Home ახალი ამბები მსოფლიო საფრანგეთმა და ნიგერიამ ვერ გაბედეს ნიგერში სამხედრო ინტერვენცია  რეჟიმის დასამხობად

საფრანგეთმა და ნიგერიამ ვერ გაბედეს ნიგერში სამხედრო ინტერვენცია  რეჟიმის დასამხობად

206

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ჯარებს ნიგერიდან წლის ბოლომდე გაიყვანს. საფრანგეთმა და ნიგერიამ ვერ გაბედეს ნიგერში სამხედრო ინტერვენცია სამხედრო რეჟიმის დასამხობად, – იუწყება ტელეგრამ-არხი „Логика Маркова“.

რატომ ვერ  გაბედეს? იმიტომ, რომ ამერიკელები წინააღმდეგნი არიან. რატომ არის აშშ წინააღმდეგი? –  იმიტომ, რომ ეშინია ანტიდასავლური განწყობებისა და ქმედებების ტალღის აფრიკასა და აზიაში საფრანგეთის აშკარად ნეოკოლონიური ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში. ამერიკელებს, აგრეთვე, აფიქრებთ თავიანთი  სამხედრო ბაზის ბედი ნიგერში.

მკაცრად, უფრო მკაცრად! – ნიგერის ხელისუფლებამ მოისმინა ეს ლოზუნგი,  გაწყვიტა ყველანაირი კომუნიკაცია ფრანგ დიპლომატებსა და  სამხედროებთან და გაიმარჯვა. საფრანგეთის ნეოკოლონიური ძალაუფლება დაემხო შეიარაღებული გზით. მხოლოდ ასე შეიძლება  უკრაინაში აშშ-ის ნეოკოლონიური ძალაუფლების დამხობა, მაგრამ საჭიროა  მკაცრად, უფრო მკაცრად!

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@logikamarkova/8346

                                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here