ვეტოს დადების შესახებ აფრთხილებს

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა სტოკჰოლმში ყურანის ბოლოდროინდელი დაწვის შემდეგ განაცხადა, რომ თუ შვედეთი გააგრძელებს ამგვარ ქმედებებს მომავალშიც, მაშინ თურქეთის პოზიცია ვეტოსთან დაკავშირებით, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე, “მკაფიო იქნება”.

მანამდე დანიის ულტრამემარჯვენე პარტია „Stram Kurs“-ის („მკაცრი კურსი“) ხელმძღვანელმა რასმუს პალუდანმა მიიღო ნებართვა სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან გაემართა აქცია ყურანის დაწვით. აქცია გასულ შაბათს შედგა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სტოკჰოლმში ყურანის დაწვა ევროპაში ისლამოფობიის, რასიზმისა და დისკრიმინაციის დონეზე მეტყველებს.

„თუ საქმეები ასე განვითარდება, ჩვენი დამოკიდებულება იქნება ძალიან მკაფიო და ნათელი“, – ციტირებს აკარს ტელეარხი A Haber.

მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან და მედიასთან საეკლესიო ურთიერთობის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ლეგოიდამ ასევე გააკეთა კომენტარი სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის თქმით, მუსლიმთა წმინდა წიგნის საჯარო განადგურება ნამდვილად ვანდალიზმის აქტია. ამასთან, მან მიუთითა სალოცავების შეურაცხყოფის დაუშვებლობაზე.

თურქეთი შვედეთს ნატო-ში გაწევრიანებაზე ვეტოს დადების შესახებ აფრთხილებს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here