ტურისტების რაოდენობა პოსტსაბჭოთა სივრცის წარმომადგენელთა (განსაკუთრებით რუსებისა და ბელარუსების) ხარჯზე გაიზარდა

    ტურისტების რაოდენობა პოსტსაბჭოთა სივრცის წარმომადგენელთა (განსაკუთრებით რუსებისა და ბელარუსების) ხარჯზე გაიზარდა

    ზაფხული დასრულდა და დაიწყო სეზონი, ჩვენში „ბარხატნის“ რომ ეძახიან. ტურიზმის სფეროში ჩართული ადამიანები უკვე მოგებას ითვლიან და იმის მიუხედავად, რომ ლამის მთელი ზაფხული ოპოზიცია გაჰკიოდა, საქართველოში რუსებისა და ბელარუსების გარდა არავინ ჩამოდისო, პრაქტიკულად ყველა კმაყოფილია. ტურისტები იყვნენ, იყვნენ ძალიან ბევრნი და სოლიდური თანხაც დატოვეს საქართველოში. საუბარია ორ მილიარდზე მეტ შემოსავალზე, რომელიც, პირველ რიგში, მოსახლეობას, შემდეგ კი ეკონომიკას წაადგება.

    აი, ახლა რომ იტყვიან, ეკონომიკური ზრდა გვქონდა ზაფხულშიო, უნდა დავიჯეროთ, რადგან ეს არ იქნება ჰაერიდან მოტანილი ციფრები და არც ფურცელზე ჩამოწერილი და უცხოელების საჩვენებლად გამზადებული მონაცემები. გაზაფხულზე რომ ამტკიცებდნენ, ეკონომიკური ზრდა გვქონდაო, სერიოზული ეჭვი შევიტანეთ, რადგან იმხანად ეკონომიკურ ზრდასთან ერთად უმუშევრობის დონემ მოიმატა – თუ ზრდა არის, უმუშევრობა უნდა შემცირდეს, ჩვენთან კი პირიქით მოხდა. მოკლედ, ზაფხული ძალიან კარგად ჩავატარეთ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამოხტომას ურაპატრიოტების მხრიდან, რომლებიც რუსულენოვან ტურისტებს თითქოს ავიწროვებდნენ – ზოგს რესტორანში არ მოემსახურნენ, ზოგსაც უთხრეს, გინდათ თუ არა, რუსულ სიმღერებს არ მოუსინოთო. იყო შემთხვევა, როცა რუსულნომრიან მანქანას საღებავი წაუსვეს, ოღონდ ღამით, რადგან დღისით და სახალხოდ ამის გაკეთების ერთი ადგილი არ აქვთ.

    სხვათა შორის, სასტუმროების მეპატრონეები ამბობენ, რომ მათთვის ყველაზე არასასურველი სტუმრები ებრაელები არიან. 26-საუკუნოვანი მეგობრობის მიუხედავად, ებრაელ ტურისტთა უმრავლესობა უცნაურად იქცევა. პირველ რიგში, მათი ლამის 100% მოითხოვს, რომ სახლში არსებული ხატები და ჯვრები ან ჩამოხსნას მასპინძელმა, ან ნაჭერი გადააფაროს. ასეთი მოთხოვნა მუსლიმ ტურისტებსაც კი არ აქვთ ხოლმე; მეორე და უფრო საინტერესო (შესაძლოა, ძალიან უმნიშვნელო): ებრაელ ტურისტთა უმრავლესობა დროებით სამყოფელს, ანუ დიდ სასტუმროს ან პატარა საოჯახო სახლს ისე არ ტოვებს, რამე არ მოიპაროს. შეიძლება ხელს გააყოლოს ნებისმიერი ნივთი და დანაკარგი რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ აღმოაჩინოთ. როგორც გვეუბნებიან, მოუპარავთ როგორც დანა-ჩანგალი (იაფფასიანი), ისე ნაჯახი, ქოთნის ყვავილი და ა.შ. სამაგიეროდ, აღმერთებენ იაპონელ ტურისტებს, რომლებიც მეტისმეტად თავაზიანები და ისე მოწესრიგებული არიან, რომ ნომრის დატოვების შემდეგ ვერც მიხვდებით, იქ ვინმემ ღამე თუ გაათია, ისე ალაგებენ და ასუფთავებენ ყველაფერს.

