Home ახალი ამბები საქართველო სატანისტი ანგლოსაქსების  გააფთრებული შეტევა ტრადიციული რელიგიური კონფესიების მრავალსაუკუნოვან ღირებულებებზე, ანუ მამა ღმერთი...

სატანისტი ანგლოსაქსების  გააფთრებული შეტევა ტრადიციული რელიგიური კონფესიების მრავალსაუკუნოვან ღირებულებებზე, ანუ მამა ღმერთი თუ ეშმაკი?

439

ჯანმრთელობის მკვეთრი და უეცარი გაუარესების გამო იმხელა „შემოქმედებითი“ პაუზა გამომივიდა, რომ  აღარც კი მახსოვს, როდის და რომელ თემაზე შედგა ჩემი ბოლო „პაემანი“ მკითხველთან, რომელსაც, ვიმედოვნებ, ახსოვს „ავი მუსაიფის“ ავტორი.  

რომ იტყვიან, გამჩენი არც  საავადმყოფოში მასვენებდა და, მიუხედავად ექიმთა თხოვნისა, არ ინერვიულოო, მწვავე ინფარქტის დიაგნოზით საწოლს მიჯაჭვული, ტელევიზორის მეშვეობით საქართველოში თუ მის გარეთ მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების საქმის კურსში ყოფნას, ასე თუ ისე, ვახერხებდი. აი ეს იყო  ჩემი პოლიტიკური აქტივობის  მაქსიმუმი, რადგან  პუბლიცისტიკის მეშვეობით, საზოგადოებასთან საუბარი კი არა, საწოლში გადაბრუნ-გადმობრუნებაც კი მიჭირდა.  აქ  ერთ სახუმარო ამბავს გავიხსენებ  „შემოქმედებით“ პაუზაზე:

საქართველოში კაცი არ მეგულება (ახალგაზრდების „გამოსოროსებული“ ნაწილის გარდა), რომელსაც ელდარ შენგელაიას უკვდავი კინოკლასიკა „არაჩვეულებრივი გამოფენა“  მრავალჯერ არ ჰქონდეს ნანახი. ამ ფილმის  ერთ ეპიზოდს თქვენთან ერთად გავიხსენებ: „აგული მას., ომის შემდეგ არც ერთ გამოფენაში არ მიგიღიათ მონაწილეობა, აგული ომში დაიღუპაო, – ყველას მკვდარი ჰგონიხართ. უდეპეშეთ, რომ ცოცხალი ხართ“, – სთხოვს ფილმის მთავრ გმირს,  მოქანდაკე აგული ერისთავს, შეგირდი ზაური… ჰოდა, როდესაც თქვენი მონა-მორჩილის იმქვეყნად გამგზავრება გადაიდო, ერთმა  მეგობარმა, ცნობილმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწე  გულბაათ რცხილაძემ დამირეკა და ფილმის იმ ეპიზოდის პერიფრაზით (თუ ასე თქმა უპრიანია) გამაშაყირა: „იმდენი ხანია,  არაფერი დაგიწერია და არც „ობიექტივის“ ეთერში გამოჩენილხარ, ვიფიქრე, ხომ არაფერი დაემართა-მეთქი “…  მოკლედ, მიქელ-გაბრიელის მიერ „პროპუსკის“ გამოწერის მოლოდინში, საიქიოს ღია კართან  კაი ხანს ვიყავი ატუზული _ აი, ზუსტად ისე, როგორც საქართველო დგას ნატოს „ღია კართან“  ძია სემის საშვის მოლოდინში.

