Home ახალი ამბები მსოფლიო სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი: დასავლეთი ხელს უწყობს კოსოვოში კონფლიქტის გაღვივებას

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი: დასავლეთი ხელს უწყობს კოსოვოში კონფლიქტის გაღვივებას

88
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი: დასავლეთი ხელს უწყობს კოსოვოში კონფლიქტის გაღვივებას

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ რეგიონში კონფლიქტის გამწვავებაში კოსოვოს ამჟამინდელი ხელისუფლებაა დამნაშავე.

ვუჩიჩის თქმით, კოსოვოს ხელისუფლება თავის ქმედებებში დაუსჯელად გრძნობს თავს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მათ მხარს დაუჭერენ აშშ, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. სწორედ ამიტომ, კოსოვოს ხელისუფლება არაერთხელ უსვამს ხაზს სერბების მიერ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის დაუშვებლობას, – განაცხადა ვუჩიჩმა ტელეარხ Prva-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მანამდე რუსეთის ელჩმა სერბეთში ალექსანდრე ბოცან-ხარჩენკომ განაცხადა, რომ აშშ-სა და ევროკავშირისთვის მომგებიანია კონფლიქტის გაგრძელება კოსოვოში, რადგან ეს ნატო-ს აძლევს ბერკეტს ზეწოლა მოახდინოს ბელგრადზე. ეს აუცილებელია ევროკავშირისთვის, რათა აიძულოს ვუჩიჩი დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მიუხედავად სერბეთის ლიდერის სურვილისა, არ დაუთმოს ევროპას და არ მიჰყვეს მის მაგალითს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here