Home ახალი ამბები საქართველო რუსული შეცდომები და უკრაინული ეიფორია

რუსული შეცდომები და უკრაინული ეიფორია

"Губительно, наступать на одни и те же грабли"

570

ამერიკის სპეცსამსახურებისთვის არ არსებობს ცნება შეუძლებელი. რასაც საჭიროდ ჩათვლიან, მათთვის ყველაფერი შესაძლებელიაყველაფერი. მაგალითად, როდესაც საჭიროდ ჩათვალეს საბჭოთა სახელმწიფოს დაჩოქება, მათ მოამზადეს და მოახდინეს კიდეც მეორე მსოფლიო ომის პროვოცირება. მართალია, საბჭოთა კავშირი ამ გზით ვერ დააჩოქეს, მაგრამ 70 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. ამ გაუგონარი ბოროტების ჩადენის შემდეგ ტაქტიკა შეცვალეს, ცხელი ომიდან ცივი ომის ფაზაში გადავიდნენ, საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურა მოიყვანეს და საწადელს მაინც მიაღწიესსაბჭოთა კავშირიც დაშალეს და სოციალისტური სისტემაც დაანგრიეს.

ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარებისა და შემუშავებული გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა. ჯერ კიდევ როდის ამბობდა ამერიკული სპეცსამსახურების მამად წოდებული ალენ დალესი: დამთავრდება ომი, ასე თუ ისე, ყველაფერი დალაგდება. ჩვენ კი მთელ ჩვენ  მატერიალურ სიმდიდრეს, მთელ ჩვენს ოქროს მოვახმართ ხალხის გამოთაყვანების საქმეს. ადამიანის ტვინის, ხალხის შეგნების შეცვლა შესაძლებელია. იქ, საბჭოთა კავშირში, შევქმნით ქაოსს და ნამდვილ ღირებულებებს ყალბი ღირებულებებით ჩავანაცვლებთ. ადამიანებს კი ვაიძულებთ, იწამონ ეს ყალბი ღირებულებები. როგორ? ჩვენ ვიპოვით ჩვენს თანამოაზრეებსა და მოკავშირეებ. ჩვენ შევქმნით სექსის, ძალადობის, სადიზმის კულტს და წავახალისებთ ყველაფერ ამორალურს…”

ახლა ბევრი ამტკიცებს, რომ დოკუმენტი, რომლიდანაც ეს ამონარიდი წარმოგიდგინეთ, არ არსებობს, რომ ეს რომელიღაც რომანში გამოყენებული მხატვრული ნააზრევია და დოკუმენტური საფუძველი არ გააჩნია და ა.შ., მაგრამ ამ ტექსტის ნამდვილობაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ, რაც ამ ტექსტში წერია, ყველაფერი სიტყვასიტყვით შესრულდა. დასავლეთის სპეცსამსახურებმა ეს ყველაფერი სწორედ ასე გააკეთეს. ტექსტი, რომელიც ალენ დალესს მიეწერება, ნამდვილი თუ არ არის, აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონის ის სიტყვები მაინც ხომ არის ნამდვილი, რომელიც მან სამხედრო მეთაურთა შტაბების გაერთიანებული კომიტეტის 1995 წლის 25 ოქტომბრის დახურულ თათბირზე მოხსენებაში თქვა: “საბჭოთა კავშირში ჩვენ მივაღწიეთ იმას, რის გაკეთებასაც პრეზიდენტი ტრუმენი ატომური ბომბების მეშვეობით გეგმავდა, თანაც ერთი არსებითი ხასიათის განსხვავებითჩვენ ნედლეულის სახით მივიღეთ მთელი სახელმწიფო, რომელიც არ არის ატომისგან განადგურებული. დიახ, ამაში მრავალი მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, მაგრამ ეს თანხა ჩვენ თითქმის მთლიანად ამოვიღეთ, ანუ მივიღეთ ის, რასაც რუსეთში თვითანაზღაურებას (самоокупаемость) უწოდებენ. ამის შემდეგ პრეზიდენტ კლინტონს ჩამოთვლილი აქვს, თუ რა რაოდენობის ოქრო და იშვიათი ლითონის სახეობები გაზიდეს რუსეთიდან. ბოლოს კი უაღრესად მნიშვნელოვან დასკვნას აკეთებს: “ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საფიქრალი არ გვაქვს. რუსეთში, ქვეყანაში, სადაც აშშ-ს ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი გავლენა, აუცილებელია რამდენიმე ამოცანის ერთდროულად გადაჭრა:

1. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ხელისუფლებაში კომუნისტები არ მობრუნდნენ. პარლამენტში მემარცხენე ძალებისთვის ჯებირები უნდა აღიმართოს;

2. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ საპრეზიდენტო არჩევნებს. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ჩვენთვის ყველა მიმართულებით მისაღებია, ამიტომ ხარჯებში არ უნდა ვიძუნწოთ. გაღებული თანხები დადებით შედეგებს მოგვიტანს. ელცინის მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში ჩვენ საბოლოოდ გავინაღდებთ პოლიგონს, რომლიდანაც არასოდეს არ წავალთ.

ჩვენ ამ ორ ამოცანას თუ გადავწყვეტთ, უახლოეს ათწლეულებში მოგვიწევს შემდეგი საკითხების მოგვარება:

1. რეგიონული მასშტაბის ომების გამოყენებით რუსეთის დანაწევრება პატარ-პატარა სახელმწიფოებად;

2. რუსეთის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალისა და არმიის საბოლოო დანგრევა;

3. რუსეთის დანგრევის შედეგად წარმოშობილ რესპუბლიკებში ჩვენთვის სასურველი რეჟიმების ჩამოყალიბება.

 ჩვენ რუსეთს უფლება მივეცით, რომ იყოს „დერჟავა“, მაგრამ იმპერიის სახით დედამიწაზე მხოლოდ აშშ იარსებებს”.

 ნათელია, თუ რა მასშტაბისაა ბოროტება, რომელიც აშშ-ის სპეცსამსახურებში იგეგმება. ამასთანავე, ისიც ნათელია, რომ მათ ამგვარი ბოროტების არა მხოლოდ დაგეგმვა, არამედ რეალიზებაც შეუძლიათ. რა კუთხიდანაც უნდა შევხედოთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ფაქტია, რომ მათ შეძლეს ისეთი რთული ამოცანების დაძლევა, ოგორის წარმოდგენა თუნდაც ცოტა ხნის წინათ ყოვლად შეუძლებელი იყო:

*  რუსეთსა და უკრაინას შორის თითქმის ფართომასშტაბიანი ომის დაწყება, რომლითაც, საბოლოო ჯამში, მთლიანად რუსული სამყარო დაასუსტეს;

* ევროპაში რუსოფობიის გაღვივება და დაპირისპირების იმ დონეზე დაძაბვა, რომელიც ორივე მხარეს აზიანებს;

* ევროპის დატოვება რუსული ენერგომატარებლების გარეშე და საკუთარი ძვირადღირებული გაზისთვის უზარმაზარი ბაზრის მოპოვება;

* ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შექმნით მსოფლიოში საკუთარი ჰეგემონიის გახანგრძლივება.

ცხადია, რომ აშშ-ის ეს შორსმიმავალი მიზნები ჯერ არ არის ბოლომდე მიყვანილი, მაგრამ საამისო წინაპირობების ჩამოყალიბების პროცესი დაწყებულია.

ხშირად ისმის შეკითხვა: რამდენად განაპირობა ამგვარი რთული სიტუაციის შექმნა რუსეთის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა? მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ამ უკიდურესად მძიმე ვითარების შექმნაში საკმარისად დიდია რუსეთის მიერ დაშვებულ შეცდომათა ხვედრითი წილი. თავიდან თუ გავყვებით, საუბარი მოგვიწევს არა მხოლოდ შეცდომებზე, არამედ რუსულ დანაშაულებრივ ქმედებებზეც. სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის სათავეში გარედან მოყვანილი ხრუშჩოვის ბრძანებით სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს სტალინის პიროვნების კულტს. ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა საბჭოთა კავშირთან და სოციალისტურ სისტემასთან ბრძოლა, რომლითაც საბჭოთა კავშირში დაიწყო კონტრრევოლუციური პერიოდი, რომელიც ოცდაათ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა და ბოლოს გორბაჩოვის ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგად საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის ნგრევით დაგვირგვინდა, ანუ მოხდა ის, რაც ალენ დალესის ვერაგულ დოქტრინაში იყო ჩამოყალიბებული. ეს, რაც შეეხება წარსულს, მაგრამ შეკითხვა უმაღლესი ეშელონების საქმიანობაში დაშვებულ შეცდომათა შესახებ არამხოლოდ წარსულს, არამედ აწმყოსაც ეხება. მე სამხედრო საქმის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მძიმე ხასიათის რამდენიმე შეცდომაზე ყურადღების გამახვილება მაინც შემიძლია:

1. უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე პრეზიდენტ პუტინის საჯარო მიმართვაში ნახსენები იყო სტალინის შეცდომა, რომელიც მან თითქოს იმ დროს დაუშვა, როდესაც გერმანელთა თავდასხმას დაელოდა და არ სცადა, რომ დაესწრო მტრისთვის, რომელიც მოდიოდა. პუტინი პირიქით მოიქცა. მან სცადა დონბასის მოსახლეობაზე დაგეგმილი შეტევის პრევენცია, რა მიზეზითაც რუსული სამხედრო შენაერთები პირველები აღმოჩნდნენ რუსეთის მიერ აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე, რაც დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებმა მაშინვე შეფუთეს, როგორც რუსეთის აგრესია უკრაინაზე. ამიტომ  ვფიქრობ, როგორი მძიმე შედეგებიც უნდა დამდგარიყო, მაინც სჯობდა, თავდასხმა უკრაინის (დასავლეთის) მხრიდან ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის კოზირი ექნებოდა ხელში დასავლეთს, 1941 წელს ფაშისტურ გერმანიას საბჭოთა კავშირი რომ დასხმოდა თავს და  არა პირიქით. ასე რომ, ის, რასაც პუტინი სტალინის შეცდომად მიიჩნევს, არ იყო შეცდომა; ხოლო რაც პუტინმა ჩაიდინა უკრაინაში, ისაა შეცდომა, თუმცა იგი აბსოლუტურად სწორია იმაში, რომ დასავლეთი უკრაინის საშუალებით რუსეთზე თავდასხმას გეგმავდა;

2. პუტინის მცდელობა, რომ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დარჩეს და ფართომასშტაბიანი ომის წარმოებისგან თავი შეიკავოს, რათა დიდი  მსხვერპლი თავიდან აიცილოს, გასაგებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ესეც შეცდომა მგონია, ვინაიდან ომი ჭიანურდება, ჯამში, მსხვერპლის რაოდენობაც იზრდება, მტერს კი გარედან იმხელა ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევენ, რომ მისი დამარცხება სულ უფრო რთულდება.

3. შეცდომად მიმაჩნია დონბასის მოსახლეობის დასაცავად დონბასის ტერიტორიაზე შესვლა და კიევის ხელუხლებლად დატოვება. ოპერაციის დაწყების პირველ დღესვე იერიში პრეზიდენტის რეზიდენციაზე, უკრაინის რადაზე, უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროებზე, ინფორმაციის გავრცელების ტექნიკურ სისტემებზე რომ მიეტანათ, სამხედრო ოპერაცია ელვის სისწრაფით განვითარდებოდა და ელვის სისწრაფვითვე დასრულდებოდა. ეს იქნებოდა უკრაინის დენაციფიკაციაც და დემილიტარიზაციაც, მაგრამ ეს არ მოხდა, რის გამოც დასავლეთს საშუალება მიეცა, უკრაინა იარაღით გატენოს და იმ დონის წინააღმდეგობის ფრონტი შექმნას, რომ უკრაინის მხრიდან კონტრშეტევების განხორციელება რეალობად აქციოს.