თუმცა ამ ვითარებებს შორის, მსგავსებასთან ერთად,  „უმნიშვნელო“ განსხვავებაც არის: დღეს  თუ ხვალ მიქელ-გაბრიელი უეჭველად გამომიწერს იმ „პროპუსკს“ და მრავალი ცოდვით დამძიმებული, ქედმოდრეკილი  შევალ  წინაპართა საუფლოში. რაც შეხება  ნატოს კართან ჯიუტად  ატუზულ ქართველ ლიბერასტებს, აბა, რა გითხრათ?.. მანამდე არაფერი ჭამონ უსამშობლო, ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი  ეკლესიის  დაუნდობელმა მტრებმა,  სანამ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის „ღია კარში“ არ შეუშვებენ…

მგონი, საკმარისზე მეტი „ვიწუწუნე“ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაგრამ  იმიტომ არა, რომ ვინმესთვის თავი შემეცოდებინა –  ეს ერთი და მეორე, ალბათ, მთავარი –  13 წლის ბიჭის მიწაში ჩამდებმა შვილმკვდარმა მამამ, სიკვდილისა არ მეშინიაო, – ვთქვა, ტყუილი იქნება. როგორც ყველა  ნორმალურს, შეუცნობელში წასვლისა მეც მეშინია, მაგრამ  ისე არა, რომ დღედაღამ  მხოლოდ გარდაუვალზე ვფიქრობდე, რადგან  ერთადერთი, რაც ადამიანმა დანამდვილებით იცის,  არის ის, რომ, როცა იქნება, სიკვდილი აუცილებლად მოვა.

ფიქრზე ერთი რამ გამახსენდა: 30-35 წლის წინათ, როცა საქართველოში „დედა შვილს არ აიყვანდა“, რომელიღაც გამოცემაში შემთხვევით წავაწყდი ინტერვიუს უდიდეს მსახიობსა და უვაჟკაცეს  თენგიზ არჩვაძესთან, რომელიც არეულ დედაქალაქს  არაგვისპირის რომელიღაც სოფელში მდებარე მოკრძალებულ აგარაკზე  განრიდებოდა.

ინტელექტით „გაძეძგილი“ გოგოშკა-ჟურნალისტის შეკითხვაზე _ ბატონო თენგიზ, ახლა რას აკეთებთო, „მუშნი ზარანდიამ“ მოკლედ უპასუხა: „ვფიქრობ“, და, როცა  მიხვდა, გოგონას ინტელექტი „ვერ ეყო“, „სვეტიცხოვლის აღმშენებელი დიდოსტატი“ ჟურნალისტს შეეშველა: „თქვენ რა, ფიქრი საქმედ არ მიგაჩნიათ?“.. ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ და დღესაც მახსოვს  დიდი ქართველი მსახიობის ფილოსოფიური ნააზრევი…

ჰოდა, დიდი მუხრანისა არ იყოს,  „რომელი მეფე ერეკლე მე ვარ ანდა რომელი მსაჯული მისი!“ მაგრამ (რის თქმასაც ქვემოთ ვაპირებ, ამპარტავნებად თუ არ ჩამითვლით) სარეცელს მიჯაჭვულიც კი ჩემი პატარა გადმოსახედიდან მეც ვფიქრობდი  სამშობლოს საამაყო წარსულზე, სავალალო აწმყოსა და, რბილად თუ ვიტყვით, საეჭვო მომავალზე…

„რბილად“, რადგან, თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ყრუ-მუნჯიც იოლად მიხვდება, რომ, თუ რაიმე კარდინალური არ მოვიმოქმედეთ… დიახ, არ შემშლია: თუ არ  მო-ვი-მოქ-მე-დეთ, რადგან, მკერდზე მუშტების 30-წლიანმა უილაჯო ბრაგუნმა და „ჯოს, ჯოს“  სკანდირებამ სამუდამოდ (მე რეალისტი ვარ და არა ურაპატრიოტი ოპტიმისტი) დაგვაკარგვინა მიწიერი სამოთხე აფხაზეთი,  ცხინვალს  კი შეიძლება რამე ეშველოს…

 საავადმყოფოში ნაფიქრალს  ნოუთბუკში ვინახავდი იმ იმედით, რომ ცოტა ხნით მაინც  დამინდობდა არსთა გამრიგე და ნაფიქრალის სტატიად ქცევას მადროვებდა.

ისიც მაინტერესებდა, ჩემი „ავი მუსაიფი“ ძველებურად  შეუტოკებდა მკითხველს ნერვს თუ  რედაქციას ბალასტად დავაწვებოდი.  ვნახოთ, რა ვერდიქტს გამომიტანს მკითხველი.

