Home ახალი ამბები მსოფლიო სერგეი ლავროვი: ამერიკის შეერთებული  შტატებისთვის მსოფლიო საზოგადოებრიობის სახელით საუბრის უფლება არავის მიუცია!

სერგეი ლავროვი: ამერიკის შეერთებული  შტატებისთვის მსოფლიო საზოგადოებრიობის სახელით საუბრის უფლება არავის მიუცია!

312

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩაფრინდა და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ წერს ტელეგრამ-არხი „Тайная канцелярия“.  აი რამდენიმე თეზისი ლავროვის გამოსვლიდან:

*  აშშ-ისთვის  მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობის სახელით საუბრის უფლება არავის მიუცია. დასავლური უმცირესობა, სჯობს, წესიერად მოიქცეს;

*  აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთა რაოდენობის გაფართოება, აზიისა და აფრიკის ქვეყნების ჩართვა, ვინაიდან ახლა საბჭოში დასავლეთი ძალიან ძლიერად არის წარმოდგენილი;

*  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მრავალმხრივობისთვის ძირის გამოთხრის კურსი აიღო;

* დასავლეთის მიზანი ჩინეთის შეკავება და რუსეთის იზოლაციაა;

* საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბოლოოდ იქცა აშშ-ის სამხედრო მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად;

* კიევის ნაცისტური რეჟიმი არ შეიძლება განვიხილოთ იმ ტერიტორიების მცხოვრებთა წარმომადგენლად, რომლებმაც არ მიიღეს 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალება;

* უკრაინის საკითხის გეოპოლიტიკური კონტექსტიდან იზოლირებულად განხილვა შეუძლებელია;

* კიდევ ერთხელ, როგორც ცივი ომის წლებში, ჩვენ მივუახლოვდით სახიფათო და, შესაძლოა,  უფრო საშიშ ზღვარს.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@Taynaya_kantselyariya/6615

                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here