    ჰოდა, ტურისტების რაოდენობით აღფრთოვანებული ხელისუფლება ხმამაღლა აცხადებს, რომ ყოველი წელი წინა წელზე უკეთესია, რაც იმით არის განპირობებული, რომ მშვიდობა გვაქვს, მაგრამ… ოპოზიცია გაჰკივის, ტურისტების რაოდენობა რუსების ხარჯზე გაიზარდა, ევროპელების რაოდენობა კი შემცირდა (ამერიკელებს არავინ ახსენებს) და რუსი ტურისტები ბევრს არ ხარჯავენო. მათი თქმით, ბოლო პერიოდში შეინიშნება საინტერესო ტენდენცია – პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტული ჯგუფები ქართველ მძღოლებს აღარ ქირაობენ და აქ მყოფ თანამემამულეებს ანიჭებენ უპირატესობას. გეტყვით, ეს რატომ არ გვიკვირს: პირველ რიგში, იმიტომ, რომ სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველსაც ქართველი მძღოლი ურჩევნია, მარტივად გააგებინებს და არც ხასიათების შეწყობის პრობლემა ექნება. მეორეა ის, რომ ადგილობრივები მომსახურებაში არარეალურ თანხებს მოითხოვენ. შესადარებლად გეტყვით, რომ 40-50 კილომეტრის გავლას ქართველები 250-300 ლარად აფასებენ, რაც ძალიან ბევრია. ანალოგიური მანძილის გავლისთვის უცხოელები ას ლარზე მეტს არ იღებენ და წარმოგიდგენიათ, დღეში ასეთი ათი რეისი რომ გააკეთო, რა თანხა დაიზოგება?!

    რეალურად, ტურისტების რაოდენობა პოსტსაბჭოთა სივრცის (განსაკუთრებით რუსებისა და ბელარუსების) წარმომადგენელთა ხარჯზე გაიზარდა და ამის დამალვას აზრი არ აქვს. ყველაზე კარგად ხომ სწორედ ტურიზმის სფეროში ჩართული ადამიანები აცნობიერებენ, რომ მათი მთავარი კლიენტები სწორედ პოსტსაბჭოთა სივრციდან იყვნენ და ყოველი მეორე და მესამე თუ არა, მეოთხე სტუმარი რუსეთის ფედერაციიდან გახლდათ. რაც შეეხება ხარჯვას, როგორც წესი, ოპოზიცია რუს და ბელარუს ტურისტებს ნაკლებად შემოსავლიანთა შორის მოიხსენიებს, მაგრამ ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ, თუ ევროპელი ტურისტი კონკრეტულად განსაზღვრულ თანხას ხარჯავს და დიდია შანსი, დასასვენებლად წამოღებული ფული უკან, ევროპაში წაიღოს, რუსი ტურისტები ბოლო თეთრამდე ხარჯავენ ყველაფერს და შინ ბედნიერი ბრუნდებიან.

    ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები არც იმას მალავენ, რომ ზამთრისთვისაც ძალიან კარგი მოლოდინი აქვთ და ამის თქმის საბაბს დაჯავშნილი ადგილები აძლევთ. რამდენიმე ათეული ჯავშანია საახალწლოდ. მთის კურორტებზე რუსეთიდან 20-30–კაციანი ჯგუფები ჩამოვლენ ახალი წლის აქ შესახვედრად. იქნებ ვინმემ აგვიხსნას, რას ნიშნავს ნაკლებბიუჯეტიანი? ამ ადამიანებმა დაჯავშნეს სასტუმრო, ჩამოდიან, საკვებს უკვეთენ, ჭამენ, სვამენ და… ალბათ, ოპოზიციას რომ არ აძლევენ ფულს აირწინაღებისა და პიროტექნიკის შესაძენად, ამის გამო სწყდებათ გული. ისე, არც უმაგისობაა, აგერ, ელენე (იგივე ჰელენ, იგივე ლიაკა) ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან ყოველთვიურად ასიათასობით რუბლი ერიცხება და ამ თანხის ნაწილს გოგის გოგო ოპოზიციას ახმარს.

