რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციით, მრჩევლებითა და დაქირავებულებით უზრუნველყოფს. მისი თქმით, ალიანსი მოსკოვის წინააღმდეგ საინფორმაციო და სანქციების ომს აწარმოებს, _ იუწყება russian.rt.com–ი.
„ნატო მათ (უკრაინის ხელისუფლებას) აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გზავნის თავის სამხედრო მრჩევლებსა და უცხოელ დაქირავებულებს”, _ თქვა შოიგუმ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს, არ შეამჩნიოს უკრაინის მიერ დაპირისპირების აკრძალული მეთოდების გამოყენება, მათ შორის ტერორისტული თავდასხმები და შეკვეთილი მკვლელობები.
ლუკა მაისურაძე