Home ახალი ამბები საქართველო თემურ მაისურაძე:”ქართული ოცნების” კონსერვატორული ფრთა რაოდენობრივად საგრძნობლად შემცირდა. ეს სერიოზული პრობლემაა და...

თემურ მაისურაძე:”ქართული ოცნების” კონსერვატორული ფრთა რაოდენობრივად საგრძნობლად შემცირდა. ეს სერიოზული პრობლემაა და მისი მოგვარება მხოლოდ პარტიული შემადგენლობის ცვლილებით არის შესაძლებელი

“ირაკლი ღარიბაშვილი სხვებზე უფრო კონსერვატორია. ხალხის თვალში ის ეროვნული პიროვნებაა. ახლა სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული, როგორი პარტია წარდგება ამომრჩევლის წინაშე ამა წლის ოქტომბერში”

438

29 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. .. ოპოზიციის წარმომადგენლები თანამდებობიდან ღარიბაშვილის წასვლის ბევრ ვერსიას განიხილავენ: ზოგი ამბობს, რომ მას კორუფციის გამო დაატოვებინეს პოსტი; ზოგის აზრით, იმიტომ წავიდა, რომ ახალ, კონსერვატორულ ძალას ჩაუდგეს სათავში; ზოგის აზრით კი, მისი მაღალი რეიტინგი ივანიშვილმა ვერ აიტანა

თუ რატომ დატოვა თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმა, გვესაუბრება პარტიისსოლიდარობა მშვიდობისთვისერთერთი ლიდერი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ მაისურაძე:  

_ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი, ჩემი აზრით, არის ის, რომ პარტიის შიგნით საჭიროა კონსერვატიული ძალების გაძლიერება, რადგან “ქართული ოცნების” რიგებში ძალიან ლიბერალური და ნეოლიბერალური შემადგენლობა მძლავრობს. პარტიის თავმჯდომარედ ღარიბაშვილის დანიშვნა სწორედ ამ ვითარების გამოსასწორებლად მოხდა. ირაკლი ღარიბაშვილი ახლა პარტიის თავმჯდომარეა. “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის არჩევნებზე კენჭი უნდა იყაროს.  სწორედ პარტიაშია  საჭირო ძლიერი ხელი “1და ლიბერალების ჩანაცვლება კონსერვატორებით,  იმ ძალების ჩანაცვლება, რომლებიც მძლავრობენ პარტიაში.

2016 წლის შემდეგ “ქართული ოცნების” კონსერვატორული ფრთა რაოდენობრივად საგრძნობლად შემცირდა. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და მისი მოგვარება მხოლოდ პარტიული შემადგენლობის ცვლილებით არის შესაძლებელი.

ირაკლი ღარიბაშვილი სხვებზე უფრო კონსერვატორია. ხალხის თვალში ის ეროვნული პიროვნებაა. ახლა სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული, როგორი პარტია წარდგება ამომრჩევლის წინაშე ამა წლის ოქტომბერში.

_ ერთერთი ვერსით, ღარიბაშვილის გადადგომა თუ გადაყენება განაპირობა იმან, რომ მისმა მაღალმა რეიტინგმა ივანიშვილი შეაშფოთა

_ როგორი მაღალი  რეიტინგიც უნდა ჰქონდეს პრემიერმინისტრს, პარტიის დამფუძნებელზე ზევით ვერ წავა. შესაძლოა, პრემიერმინისტრმა სხვა პარტიაში გადაინაცვლოს და იქ ჰქონდეს მაღალი რეიტინგი, მაგრამ პარტიაში, რომლის დამფუძნებელიც სხვაა, ვერ ექნება მაღალი რეიტიგნი. ასე რომ, ეს მცდარი მოსაზრებაა.

_ პრემიერის შეცვლას თუ მოჰყვება რაიმე სიახლე ქართულ პოლიტიკაში? საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ საქართველო რუსეთს უნდა დაელაპარაკოს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც თითქოს დათბა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა. ეს ნაბიჯი ვერ გადადგა ღარიბაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ მისი პრემიერობის პერიოდში აღდგა პირდაპირი საავიაციო მიმოსვლა, გაუქმდა სავიზო რეჟიმი და .. როგორ ფიქრობთ, ახალი პრემიერი შეძლებს რუსეთთან დალაპარაკებას?

_ ქართულ პოლიტიკაში არჩევნებამდე არაფერი შეიცვლება, გაგრძელდება ყველაფერი ისე, როგორც არის დღეს. 2024 წლის ბოლომდე ბევრ ქვეყანაში ჩატარდება არჩევნები და მსოფლიო სხვანაირი იქნება. “ქართული ოცნებისთვის” ამ ლეგიტიმაციით, როგორიც დღეს აქვს, ძნელი იქნება რაღაცის შეცვლა, რადგან სწორედ ისინი არიან კონსტიტუციაში იმ მუხლის ჩამწერნი, რომ საქართველოს ერთადერთი გზა აქვს _ ევროპული გზა. დღევანდელი ხელისუფლება ვერ წავა კონსტიტუციის წინააღმდეგ, თავისი თავის წინააღმდეგ. ეს უნდა გააკეთოს ახალი ლეგიტიმაციის მქონე ძალამ.

სჯობს, 2024 წლის არჩევნებამდე  ვიყოთ მშვიდად და შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება ქართულ პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებების შეტანა.

_ რა შედეგს მიაღწევსქართული ოცნება” 2024 წლის არჩევნებზე? წელიწადი სკანდალებით დაიწყო, ვინმე ნატა ფერაძემ სამების ტაძარში  ხატებს საღებავი შეასხა, მაგრამ ხელი ვერ ახლეს; შემდეგ იყო იპოთეკით დაზარალებულის ხმაურიანი გამოსახლება; დიდი ამბებია რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო, რომლის დანგრევასაც აპირებს მთავრობა

_ არჩევნებში დიდი იქნება მოსახლეობის აქტივობა და სასურველია, სხვა, ახალი ძალის გამოჩენა. ეს აღმოფხვრის ვაკუუმს არჩევანში. ახალმა პოლიტიკურმა სუბიექტმა შეიძლება აჯობოს ყველა პარტიას და ასეთი შემთხვევა ჩვენ გვახსოვს. სწორედ ასე აჯობა 2012 წელს ივანიშვილმა ნაცებს. ასე რომ, დაველოდოთ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. 2024 წლის არჩევნებამდე მსოფლიო შეიცვლება და სულ სხვა რეალობის წინაშე დავდგებით.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here