Home ახალი ამბები მსოფლიო „შეუპოვრად ვიაროთ წინ  –  ჩინეთისა და რუსეთის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ერთობლივი განვითარების...

„შეუპოვრად ვიაროთ წინ  –  ჩინეთისა და რუსეთის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ერთობლივი განვითარების ახალი პერსპექტივებისკენ“

125

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე  სი ძინპინმა  რუსეთში ვიზიტის წინ „როსიისკაია გაზეტაში“ (rg.ru)  წერილი  გამოაქვეყნა:

„პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიწვევით  ვესტუმრები რუსეთის ფედერაციას. 10 წლის წინათ  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე არჩევის შემდეგ ჩემი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი რუსეთში განხორციელდა. 10 წლის განმავლობაში  8-ჯერ ვიყავი  რუსეთში. ამ მოგზაურობების წყალობით, რომლებიც ყოველთვის დიდ სიამოვნებასა და შედეგებს იძლევა, პრეზიდენტმა  ვ. ვ. პუტინმა ახალი თავი გახსნა ჩინეთისა და რუსეთის  ურთიერთობების მატიანეში.

ჩინეთი და რუსეთი უდიდესი მეზობლები, ყოვლისმომცველი თანამშრომლობის სტრატეგიული პარტნიორები, წამყვანი მსოფლიო სახელმწიფოები  და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან. ორივე ქვეყანა ატარებს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს დიპლომატიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს. ჩინურ-რუსული ურთიერთობები ვითარდება მკაფიო ისტორიული ლოგიკის მიხედვით  და ძლიერი შიდა დრაივერით. 10 წელია, ორმხრივი თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება ყველა მიმართულებით  და მტკიცე ნაბიჯებით შედის ახალ ეპოქაში.

უმაღლეს და მაღალ დონეზე კონტაქტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მუდმივად სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

გაცვლებისა და კონტაქტების სრულყოფილი მექანიზმები, უმაღლეს  და მაღალ დონეზე მრავალმხრივი თანამშრომლობის განშტოებული სტრუქტურა  მნიშვნელოვან სისტემატურ და ინსტიტუციურ მხარდაჭერას ემსახურება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. ამ წლების განმავლობაში ჩვენ პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინთან მჭიდრო სამუშაო კავშირებს ვინარჩუნებთ. ორმხრივ და საერთაშორისო მოედნებზე 40-ზე მეტი შეხვედრისას  ჩვენ პრაქტიკული თანამშრომლობის პრიორიტეტებს  განვსაზღვრავთ ყველა სფეროში, ვასწორებთ საათის ისრებს ორმხრივი ინტერესების აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე და ყველაფერს ვაკეთებთ  ორმხრივი ურთიერთობების მდგრადი განვითარებისთვის.

მხარეები განუწყვეტლივ აძლიერებენ პოლიტიკურ ურთიერთნდობას, ქმნიან დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ახალ პარადიგმას.

ჩინეთი და რუსეთი იცავენ მარადიული მეგობრობისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კონცეფციას. ორმხრივი ურთიერთობები ეფუძნება არაკონფრონტაციისა და მესამე მხარის არასაწინააღმდეგო  პრინციპებს. ორივე ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს ერთმანეთს განვითარების გზაზე ეროვნული რეალობის მიხედვით განვითარებასა და აღორძინებაში. მომწიფებული და მდგრადი ორმხრივი კავშირები მუდმივად იკრებს  ახალ ძალას და  ეტალონად ემსახურება ახალი ტიპის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს, რომლებიც ხასიათდება ურთიერთპატივისცემით, მშვიდობიანი თანაცხოვრებითა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობით.

მხარეები ქმნიან ყოვლისმომცველი და მრავალვექტორიანი თანამშრომლობის არქიტექტურას.

ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, 2022  წელს სავაჭრო ბრუნვამ რეკორდული 90 მლრდ დოლარი შეადგინა  და  116  პროცენტით მოიმატა 10 წლის წინანდელ მაჩვენებელთან  შედარებით. ზედიზედ 13 წელია, ჩინეთი პოზიციონირებს, როგორც  რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. ორი ქვეყანის ორმხრივი ინვესტიციების მოცულობა კვლავ იზრდება.  წარმატებით ხორციელდება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თანამშრომლობის პროექტები ენერგეტიკის, კოსმოსის, ავიაციისა და ტრანსპორტის სფეროში. მაღალ დინამიკას ინარჩუნებს ურთიერთქმედება ისეთ ახალ დარგებში, როგორიცაა სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციები და  ელექტრონული კომერცია. სწრაფად ვითარდება რეგიონთაშორისი თანამშრომლობა. ამ ყველაფერს არა მხოლოდ რეალური სარგებელი მოაქვს რიგითი ადამიანებისთვის, არამედ ამოუწურავ იმპულსს აძლევს ორივე ქვეყნის განვითარებას.

მხარეები ცხოვრებაში ახორციელებენ მეგობრობის  კონცეფციას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, დღითიდღე  მტკიცდება ტრადიციული მეგობრობა.

ჩინეთსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმების  20 წლისთავის წინ  მე და  პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა გადავწყვიტეთ, გავახანგრძლივოთ და შევავსოთ შეთანხმება ახალი შინაარსით, ახალი რეალობის გათვალისწინებით.  წარმატებით ჩატარებულ 8 თემატურ ჯვარედინ წელს მეგობრობა და თანამშრომლობა ახალ სიმაღლეებზე აჰყავს. ჩვენი ქვეყნების ხალხებმა ერთმანეთს გაუწიეს მატერიალური და მორალური მხარდაჭერა კორონავირუსთან ბრძოლაში. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა  იმისა,  როგორ „იცნობა გაჭირვებაში მეგობრები“.

მხარეები მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო ასპარეზზე და აქვთ დიდი პასუხისმგებლობა, როგორც დიდ სახელმწიფოებს.

ჩინეთი და რუსეთი მტკიცედ იცავენ გაეროცენტრისტულ  საერთაშორისო სისტემას და მსოფლიო წესრიგს, დაფუძნებულს საერთაშორისო სამართალზე, აგრეთვე, საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებზე, რომლებიც ეფუძნება გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს, ახორციელებენ მჭიდრო კოორდინაციასა და ურთიერთქმედებას  გაეროს, თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის, ბრიჩსის,  G20-ისა და სხვა საერთაშორისო მოედნების ფარგლებში,  ერთობლივი ძალისხმევით ხელს უწყობენ  მრავალპოლუსიანობასა და საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციას. მხარეები ქმედით ნაბიჯებს დგამენ ცხოვრებაში ჭეშმარიტი მრავალპოლუსიანობის დასამკვიდრებლად, ავითარებენ ზოგადსაკაცობრიო  ფასეულობებს და ემხრობიან ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ერთობლივი ბედის თანამეგობრობის   ჩამოყალიბებას.

70  წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობებმა ძალიან რთული გზა გაიარა. ღრმად ვაცნობიერებთ, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების ამჟამინდელი დონის მიღწევა ადვილი არ იყო, ჩინეთსა და რუსეთს შორის ამ უჭკნობი მეგობრობის შენარჩუნებაზე უნდა ვიზრუნოთ.  ისტორია და პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ გლობალური ტურბულენტობის პირობებში  ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებმა  სიმტკიცეზე გამოცდას  იმის წყალობით გაუძლო, რომ ჩვენ დავადექით  სახელმწიფოთაშორისი კავშირების დამყარების სწორ გზას. ჩემი  ვიზიტი რუსეთში მიზნად ისახავს მეგობრობის, თანამშრომლობისა და მშვიდობის განმტკიცებას. მე მზად ვარ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად დავსახო ახალი გეგმები და ზომები ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებში ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების გასახსნელად. მხარეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ კომპლექსურ დაგეგმვაზე ეროვნული განვითარების ამოცანებზე ფოკუსირებით, ინოვაციური მიდგომებით უნდა გაიხსნას ახალი შესაძლებლობები და მოხდეს ახალი დრაივერების კულტივაცია. მნიშვნელოვანია ორმხრივი ნდობის განმტკიცება  და პოტენციალის გამოვლენა ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების სტაბილური დინამიკის მაღალ დონეზე შენარჩუნების მიზნით.

