Home ახალი ამბები მსოფლიო The Hill: ამერიკელთა 71 პროცენტს არ სურს, ბაიდენმა მეორედ იყაროს კენჭი პრეზიდენტის...

The Hill: ამერიკელთა 71 პროცენტს არ სურს, ბაიდენმა მეორედ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე

92

ამერიკული გამოცემა The Hill წერს, რომ 10-დან 7 ამერიკელს არ სურს, აშშის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მეორე ვადით იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე

გამოცემა  Harvard CAPS – Harris Poll -ის გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, გამოკითხულთა 71%-ის აზრით, თეთრი სახლის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა აღარ უნდა წამოაყენოს თავისი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე. ამ რესპონდენტების 45%-ის აზრით, ბაიდენი იმიტომ არ უნდა აირჩიონ, რომ ცუდი პრეზიდენტია; მესამედის აზრით, ის ძალიან მოხუცია; დაახლოებით მეოთხედის აზრით კი, ცვლილებების დრო დადგა.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა შეიძლება მოისურვოს, მეორედ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ ამომრჩევლები მას “არა”-ს ეუბნებიან და გმობენ სამუშაოს, რომელსაც ის ასრულებს პრეზიდენტის პოსტზე.

ამასთანავე, რესპონდენტთა 61%-მა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არც ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, 39 პროცენტს კი აშშ-ის ხელისუფლების სათავეში ტრამპის დაბრუნება სურს.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here