Home ახალი ამბები საქართველო რუსული გასაღები დასავლურ კლიტეში

რუსული გასაღები დასავლურ კლიტეში

ჩემი პროგნოზები, ანუ რა იქნება ხვალ?

987

შეკითხვა _რა იქნება ხვალ? – ადამიანური ცნობისმოყვარეობის საფუძველთა საფუძველია. ადამიანები ოცნებობენ მომავალზე და გეგმავენ მას, მაგრამ, ამასთანავეეშინიათ მომავლის, რადგან იგი გამოუცნობი და საიდუმლოებით მოცულია, ამიტომაცაა, რომ ყველა სერიოზული მეცნიერი და მოაზროვნე პროგნოზს  თავს არიდებს. პროგნოზსა და წინასწარმეტყველებას ძირითადად შარლატანები ეტანებიან და ეძალებიან, რადგან ამ უპასუხისმგებლო საქმიანობის გამო არასოდეს დასჯილან.

მიუხედავად იმისა, რომ თავს შარლატანთა კასტას არ მივაკუთვნებ, დღეს მაინც შევეცდები, თქვენ წინაშე რამდენიმე პროგნოზით წარვდგე, რომელთა გაკეთების საფუძველს საგანთა და მოვლენათა ლოგიკა მაძლევს.

დავიწყოთ შეკითხვით: რატომ გაჭიანურდა უკრაინის პროცესები, რუსეთს არ აქვს საშუალებაფორსირებული შეტევა განახორციელოს კიევზე, ფაშისტურ ურჩხულს თავი წააცალოს და ოპერაცია დაასრულოს?

რა თქმა უნდა, აქვს. ამის განხორციელება რუსეთს საკუთარი ტერიტორიიდანაც შეუძლია. უკრაინის პრეზიდენტის, მთავრობის, პარლამენტის, უშიშროების, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტელევიზიის შენობების დაბომბვა,  საათების კი არა, წუთების საქმეა და უკრაინის ფაშისტურ ხელისუფლებას ყისვე განაიარაღებს, მაგრამ რუსეთი ამას არ აკეთებს და დღემდე დონბასის ტერიტორიას ტკეპნის.

ზელენსკის ნაცისტური ხროვა კი, აგერ უკვე ექვსი თვე გადის, კიევიდან გაუთავებლად ყეფს და დასავლეთისგან ახალ-ახალ შეიარაღებას იღებს. რუსეთის ამგვარ ქმედებას ის ახსნა აქვს, რომ იგი უკრაინაში, ფართომასშტაბიან ომს კი არა, სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს, რომლის ფარგლებში მსხვერპლიც მინიმალური უნდა იყოს და ნგრევაც. ეს ლოგიკური და გასაგებია, მაგრამ ამის გარდა კიდევ სხვა მოტივაცია და სხვა ჩანაფიქრიც ხომ არ არსებობს, რომლის გამოც იგი ამ ოპერაციას განგებ აჭიანურებს და მის დასრულებას არ ჩქარობს? მე ვფიქრობ, კი…

უკრაინაში მიმდინარე პროცესები სულაც არ არის რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება, ეს არის დასავლეთის ომი რუსეთთან, პლაცდარმად და საზარბაზნე ხორცად კი დასავლეთი უკრაინის ტერიტორიას და უკრაინელ ხალხს იყენებს. ამის საშუალებას მას უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მის მიერვე მოყვანილი ხელისუფლება აძლევს. რაკი ეს ასეა, რუსეთს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ გამოწვევა მიიღოს, ანუ თავისი  მოქმედებები არა უკრაინის, არამედ დასავლეთის წინააღმდეგ მიმართოს.

რუსეთში შესანიშნავად იციან, რომ უკრაინის ფაშისტური ხელისუფლების დამარცხებით ეს ომი არ დასრულდება. ეს ომი დასავლეთის დამარცხებით უნდა დასრულდეს.

ახლა მივუბრუნდეთ იმ საკითხს, რატომ აჭიანურებს რუსეთი უკრაინაში დაწყებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას.

 ამ ოპერაციამ და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სულელურმა სანქციებმა, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, არნახულად დაარტყა დასავლეთს და დაუჯერებლად გაზარდა რუსეთის შემოსავლები, გაამყარა რუსული რუბლი. შექმნილი ვითარება, მთლიანობაში, ხელსაყრელი აღმოჩნდა რუსეთისთვის და დამანგრეველი დასავლეთისთვის, პირველ რიგში, ევროკავშირისთვის.

Bloomberg Economics-ის გაანგარიშებით, რუსეთი გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე კარგავს.