აუცილებელია ინვესტიციებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მოცულობისა და ხარისხის გაფართოების ხელშეწყობა, პოლიტიკური კოორდინაციის განმტკიცება, საინვესტიციო თანამშრომლობის მაღალხარისხოვნად განვითარებისთვის  უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნა, ორმხრივი ვაჭრობის მასშტაბის გაზრდა, საერთო ინტერესების გაფართოება და ზრდის ახალი წერტილების მოძიება, ჩამოყალიბება განვითარების სტრუქტურისა, რომელიც შეავსებს ტრადიციულ ვაჭრობას თანამშრომლობის ახალი ფორმებით, განაგრძობს ერთობლივ მუშაობას  ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი  გზისა“   და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის  ინსტიტუციური მხარდაჭერის, ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული ინტეგრაციისთვის აუცილებელია კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავება, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის წლების მაღალ დონეზე ორგანიზება, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მექანიზმის პოტენციალის გახსნა, დაძმობილებულ პროვინციებს, რეგიონებსა და ქალაქებს შორის კონტაქტების გააქტიურება, ადამიანთა გაცვლის წახალისება, ორ ქვეყანას შორის ტურისტული თანამშრომლობის აღორძინება, ისეთი ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა საზაფხულო ბანაკი – ერთობლივი სასწავლო დაწესებულება ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების უწყვეტი გაძლიერების ინტერესით, უწინარესად, ახალგაზრდების ხაზით.

თანამედროვე მსოფლიოში ღრმა ცვლილებები ხდება. მშვიდობა, განვითარება, თანამშრომლობა და ურთიერთსარგებელი მრავალპოლუსიანობა, ეკონომიკური გლობალიზაცია და საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაცია შეუქცევადი ტენდენციებია. ამასთანავე, სწრაფად მატულობს უსაფრთხოების როგორც ტრადიციული, ისე არატრადიციული გამოწვევები. ჰეგემონიის, დესპოტიზმისა და დევნის ქმედებები სერიოზულად  აზიანებს   მსოფლიოს. გლობალური ეკონომიკის აღსადგენად ძალიან დიდი გზის გავლა მოგვიწევს. საერთაშორისო თანამეგობრობაში  განგაშის ზარებს არისხებენ, როგორც არასდროს,  სჭირდებათ კრიზისიდან გამოსავალი გზები.

2013 წლის მარტში მე სიტყვით გამოვედი  საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო  ინსტიტუტში  და აღვნიშნე, რომ  „ქვეყნების ურთიერთკავშირმა  და ურთიერთდამოკიდებულებამ მიაღწია უპრეცედენტოდ მაღალ დონეს. კაცობრიობა ცხოვრობს ერთ გლობალურ სოფელში და ყალიბდება  ერთი ბედის მჭიდრო საზოგადოებად”.

ჩემ მიერ წარმოდგენილი ინიციატივა „ერთი სარტყელი,  ერთი  გზა“ გლობალური განვითარების ინიციატივა, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა და გლობალური ცივილიზაციების ინიციატივა, რომლებიც  მოგვიანებით წამოვაყენე,  კაცობრიობის საერთო ბედის მქონე თანამეგობრობის კონცეფციის არსის სასარგებლო დანამატად და მათი რეალიზაციის  საშუალებებად იქცნენ, რაც ემსახურებოდა ჩინური ვერსიით ადეკვატურ რეაგირებას მსოფლიოში, ეპოქასა და ისტორიაში მომხდარ ცვლილებებს.

10  წლის განმავლობაში ადამიანების გულებში ღრმად გაიდგა ფესვები ისეთმა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებმა,  როგორიცაა მშვიდობა, განვითარება, თანასწორობა, სამართლიანობა, დემოკრატია და თავისუფლება. სულ უფრო მეტ ქვეყანას აერთიანებს სწრაფვა, ააშენოს სუფთა და ლამაზი მსოფლიო, რომელშიც გამეფდება მშვიდობა, საყოველთაო უსაფრთხოება, საერთო კეთილდღეობა, ღიაობა და ტოლერანტობა. საერთაშორისო საზოგადოება  აცნობიერებს, რომ მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ აღემატება ყველა დანარჩენს. არ არსებობს მმართველობის უნივერსალური მოდელი და არ არსებობს მსოფლიო წესრიგი, რომელშიც გადამწყვეტი სიტყვა მხოლოდ ერთ ქვეყანას ეკუთვნის. სოლიდარობა და მშვიდობა პლანეტაზე განხეთქილებისა და რყევების  გარეშე მთელი კაცობრიობის საერთო ინტერესებს აკმაყოფილებს.