მანამდე კი, როგორც ხედავთ, სააკაშვილის ბებიასთან წერილის წაღება დროებით გადამიდო მიქელ-გაბრიელმა და აჰა, უნებურად, სტატიის მთავარი თემაც „გაიჩითა“…

როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინის მიწაზე აშშ-სა და რუსეთს შორის ომში ვატიკანი, პირადად რომის პაპი ჩაერთო სპეციალური განცხადებით, რომელსაც სრულად გთავაზობთ (ტექსტი გამოაქვეყნა interpressnews.ge-მ), შიგადაშიგ ჩემი რეპლიკა-კომენტარებით:

„რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს ომი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კი _  ღია იყოს მოლაპარაკებებისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ ღრმად წუხს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამო. „ღრმად ვწუხვარ იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა ბოლო დღეებში, შემდგომი ქმედებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ეს ზრდის ბირთვული ესკალაციის რისკს, რომელიც იწვევს მთელ მსოფლიოში უკონტროლო და კატასტროფული შედეგების შიშს“, – განაცხადა მან. (*თქვენოუწმინდურობავ,“  სერბეთზე, კოსოვოზე, ბოსნია-ჰერცეგოვინაზე,  საზოგადოდ, იუგოსლავიაზე და სხვა ქვეყნებზე რას იტყვით? _ ..) .

 რომის პაპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სთხოვა, „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი“, ხოლო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის _  „ღია იყოს   სერიოზული სამშვიდობო წინადადებებისთვის“.

„ჩემი მიმართვა, უპირველეს ყოვლისა, ეხება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს და ვევედრები მას, შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი, თუნდაც საკუთარი ხალხის სიყვარულის გამო. მეორე  მხრივ, მივმართავ თანაბრად იმედისმომცემი თხოვნით უკრაინის პრეზიდენტს, ღია იყოს სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის”, – დასძინა რომის პაპმა. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, „გააკეთოს ყველაფერი, რათა დასრულდეს ომი სახიფათო ესკალაციაში  ჩათრევის გარეშე“ და მხარი დაუჭიროს კონფლიქტის დიალოგის გზით მოგვარების ნებისმიერ მცდელობას“.

 აქ კვლავ  მივმართავ რომის პაპს: სად იყავით მაშინ, როდესაცძალადობის სპირალმაწამებით ამოჰხადა სული მუამარ კადაფის, სადამ ჰუსეინს, ჰოსნი მუბარაქსა და კიდევ უამრავ  სხვას, რომელთა ერთადერთი დანაშაული იყო ის, რომ არ სურდათ .. კოლექტიური დასავლეთის (აშშ) დემოკრატიით ცხოვრება. აღარაფერს ვიტყვი ავღანეთზე, სადაც ამერიკული დემოკრატია  შარიათისდემოკრატიამ“  შეცვალაან  სად ხართ ახლა, როდესაც უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს კუთვნილი კიევპეჩერის  ლავრა გაძარცვეს და დაარბიეს?  სად არის ვატიკანის აღშფოთება, როდესაც კიევში მისი დამაარსებლის, ეკატერინე II-ის, ძეგლს ანგრევენ, ოდესაშიხოსე დერიბასის და მათ ადგილას ფაშისტი ბანდერასა და  პეტლიურას ძეგლებს დგამენ

მოკლედ, სად არის, სად არის და ათასგზის სად არის? ამაზე შემდეგ წერილში ვისაუბრებთ. მანამდე კი ერთი რამის თქმა  შეიძლება დაბეჯითებით: უკრაინაში სატანა ებრძვის ღმერთს. უკრაინაში გაჩაღებულ ომში მართლმადიდებელი  რუსეთი გაიმარჯვებს, რადგან არ იქნება რუსეთი –  არ იქნება მართლმადიდებლობა, არ იქნება მართლმადიდებლობა –  არ იქნება საქართველო და ქართველი ერი.

 დავით მხეიძე                                                                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here