2022 წლს ბუნებრივი აირისა  და ნავთობის ექსპორტიდან რუსეთი დაახლოებით 285 მილიარდ დოლარს მიიღებს. ამას თუ დავამატებთ სხვა პროდუქციის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებს, ჯამში, ეს გაცილებით გადააჭარბებს სანქციებით გაყინულ თანხებს“, – ხაზს უსვამს სააგენტო. Bloomberg-ის დასკვნით, “რუსეთის ნედლეულს, აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებისა და ფასების ზრდის გამო, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს მოჰყვა შედეგად, გაცილებით მეტი შემოსავალი მოაქვს ქვეყნისთვის, ვიდრე აქამდე მოჰქონდა”. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით კი, ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები რუსეთში 50 პროცენტით გაიზარდა, იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების პასუხად დასავლეთის მიერ დაწესებული იყო უმკაცრესი სანქციები. ამასთანავე, 10 პროცენტით გაიზარდა რუსული აქციების ბაზარიც. ეს გამოწვეულია იმით, რომ რუსულ ენერგორესურსს აქტიურად ყიდულობენ აზიის ქვეყნების იმპორტიორები, განსაკუთრებით – ჩინეთი და ინდოეთი.”

ბრიტანული Times-ის მიმომხილველი ედვარდ ლუკასი წერს: “რუსეთი უკან დახევას არ აპირებს. კრემლმა ბრწყინვალედ შენიღბა თავისი ზრახვები. საკუთარი სადაზვერვო სამსახურების მიერ შეცდომაში შეყვანილი  დასავლეთის ლიდერები რუსული არმიის კიევში შეჭრას ელოდებოდნენ, მაგრამ პუტინმა ისინი გააცურა. მან გეზი უკრაინის დანაწევრებისკენ აიღო, რასაც გაცილებით ნაკლები სისხლით და მსხვერპლით აღწევს, ვიდრე მოსალოდნელი იყო“.

ედვარდ ლუკასი დასავლეთის სავალალო პორტრეტსაც ხატავს: “დასავლეთს არ სურს, იმოქმედოს. იგი მგელს დაემსგავსა ზღაპრიდან სამი გოჭის შესახებ, რომელიც, რაც შეუძლია ბერავს ლოყებს და ცდილობს, სულის შებერვით დაანგრიოს გოჭების სადგომი, მაგრამ არაფერი გამოსდის”.

Times-ის მიმომხილველს დასავლეთისთვის მძიმე დასკვნა გამოაქვს: ყველაფრიდან ჩანს, რომ დასავლეთს არაფერი გამოუვა. რუსეთმა ამ რაუნდში ისევე გაიმარჯვა, როგორც საბჭოთა კავშირმა ბუდაპეშტის (1956 .) და პრაღის (1968 .) ამბოხებების ჩახშობისას გაიმარჯვა, მაგრამ დასავლეთის იმპოტენციის წარმოჩენის საქმეში პუტინმა მის წინამორბედებს დიდად გადააჭარბა“.

ყოველივე ამას ემატება ისიც, რომ დასავლეთი არ არის ერთიანი უკრაინის მოვლენების მიმართ მიდგომაში. მაგალითად: იმ დროს, როდესაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი მთელი ხმით გაჰკიოდა, – “ჩვენ უნდა შევქმნათ იმისი გარანტია, რომ რუსეთი უკრაინიდან განდევნილი იქნება თვითონ უკრაინელების მიერ”, იტალიის პრემიერმინისტრი არიო დრაგი აშშ-ში წინადადებას აყენებდა, უკრაინის მხრიდან თუნდაც გარკვეული ტერიტორიების დათმობის გზით რუსეთთან მორიგებისა და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. მანუელ მაკრონიც იმავეს მოითხოვდა და თანაც დასავლეთს მოუწოდებდა, “შევწყვიტოთ რუსეთისა და მისი ლიდერის შეურაცხყოფის ყველა მცდელობაო”. უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა კი კონსერვატორ პოლიტიკოსთა შეკრებაზე, რომელიც ტეხასში გაიმართა, აშშ-ს მოუწოდა, იმუშაოს უკრაინის პრობლემის მოლაპარაკებების გზით გადასაჭრელად, ვინაიდან “მსოფლიო ლიდერთა სტრატეგია კონფლიქტს მხოლოდ ამწვავებს და ომს ახანგრძლივებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კი არ მუშაობს”. რა გამოდის აქედან? აქედან მხოლოდ ის გამოდის, რომ პუტინს კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგია აქვს დასავლეთის მიერ ინსპირირებულ დაპირისპირებაში რუსეთთან, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ხოლო თვითონ დასავლეთი ამ საქმეში დაშლილი და დაქსაქსულია.