განხორციელდა კიდეც ასეთი კონტრშეტევა, რამაც უკრაინაშიც და დასავლეთშიც გარკვეული ეიფორია შექმნა. ვიღაცას მოეჩვენა, რომ რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება უკვე შესაძლებელია. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ყველაფერი დამთავრებულია: “რუსეთის დიქტატორ პუტინის მიერ ჩაფლავებული პოლიტიკის შემდეგ დასავლეთი ვალდებულია, უკრაინის არმიას მიაწოდოს თანამედროვე შეიარაღების მთლიანი არსენალი, რათა ომი რუსეთის უსიტყვო კაპიტულაციით დასრულდეს”. ეს ეიფორიაა, რომლითაც მხოლოდ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი კი არა, მთელი დასავლეთია ტაცებული. მათდა სამწუხაროდ, ეს ეიფორია ისევე ჩქარა გაივლის, როგორც მოვიდა, რადგანაც აღმოაჩენენ, რომ რუსეთის ეპიზოდური მარცხი საბოლოო შედეგზე იმ გავლენას ვერ მოახდენს, ომელ  გავლენაზეც ოცნებობენ. დასავლეთში ისიც ახსოვთ, რომ 1945 წლის ზაფხულში გერმანელი ფაშისტები მოსკოვს მიადგნენ, მაგრამ ამას საბჭოთა კავშირის კაპიტულაცია კი არ მოჰყვა, არამედ სტალინგრადისა და კურსკის იგავმიუწვდომელი ბატალიები, ლენინგრადის ბლოკადის გარღვევა და რაიხსტაგის თავზე აფრიალებული წითელი დროშა, ანუ ფაშისტური გერმანიის უსიტყვო კაპიტულაცია, ბოლოს კი ყველაფერი ნიურნბერგის ისტორიულმა პროცესმა დააგვირგვინა. ამჯერადაც ასე მოხდება, ვინაიდან დასავლეთს რუსეთის დასამარცხებლად არც რესურსი ჰყოფნის და არც ტვინი. რუსეთს კი ეყოფა გონება საიმისოდ, რომ დაასრულოს სტალინთან და კომუნისტებთან დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ მათთვის თავსმოხვეული საუკუნოვანი ბრძოლა. ომი, რომელიც ახლა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, დიდი სამამულო ომის გაგრძელებაა, რომელიც პრაქტიკულად არც შეწყვეტილა. ამ ომში გამარჯვება მხოლოდ სტალინს (სტალინის სახელმწიფოებრივ და მხედართმთავრულ გენიას) შეუძლია. აქ ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. საჭიროა იმ გზით სიარული, რომლითაც  სტალინმა და კომუნისტებმა ისტორიაში ისეთი კვალი  გაავლეს, რომ მათი ნაკვალევის წაშლა ვერც დასავლეთის ყოვლისშემძლე სპეცსამსახურებმა შეძლეს და ვერც მათ მიერ მართულმა საბჭოთა თუ რუსმა ლიდერებმა. მესამე მსოფლიო ომშიც, რომელიც ასე სასწაულად გადაება მეორე მსოფლიო ომს, როგორც ჩანს, სტალინი გაიმარჯვებს. ეს, გნებავთ, მისტიკად მიიღეთ და, გნებავთ, რეალობად, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება საბჭოთა კავშირი სტალინთან დაპირისპირებამ დაანგრია. რუსეთში, იმედი მაქვს, დაგვიანებით მაინც მიხვდებიან, რომ ამ შეცდომის (დანაშაულის) გამეორება, შესაძლებელია, ფატალური შედეგებით დასრულდეს. ამგვარი შემთხვევებისთვის რუსებს ხომ ანდაზაც აქვთ: “Губительно, наступать на одни и те же грабли”.

ვალერი კვარაცხელია

P.S. დღეს (2022 წლის 15 სექტემბერს) სამარყანდში თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სამიტი გაიმართება, რომელშიც თითქმის მთელი აღმოსავლეთი მიიღებს მონაწილეობას. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ისტორიული გადაწყვეტილებების შეხვედრა იქნება, რომელიც სრულიად ახალ მსოფლიოს დაუდებს სათავეს.

1 COMMENT

  1. ვალერი კვარაცხელია ცამდე მართალია იმაში, რომ ის, რასაც პუტინი სტალინის შეცდომად მიიჩნევს, არ იყო შეცდომა; ხოლო რაც პუტინმა ჩაიდინა უკრაინაში, ისაა შეცდომა. რადგან პუტინი აგრესორი გამოდის, სტალინი კი აგრესიის მსხვერპლი. ასე რომ არ ყოფილიყო, რუზველტი და ჩერჩილი გვერდით არ დაუდგებოდნენ და ამერიკისგან დახმარებას ვერ მიიღებდა, რაც უმნიშვნელო არ იყო. ავტორი მართალია მეორე პუნქტშიც, როდესაც სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დარჩენას შეცდომად უთვლის პუტინს. რადგან კიევის საკომანდო პუნქტის დაუსჯელობამ შესაძლოა ლონდონისა და ვაშინგტონის საკომანდო პუნქტების დასჯა გახადოს აუცილებელი, რაც ატომურ ომს გამოიწვევს, კიევის დასჯით კი ლონდონ-ვაშინგტონსაც დასჯიდა და ოპერაციაც დამთავრდებოდა. იმავეს გულისხმობს მესამე პუნქტიც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here