Home ახალი ამბები მსოფლიო საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის წევრის ფოტოები  Playboy-ში გამოქვეყნდება  

საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის წევრის ფოტოები  Playboy-ში გამოქვეყნდება  

179

მარლენ  შიაპა   Playboy-სთვის  მიცემული  ინტერვიუს გამო დატუქსეს

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ელისაბედ ბორნმა  სოციალური და სოლიდარული ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებში სახელმწიფო მდივანი მარლენ შიაპა იმისთვის დატუქსა, რომ  ჟურნალ Playboy-სთვის  ინტერვიუს მიცემას დათანხმდა. ამის შესახებ წერს  გამოცემა Le Figaro მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის გარემოცვაზე დაყრდნობით, ეს ინფორმაცია კი  tass.ru-მ გაავრცელა.

გამოცემის თანახმად, ბორნმა დაურეკა შიაპას და უთხრა, რომ მისი ინტერვიუ „კატეგორიულად უადგილო იყო დღევანდელ სოციალურ კონტექსტში”.

მანამდე შიაპამ თავისი თანხმობა ამ ჟურნალში ინტერვიუს გამოქვეყნებასა და ფოტოების დაბეჭდვაზე  სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში’’  იმით ახსნა, რომ ის „ყველგან იცავს ქალთა უფლებებს“ და რომ „საფრანგეთში ქალები თავისუფალი არიან“. მან მოულოდნელად მიიღო მხარდაჭერა პრეზიდენტის პარტიის  საპარლამენტო ჯგუფ „რენესანსიდან“. „საუბარი იყო არა ჟურნალისთვის პოზირებაზე, არამედ ინტერვიუში სერიოზული თემების წამოწევაზე“, – განაცხადეს საპარლამენტო ფრაქციაში. საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა ფაბიენ რუსელმა კი, თავის მხრივ,  ირონიულად განაცხადა, რომ „ხელისუფლების გეგმების გასაგებად ამიერიდან  Playboy-ის გამოწერაა აუცილებელი“.

ჟურნალის ნომრის გარეკანზე,  რომელშიც შიაპას ინტერვიუ დაიბეჭდება, სახელმწიფო მდივნის ფოტო განთავსდება.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/17429225

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here