ევროპის მთავარი დაქსაქსულობა დაწყებულია რუსული ენერგომატარებლების მიღების გამო. ვნახოთ ლატვიის მაგალითი: ეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ისევე, როგორც მთელი ბალტიისპირეთი, რუსეთისგან სრული იზოლაციის მომხრეა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ენერგომატარებლების საკითხებშიც, მიუხედავად იმისა, რომ ეს რესპუბლიკა ჯერ კიდევ 2021 წელს 90 პროცენტით რუსეთის ბუნებრივ აირზე  იყო ჩამოკიდებული. 2022 წლის 1 აპრილიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ევროპული სახელმწიფოებისგან ანგარიშსწორება რუსული რუბლის საშუალებით მოითხოვა, ლატვიამ ამ პირობაზე უარი განაცხადა და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. ახლა, 8 აგვისტოს, რესპუბლიკა იძულებული შეიქნა, რუსეთის პირობებს დათანხმებოდა და ბუნებრივი აირის  მიწოდება აღედგინა. სამი კვირით ადრე კი, როგორი საკვირველიც უნდა მოგეჩვენოთ, ლატვიის სეიმმა (პარლამენტმა) მიიღო გადაწყვეტილება 2023 წლის 1 იანვრიდან რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის მთლიანად აკრძალვის შესახებ. დღეს აღადგინეს რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება, მაგრამ ამ ფაქტს წინ დაახვედრეს კანონი, რომლის ძალითაც ეს სახელმწიფო ოთხი თვის შემდეგ რუსულ ბუნებრივ აირს  ვეღარ მიიღებს. მე  მხოლოდ ერთი შეკითხვა მიჩნდება- ეს ხალხი ნორმალურია? არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი მაქვს: ნორმალური სახელმწიფო და ხალხი, შეუძლებელია, ასე იქცეოდეს, ეს სრული სიგიჟეა! რუსული ნავთობის მიწოდება აღუდგათ უნგრეთსა და სლოვაკეთსაც. შოლცი რომ რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი კანცლერია, ეჭვს არ იწვევს, მაგრამ აი რა განაცხადა მან ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს: ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ჩვენ გვსურს, თავი დავაღწიოთ უაღრესად დრამატულ ეკონომიკურ კრიზისს, მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვას და ფაბრიკაქარხნების დახურვას, რომლებიც მერე ვერასოდეს წამოდგებიან ფეხზე. ეს ჩვენს ქვეყანას და მთლიანად ევროპას მძიმე დარტყამს . შოლცის თქმით, ამ ემბარგოს გამო დაიწყება გლობალური კრიზისი, რის უფლებასაც ჩვენს თავს ვერ მივცემთ. გარდა ამისა, მე ვერ ვხედავ, რომ ამ ემბარგოს შეუძლია რუსეთის ქმედებების შეჩერება უკრაინაში.

ევროპული სახელმწიფოების დაქსაქსულობის, დაბნეულობისა და ერთმანეთისგან გათიშულობის სხვა მაგალითების მოტანის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ისედაც ყველაფერი  ნათელია.

პუტინი უკრაინაში სამხედრო ოპერაციას განგებ აჭიანურებს, ვინაიდან მან იცის, რომ უკრაინა მტერი კი არ არის, მსხვერპლია, რომელიც დასავლეთმა პროვოკაციის ანკესზე წამოაგო და თვითკვლელობის გზაზე შეაყენა. რუსეთის ნამდვილი მტერი კოლექტიური დასავლეთის ის სტრუქტურები რიან, რომლებიც მხოლოდ იმისთვის არსებობენ, რომ რუსეთს ძირი გამოუთხარონ და ისევე გაანადგურონ, როგორც საბჭოთა კავშირი. აქედან გამომდინარე, პუტინის სამიზნეში კიევი კი არა, სტრასბურგი და ბრიუსელია. სამიზნეში ამოღება, ამ შემთხვევაში, სამხედრო შეტევის ობიექტს არ გულისხმობს. პუტინის ამოცანა დასავლური ძალმომრეობისა და კოლონიალიზმის ამ ორი რუდიმენტის პოლიტიკური რღვევაა. უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობამ რუსეთის ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ კიევის აგრესიისგან დონბასის მოსახლეობის გადასარჩენად და უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისთვის დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ ევროკავშირში უზარმაზარი ბზარები გააჩინა, ხოლო კოლექტიური დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები რუსეთისთვის სასიკეთოდ ამოქმედდა, ევროპას კი ბუმერანგის ეფექტით მიუბრუნდა. პუტინმა ეს ვითარება ელვის სისწრაფით გააცნობიერა, კიევის მისადგომებამდე მისული სამხედრო ნაწილები უკან გადმოისროლა და ევროკავშირისთვის დამანგრეველი ვითარების გაჭიანურებას შეუდგა, და რაკი სიტუაციის მართვის ბერკეტები ხელთ უპყრია, გამოლენჩებულ ევროპას, რომელიც ამერიკელებმა ისევე გაწირეს, როგორც უკრაინა, ამ გზით ნელნელა იმწყვდევს იმ კუთხეში, რომელში იგი საბოლოოდ გაებმება ხაფანგში. ევროპამ თავის თავს თვითონვე გამოუტანა განაჩენი, პუტინმა კი შექმნილ ვითარებას, ანუ ევროპულ კლიტეს საკუთარი გასაღები ზუსტად მოარგო და სიტუაციის მართვის უმთავრესი ბერკეტები მის ხელთ აღმოჩნდა.

