Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის ბოლო გადაწყვეტილებამ ფინეთი საბოლოოდ მოცელა. ფინელები ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ

რუსეთის ბოლო გადაწყვეტილებამ ფინეთი საბოლოოდ მოცელა. ფინელები ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ

1510

ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება და მოსკოვისა და ჰელსინკის დაპირისპირება ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. ამ დაპირისპირებაში  დაზარალებული მხარე ფინეთი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ჰელსინკიმ ანტირუსული პოზიცია დაიკავა,  ყველა  ანტირუსულ სანქცი შეუერთდა, შემდეგ კი ნატოში შევიდა, კრემლმა დაიწყო უკიდურესად მგრძნობიარე საპასუხო დარტყმები სუომიზე, შედეგად  ფინელები ნოკაუტში გაგზავნა. ამ ინფორმაციას ავრცელებს ექსპერტ იური ბარანჩიკის ტელეგრამ-არხი „Юрий Баранчик“-ი.

არადა, აფრთხილებდნენ  ჩუხონებს (ეთნონიმი ბალტიისპირელ-ფინელი ხალხებისა, რომელთა დამახასიათებელი თვისება არის ლოთობა – გ.გ.), ჭაში არ ჩაეფურთხებინათ,  მაგრამ არა,  ფინელმა ბიჭებმა შესაშური დაჟინებით განაგრძეს იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ისხდნენ. დიდი რუსი ძმა ამ ყველაფერს უყურებდა, თავს აქეთ-იქით აქნევდა, ცდილობდა,  ისინი გონს მოეყვანა, შემდეგ კი მიაფურთხა ამ უაზრო საქმიანობას, სახელოები დაიკაპიწა და  სუომის ეკონომიკის განადგურებას შეუდგა.

რუსეთმა ჯერ, ფაქტობრივად, გადაკეტა შავი ოქროს  მიწოდება  ფინელებისთვის. რუსული ნახშირწყალბადების მოპოვების სქემა მრავალი წლის განმავლობაში ძალიან ეშმაკური  და უკიდურესად მომგებიანი იყო ფინეთისთვის. ჯერ ერთი, გეოგრაფიული მდებარეობა ფინელებს საშუალებას აძლევდა, რუსეთის ფედერაციისგან ნავთობი მინიმალური სატრანზიტო გადასახადით მიეღოთ. მეორეც, URALS -ის (მაღალგოგირდოვანი სახეობა – ლ.მ) ნარევის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის დაწესებამ  ფინელებს საშუალება მისცა, მიეღოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი.

შემდეგ მოსკოვმა მერქნის მიწოდების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ეს, ასე ვთქვათ, ქამრის ქვემოთ დარტყმა იყო, რადგან ფინელები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მიეჩვივნენ იაფ რესურსებს, პრაქტიკულად არ ზრუნავდნენ რესურსების საკუთარი  ბაზის განვითარებაზე. არადა,  ბევრი რამ იყო დამოკიდებული ფინეთში რუსული მერქნის  მიწოდებაზე, მათ შორის ხის ბრიკეტების წარმოებაზე, რომლებითაც ფინელები  სახლებს ათბობდნენ ზამთრის ცივ ღამეებში. უფრო მეტიც, რუსეთმა არა მხოლოდ უარი თქვა მერქნის მიწოდებაზე, არამედ შეწყვიტა ფინური კომპანიებისგან მუყაოს, ქაღალდის და ცელულოზის   პროდუქტების შეძენა. როგორც გაირკვა, რუსეთს თვითონ შეუძლია ქაღალდისა და მუყაოს წარმოება და  ის ფული, რომელიც ადრე ფინელი მეწარმეების ჯიბეებში მიდიოდა, ახლა რუსეთში რჩება. მოგვიანებით კრემლმა უარი თქვა ფინეთისთვის ელექტროენერგიი მიწოდებაზე, რომელიც შესამჩნევად იაფი იყო ფინურ ელექტროენერგიაზე  და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ადგილობრივი მრეწველობის უზრუნველყოფაში. შემდეგ რუსეთმა გადაწყვიტა, ჩუხონების ცხვირწინ აეშენებინა ინფრასტრუქტურული სამხედრო ობიექტი, რომელიც საშუალებას მისცემს, დაბლოკოს ყველა ნაოსნობა ფინეთისა და ესტონეთის მიმდებარე წყლებში. შემდეგ გაისმა წინადადება საიმაას არხის შესახებ სუომისთან დადებული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ.

და ამ არასრული სიის ბოლოს შეიძლება გავიხსენოთ მოსკოვის გადაწყვეტილება ფინური საქონლის შესყიდვის, პრაქტიკულად,  100%-ით შემცირების შესახებ.

ამ ყველაფრის შედეგი  კანონზომიერია – ენერგეტიკული კრიზისი, ეკონომიკის დაცემა და შედეგად, ყველა ჯგუფის საქონლის უპრეცედენტო გაძვირება. ის, რაც გუშინ იყო ხელმისაწვდომი, დღეს მიუღწეველია, მაგრამ ფინელებმა სწრაფად იპოვეს გამოსავალი  მდგომარეობიდან: დაიწყეს გადასვლა საზღვრის გადაღმა და „აგრესორი ქვეყნის“ ტერიტორიაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების შეძენა. ყველაფერს ყიდულობდნენ – ბენზინით დაწყებული, სურსათით დამთავრებული.  მათ ადრეც უყვარდათ შაბათ-კვირას სანქტ-პეტერბურგის  სტუმრობა იაფი რუსული საქონლის შესაძენად, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს  თათარ-მონღოლთა შემოსევას დაემსგავსა. დღეს კი  მათთვის ესეც  დაიხურა.

 მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ                                                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here