    ამის ფონზე სასაცილოა ხელისუფლების ერთ-ერთი წარმოადგენლის განცხადება: ძალიან გვიხარია, რომ წელს ტურისტები სინგაპურიდანაც იყვნენო. კი ვერ მივხვდით, რას გადაეკიდნენ ამ სინგაპურს, მაგრამ, ოფიციალური ცნობით, კონკრეტულად ტურისტული მიზნით, სინგაპურიდან 9 ვიზიტორი გვეწვია და ამ 9 კაცს შეუცვლია ტურისტული გარემო და დაუგუგუნებია ეკონომიკა. რა სინგაპური და 9 ტურისტი! რუსეთიდან ჩამოსულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა და, თითოეულს 300 დოლარი რომ დაეხარჯა, ნახევარი მილიარდი ლარი გამოვიდოდა. როგორ დავიჯერო, იმ 9 სინგაპურელმა მთლიანობაში 100 ათასზე მეტი დახარჯა? რატომ ვცდილობთ, სხვისი „ბამბა ვაჩხრიალოთ“, როცა სათქმელიც გვაქვს და ციფრების მოშველიებაც შეგვიძლია? რატომ ვიგონებთ ისეთ რაღაცებს, რაც ბუნებაში არ არის და არც შეიძლება იყოს? თუ პოსტსაბჭოთა სივრციდან სტუმართა რაოდენობა ისედაც გარანტირებული გვაქვს და ახლა სხვებზე ვნადირობთ? არა, ბატონებო, არა! სწორედ იმ ევროპელებმა თუ აზიელებმა, ერთხელ რომ შემოიარეს საქართველო და აქაური ფასებით და განსაკუთრებით სერვისით „მოიხიბლნენ“, შემდეგ აქეთ გამოხედვა აღარ სურთ, რადგან, ცოდვა გამხელილი სჯობს და, ფასები ძალიან გაბერილი გვაქვს. ყველა აღიარებს, რომ საქართველოში დასვენება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე თურქეთის ან ეგვიპტის კურორტებზე. ზამთარში კი აქაური მთის კურორტების ფასი უფრო ძვირია, ვიდრე ავსტრიისა და შვეიცარიის ალპების, ამიტომაცაა, დასავლელი ტურისტების რაოდენობა რომ მცირდება, პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგნლებს კი არ აშინებთ ფასები, რადგან ახსოვთ სტუმართმოყვარე საქართველო, ახსოვთ აქაური სასმელებისა და კერძების გემო. ის ხალხი, რომელსაც მტერს ეძახიან ოპოზიცია და არასამთავრობოები, აქ გასართობად, დროის გასატარებლად და სითბოს გასაცემად ჩამოდის, სანაცვლოდაც იმავეს მიღებას ელოდება. არადა, დასავლეთის დაკვეთით ოპოზიცია და არასამთავრობოები ყველაფერს აკეთებენ, რათა განსაკუთრებით რუსებს საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხო აღარ ეგონოთ. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ნებსით თუ უნებლიეთ ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხელს უწყობენ და ცდილობენ, მაქსიმალურად დამალონ ის, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების უდიდესი ნაწილი სწორედ რუსულენოვან ვიზიტორებზე მოდის. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკურ ვითარებას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეები?! ეგებ ეს ძალიან კარგი მაგალითი იყოს და ოფიციალური მიმოსვლა აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც დაწესდეს. იმას კი არ ვამბობთ, რომ ეს ტერიტორიები დამოუკიდებლად ვაღიაროთ ან მათი პასპორტები, არა, უბრალოდ, გადასვლა-გადმოსვლა მარტივი რომ იყოს და ეგებ, მერე თვითონ მოსახლეობამ მოაგვაროს ერთმანეთთან ურთიერთობა. ამის საუცხოო მაგალითი იყო ერგნეთის ბაზრობა, რომელიც ქართველი და ოსი ხალხის მეგობრობის ერთგვარ სიმბოლოდ თუ ციტადელად იყო ქცეული და პირველი, რაც სააკაშვილმა გააკეთა, სწორედ ეს ბაზრობა დახურა – აქაოდა, კონტრაბანდის ბუდეაო. მერე კი სწორედ მიშას მაღალჩინოსნებმა გაჭრეს ახალი „კანალი“ და კონტრაბანდული საქონლით გაავსეს საქართველო, ერგნეთი კი… ამ ბაზრობის აღდგენაც წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

    ლევან გაბაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here