ევროკავშირს ორი გზა დარჩა:

1. შეიძინოს რუსული ბუნებრივი აირი და იხსნას საკუთარი ეკონომიკა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იდეოლოგიურად საბოლოოდ გაკოტრდება და მთლიანად რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა, რის უფლებასაც, სხვა რომ არაფერი, აშშ არ მისცემს;

2. საბოლოოდ უარი თქვას რუსულ ბუნებრივი აირზე, მაგრამ ამ შემთხვევაში, საკუთარი ეკონომიკა საკუთარი ხელით უნდა დაანგრიოს, რაც თვითმკვლელობის ტოლფასია.

არის მესამე გზაც: ევროკავშირი დაიშალოს და მასში შემავალმა სახელმწიფოებმა ცალცალკე არკვიონ ურთიერთობა რუსეთთანაც და აშშთანაც. პუტინს სწორედ აქეთკენ ჰყავს საქმე.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამ პროგნოზს შემოგთავაზებთ:

* პირველი: ევროკავშირი ამ ზამთარს ვერ გაატანს, იგი დაიშლება.

ევროკავშირის დაშლა უზარმაზარ გავლენას იქონიებს ნატოზეც, რადგან ნატოს წევრი ოცდაათი სახელმწიფოდან მხოლოდ ორია ამერიკული – აშშ და კანადა. დანარჩენი ოცდარვა წევრი (თურქეთის ჩათვლით) ევროპული სახელმწიფოები არიან, რომლებიც ევროკავშირის დაშლის შემდეგ ვერ შეინარჩუნებენ ერთიანობას ნატოს შიგნითაც. მით უფრო, რომ ნატოსაც ევროკავშირზე არანაკლები ბზარები აქვს გაჩენილი. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს თურქეთისა და უნგრეთის პოზიციები, ქვეყნების,რომლებიც ღიად ემიჯნებიან, როგორც ნატოსა და ევროკავშირის, ასევე აშშ-ის პოლიტიკას და რუსეთის გვერდით დგომას ამჯობინებენ.

* მეორე: ევროკავშირის რღვევის კვალდაკვალ დაიწყება ნატოს რღვევაც.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების გამო, აშშ-ში დაწყებულია წინასაარჩევნო ციებ-ცხელება, რომელიც მალე უმძიმეს ფაზაში შევა და კატასტროფულ სახეს მიიღებს. ეს არ იქნება დაპირისპირება პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, ეს იქნება დაპირისპირება მსოფლიოს დაპყრობის იდეით შეპყრობილ უბოროტეს ძალებსა და მშვიდი ცხოვრების მსურველ კეთილ ნაწილს შორის, რომელიც იძულებული იქნება, თავისი მომავალი იარაღისა და ძალის გამოყენებით დაიცვას.

* მესამე: აშშში სამოქალაქო ომი იფეთქებს.

თქვენ შეგიძლიათ ჩემი პროგნოზები უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნიოთ, ამის სრული უფლებაც გაქვთ, მაგრამ ჩემი მოსაზრებების გასამყარებელ ერთ არგუმენტს მაინც შემოგთავაზებთ, რომელიც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ევრილ ჰეინსმა შემომაშველა. აი ისიც: პუტინი შეიძლებ ფსონს იმაზე დებს, რომ პროდუქტების დეფიციტის, ინფლაციისა და ენერგომატარებლებზე ფასების განუხრელი მატებით გამოწვეული პრობლემების გამწვავების ფონზე უკრაინაში აშშისა და ევროკავშირის ენთუზიაზმი ჩაქრება“.

ევრილ ჰეინსის ეს დასკვნა იმას ნიშნავს, რომ კოლექტიური დასავლეთი ან მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებაზე უნდა წავიდეს, ან უკრაინაში რუსეთის წინაშე უსიტყვო კაპიტულაცია  გამოაცხადოს. მესამე გზა არ არსებობს.

ამ ჩემი პროგნოზებით, თქვენი (ქართველი მკითხველების) ნდობა თუ ვერ დავიმსახურე, თავს იმით დავიმშვიდებ, რომ ევროპასა და აშშ-ში უკვე საკმაოდ ბევრი თანამოაზრე მყავს.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here