Home ახალი ამბები საქართველო თემურ ფიფია: რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის გაუთვალისწინებლობა კარგი არ იქნება საქართველოსთვის....

თემურ ფიფია: რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის გაუთვალისწინებლობა კარგი არ იქნება საქართველოსთვის. რუსეთი ისე ჩაერევა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, არც შეგვეკითხება

341

ამა წლის 7-8 მარტს დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე .. ოპოზიციურმა პარტიებმა აქცია გამართესუცხოური გავლენის აგენტების”  კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელსაც რუსული კანონი უწოდესაქციის მონაწილეები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ _ ისროდნენმოლოტოვის კოქტეილებს”, დაწვეს პოლიციის მანქანა და .. სამწუხაროდ, ამ აქციის არც ერთი ორგანიზატორი არ დასჯილა. გადიდგულებულმა .. ოპოზიციონერებმა ახალი, როგოც თვითონ ამბობენ, უფრო გრანდიოზული აქცია დაგეგმეს 9 აპრილს. მათი მოთხოვნა უცვლელია: “არარუსეთს! არა _ რუსულ  ხელისუფლებას! “

რა შეიძლება მოხდეს 9 აპრილს, რა საფრთხე ემუქრება საქართველოს, თუკი აქ არეულობა დაიწყება? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სოციალისტური მოძრაობის კოორდინატორი თემურ ფიფია გვესაუბრება:

_ 9 აპრილს დიდ აქციას გეგმავენ დესტრუქციული ძალები. საფრთხე დიდია. “ნაციონალური მოძრაობა”  და მისი სატელიტები თავს არ დაანებებენ ქვეყანას, არ გაუქრებათ სურვილი, საქართველოში დესტაბილიზაცია შექმნან, გახლიჩონ საზოგადოება და დაამხონ ხელისუფლება. ისინი არ გაჩერდებიან, სანამ თავისას არ მიიღებენ.

9 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა ყველა ქართველისთვის და ნაცებმა ამ დღეს დანიშნეს აქცია. ეს ეშმაკური ჩანაფიქრია…

1989 წლის 9 აპრილს ქართველი ხალხის დიდი ნაწილი რუსთაველის გამზირზე გამოვიდა რუსეთის წინააღმდეგ. იმხანად ეროვნული მოძრაობა რუსეთის წინააღმდეგი იყო, არ სურდა რუსეთთან არაირი ურთიერთობა და ახლაც ასე აკეთებენ. ნაცები თვლიან, რომ ეროვნული მოძრაობის გზას განაგრძობენ და რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობის წინააღმდეგნი არიან. ნაცებს სურთ, ისე წარმოჩინდნენ, თითქოს “ეროვნული მოძრაობის გზაზე მიდიან” და წინააღმდეგნი არიან საქართველოს ხელისუფლების, რომელსაც რუსეთთან დაპირისპირება არ სურს. სცენარი იგივეა…

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას გაცხადებული არ აქვს რუსეთთან რაიმე ფორმით ურთიერთობის დათბობა, ვფიქრობ და მჯერა, რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ექნება კავშირი რუსეთის ხელისუფლებასთან, რადგან ახლა საქართველოს რუსეთთან დაპირისპირება არაფერში არგებს.

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება პატივისცემას იმსახურებს იმისთვის, რომ არ შეასრულა დასავლეთისა და ამერიკის დაკვეთა _ ომში არ ჩაება  და საქართველო გადაარჩინა… ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ბევრს საყვედურობენ, რომ არ დააპატიმრა რევანშისტები, მაგრამ ამასაც აქვს გამართლება _ “ქართული ოცნება” წნეხშია მოქცეული; გარდა ამისა, ჰგონიათ, რომ არ ექნებათ ისეთივე მხარდაჭერა, როგორიც 2012 წელს ჰქონდათ.

_ რევოლუციის დიდი საფრთხე არსებობსრუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, წერია, რომ, თუ ადგილობრივი მთავრობა ვერ აღკვეთს რევოლუციას, თვითონ ჩაერევიანდა, თუ საქართველოს ხელისუფლება ვერ აღვეთს დესტაბილიზაციას, რა შეიძლება მოხდეს?

_ თუ საქართველოს ხელისუფლება გულახდილად ეტყვის მოსახლეობას, როგორ უჭირს; თუ დაჰპირდება, რომ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს მოაგვარებს, არ მოხდება ის, რაც ამერიკაშია დაგეგმილი და რის განხოციელებასაც ამერიკის საელჩო გეგმავს. ამისთვის დრო აქვს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას. არ მგონია, 9 აპრილს დაგეგმილ მიტინგზე მოხდეს ის, რისიც ასე გვეშინია _ რევანშისტული ძალების დაბრუნება, მაგრამ 2024 წლის არჩევნებისთვის მართლაც არის ამის საფრთხე.

ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება უნდა ემზადებოდეს 2024 წლის არჩევნებისთვის. უნდა შექმნას, შეიმუშავოს გეგმა, რომელიც მოსახლეობას სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს _ ეს იქნება ამ ქვეყნის საშველი. ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს მონოპოლიები და გადაანაწილოს უმრავლესობის სასარგებლოდ.

მეეჭვება, რომ საქართველოს ხელისუფლება წავიდეს ისეთ გმირულ საქციელზე, რომ რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს და უარი თქვას ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის გაუთვალისწინებლობა კარგი არ იქნება საქართველოსთვის. რუსეთი ისე ჩაერევა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, არც შეგვეკითხება.

მართალია, ზემოთ ვთქვი, საფრთხე დიდი იქნება 2024 წლის არჩევნებისთვის-თქო, მაგრამ იმედს ვიტობენ, რომ პროფაშისტები აქ ვერ გაიმარჯვებენ, ამას არავინ დაუშვებს.

_ ამბობთ, რომ ფაშისტების რევანშს უნდა ველოდოთ, მაგრამ აქციაზე გამოსული ადამიანების რაოდენობა საქართველოს არ წამოადგენსშეიძლება, რომ რამდენიმე  ათასმა ადამიანმა დანარჩენი საქართველო დაჯაბნოს?

_ რამდენიმე ათასი ადამიანი არ წარმოადგენს ქვეყანას და მის ბედს ვერ გადაწყვეტს, მაგრამ გასათვალისწინებელია საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. თუ დაპირისპრებისას “მოლოტოვის კოქტეილების” სროლას დაიწყებენ, შეიძლება, სოციალურად დაუძლურებულმა მოსახლეობამ, რომელიც 2012-ში “ოცნებას” გვერდით დაუდგა, ახლა მას მხარი აღარ დაუჭიროს…

ხელისუფლებას აქვს გამოსავალი _ შეცვალოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში და ხალხისთვის მისაღები პოლიტიკა გაატაროს. თუ ამას გააკეთებს _ გადარჩება, შესაბამისად, ხალხის დაკვეთით შეძლებს დასავლეთის პოლიტიკის უარყოფასაც. სხვა არჩევანი საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს. თუკი ითამაშებენ დასავლეთსა და რუსეთს შორის, თუ სწორ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, დაგვღუპავენ, თამაშს არავინ გვაპატიებს, დიდი საშიშროებაა, რომ მოხდეს ფაშისტური რევანში.

_ ამდენი ფიქრის დრო დარჩა საქართველოს?

_ დრო ცოტაა, დიდი-დიდი, ერთი წელიწადი. ე.წ. პროამერიკელები ამ ერთ წელიწადში საქართველოში ბევრ ცუდ საქმეს ჩაიდენენ, მათ შორის, ექნებათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაც.

რუსეთი გულხელდაკრეფილი არ დაუწყებს საქართველოში არეულობის შორიდან ყურებასმაგრამ არ მივესალმები რუსეთის ჩარევას საქართველოს ცხოვრებაშიჩვენმა ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს და შეცვალოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა.

უნდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა: საქართველოში მოქმედებს ე.წ. თავისუფლების ქარტია. ის კრძალავს კომუნიზმს, რომელიც კრძალავდა კაპიტალიზმს, ფაშიზმს და ორიენტირებული იყო ადამიანის სოციალურ კეთილდღეობაზე. თუ ქარტიის გადაწყვეტილება არ უარყო საქართველოს ხელისუფლებამ, მაშინ ისინიც ფაშისტები ყოფილან და რისი იმედი უნდა გვქონდეს?!

წინ გველოდება 9 მაისიც. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს ჩვენი მთავრობა, თუკი ისევ ის გააკეთა, რასაც აქამდე აკეთებდა, ფაშისტურ გადაწყვეტილებებს მხარს რომ უჭერდა და მშვიდობის სიმბოლოებს უარყოფდა, მაშინ ხელი უნდა ჩავიქნიოთ და ვიფიქროთ, რომ ჩვენი ქვეყნის საშველი არ არის, რომ ეს მთავრობაც არაფრით განსხვავდება სხვა მთავრობებისგან და იმედი ტყუილად გვაქვს…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here