Home ახალი ამბები მსოფლიო საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ევროკომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტი...

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ევროკომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტი ჩინეთში მოსალოდნელი მარცხით დასრულდა

268
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ევროკომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტი ჩინეთში მოსალოდნელი მარცხით დასრულდა

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა დუმილი არჩია მოწოდებაზე, არ მიეწოდებინა სამხედრო დახმარება რუსეთისთვის და პირობა დადო, რომ დაურეკავდა ზელენსკის თავისთვის ხელსაყრელ დროს, როცა საამისო პირობები მომწიფებული იქნებოდა.

ემანუელ მაკრონისა და სი ძინპინის პირისპირ შეხვედრის შემდეგ პეკინში დაიწყო სამმხრივი შეხვედრა ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მონაწილეობით. სი ძინპინს მოუწოდეს შუამავალი ყოფილიყო რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტში, რაზეც ჩინელი დაჰპირდა, რომ მისთვის ხელსაყრელ დროს დაურეკავდა ზელენსკის…

დიპლომატების თქმით, მაკრონი ცდილობდა სი ძინპინზე ზეწოლა მოეხდინა, რათა მას „არაფერი მიეწოდებინა რუსეთისთვის ისეთი, რაც დაეხმარებოდა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების წარმოებაში“. დიპლომატმა აღიარა, რომ დასავლეთის ქვეყნებს ყველაზე მეტად ეშინიათ მოვლენების ასეთი განვითარების – უკრაინაში რუსული ჯარების დასახმარებლად მოსკოვისთვის ჩინური იარაღის მიწოდების დაწყების. სი ძინპინმა, მაკრონისა და ფონ დერ ლაიენის ყველა განცხადების საპასუხოდ, მხოლოდ აღნიშნა ჩინეთის კავშირების პროგრესული განვითარება საფრანგეთთან “ფუნდამენტური ცვლილებების ეპოქაში”.

ბოლო დროს ჩინეთზე საერთაშორისო ზეწოლა მკვეთრად გაიზარდა. დასავლური ქვეყნები ერთი მიზნით ახდენენ ზეწოლას – დაარწმუნონ ჩინეთი შეუერთდეს სამშვიდობო პროცესს უკრაინაში. მაგრამ პეკინმა, მიუხედავად იმისა, რომ თავს ნეიტრალურად აცხადებს, არ შეასრულა დასავლეთის ორი მთავარი სურვილი: მან, სიმ, არ დაგმო რუსეთის ქმედებები და არ დაურეკა ზელენსკის. პირიქით, სი ცოტა ხნის წინ რუსეთს სტუმრობდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ალიანსი პუტინთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here