გასული წლის დასაწყისიდან ვხედავთ უკრაინის კრიზისის ტოტალურ გამწვავებას. მომხდარის არსიდან გამომდინარე, ჩინეთი ყოველთვის იკავებს ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას და ახორციელებს  აქტიურ ძალისხმევას შერიგებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშესაწყობად.

 ჩემ მიერ გამოთქმული მოსაზრებები  ემსახურება ჩინეთის ფუძემდებლურ პრინციპს უკრაინის კრიზისის მოგვარების საქმეში. კერძოდ, ლაპარაკია გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვაზე, პატივისცემაზე, ყველა სახელმწიფოს  შეშფოთებაზე უსაფრთხოების სფეროში, მხარდაჭერაზე უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართული ყველა მცდელობის მიმართ  და წარმოებისა და მიწოდების გლობალური ჯაჭვების სტაბილურობის უზრუნველყოფაზე.

ახლახან გამოქვეყნებული ჩინეთის პოზიცია „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების შესახებ“, ყველა მხარის რაციონალური შეშფოთების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ასახავს მსოფლიო საზოგადოებრიობის ერთობლივ თვალსაზრისს  უკრაინის კრიზისის დაძლევაზე. დოკუმენტი კონსტრუქციული ფაქტორია კრიზისის შედეგების განეიტრალებისა და პოლიტიკური მოგვარების ხელშესაწყობად. რთული პრობლემები მარტივი გადაწყვეტილებებით არ გვარდება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რაციონალური გამოსავალი უკრაინის კრიზისიდან და გზა მსოფლიოში  ხანგრძლივი მშვიდობისა და საყოველთაო უსაფრთხოებისკენ  მოიძებნება, თუ ყველა იხელმძღვანელებს საერთო, ყოვლისმომცველი  და მდგრადი უსაფრთხოების კონცეფციით, განაგრძობს თანასწორუფლებიან, წინდახედულ და პრაგმატულ დიალოგსა და კონსულტაციებს.

გლობალური პრობლემების მოგვარებამდე საკუთარი საქმეები უნდა მოვაგვაროთ. ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელიც აერთიანებს და ხელმძღვანელობს ჩინელ ხალხს,  ყოველმხრივ მიისწრაფვის ჩინელი ერის აღორძინებისკენ  ჩინეთის მოდერნიზაციის გზით, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ მოიცავს ადამიანების  უზარმაზარ რაოდენობას, საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევით, მატერიალური და სულიერი კულტურის შეთანხმებული განვითარებით, ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობით, მშვიდობიანი განვითარების გზაზე სიარულით. ჩინეთის ეს გამორჩეული თვისებები ჩამოყალიბებულია მრავალწლიანი პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების ღრმა განზოგადების საფუძველზე. ჩვენ მტკიცედ შევუწყობთ ხელს ჩინეთის მოდერნიზაციას, ძალისხმევას არ დავიშურებთ მაღალხარისხიანი განვითარებისთვის,  განუხრელად  გავაფართოებთ საგარეო ღიაობას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალ შესაძლებლობებს მისცემს მსოფლიოს ყველა ქვეყანას, მათ შორის რუსეთს.

წელი გაზაფხულით იწყება, წარმატება კი – საქმით. ყველა საფუძველი არსებობს იმის სავარაუდოდ, რომ ჩინეთი და რუსეთი, როგორც თანამგზავრები განვითარებისა და აღორძინების გზაზე, დიდ წვლილს შეიტანენ კაცობრიობის  პროგრესში“.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ     

https://rg.ru/2023/03/20/uporno-dvigatsia-vpered-k-novym-perspektivam-druzhby-sotrudnichestva-i-sovmestnogo-razvitiia-kitaia-i-rossii.html                                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here