Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთი მსოფლიოში უდიდეს ეკონომიკურ სივრცეს ქმნის

რუსეთი მსოფლიოში უდიდეს ეკონომიკურ სივრცეს ქმნის

173
მიხეილ მიშუსტინი

რუსეთის ხელისუფლებამ მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკური სივრცის _ დიდი ევრაზიის _ ამბიციური პროექტი დაიწყოასე აფასებენ ექსპერტები 2 თებერვალს ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმაატაში რუსეთის პრემიერმინისტრ მიხეილ მიშუსტინსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ეაეკ) ქვეყნების მთავრობის მეთაურებს შორის მოლაპარაკების შედეგებს. “საჭიროა ბელარუსთან, სომხეთთან, ყაზახეთსა და ყირგიზეთთან განვითარების საერთო სტრატეგია, რათა რუსეთმა შეძლოს მდგრადი სავაჭრო კავშირების შექმნა ინდოეთთან, ჩინეთსა და სამხრეთაღმოსავლეთ აზიის განვითარებად ქვეყნებთან”, _ წერს dzen.ru.

ევრაზიის ქვეყნების მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომის ვიწრო ფორმატში გახსნისას რუსეთის პრემიერმა მიშუსტინმა გამოთქვა რწმენა, რომ ეაეკ-ის ქვეყნებს აქვთ უნარი, გაუმკლავდნენ გლობალურ გამოწვევებსა და პოლიტიკურ წნეხს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ერთად შეგვიძლია გავუმკლავდეთ ურთულეს გამოწვევებს; ისეთს, როგორიცაა კოროვირუსი და მისი შედეგები, აგრეთვე, მიმდინარე გლობალური ცვლილებები, რომლებიც კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკის შედეგია. გარედან ზემოქმედებისა და რთული საერთაშორისო კონიუქტურის მიუხედავად, კავშირი გამართულად და ეფექტიანად მუშაობს ურთიერთმხარდაჭერის საფუძველზე. ასეთი მიდგომა საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ სტაბილურობა და განვაგრძოთ მუშაობა ჩვენი სახელმწიფოების მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, _ განაცხადა  მიშუსტინმა. პრემიერმინისტრის თქმით, ეკონომიკური მაჩვენებლები ნათლად წარმოაჩენს ეაეკ-ში მონაწილეობის სარგებელს. „სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ვაჭრობის აბსოლუტურმა მოცულობამ ეაეკ-ის არსებობის განმავლობაში  ერთ-ნახევარჯერ მოიმატა, მოიმატა საგარეო ვაჭრობამაც. შიდა სავაჭრო ბრუნვაში იზრდება არასანედლეულო საქონლის წილი“, _ თქვა მიშუსტინმა. მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ეაეკ-ისUქვეყნების მწყობრი და ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელობას საერთო ენერგეტიკული ბაზრების შესაქმნელად და ეკონომიკური რისკების შესამცირებლად, რომლებიც წარმოიქმნება არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების ვალუტების გამოყენებისას. „კიდევ ერთი პრიორიტეტია ახალი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნა, აგრეთვე, კავშირის მიერ ურთიერთსასარგებლო და თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის დამყარება უცხოელ პარტნიორებსა და საერთაშორისო გაერთიანებებთან”, _ აღნიშნა რუსეთის პრემიერმინისტრმა. მიშუსტინის თქმით, კავშირის საერთო ბაზარზე უზრუნველყოფილი უნდა იყო პირობები ახალი მაღალტექნოლოგიური საწარმოების ასამუშავებლად, საწარმოო პროცესებში თანამედროვე გადაწყვეტილებების დასანერგავად, კავშირსა და საერთაშორისო გაერთიანებებს შორის ურთიერთსასარგებლო და თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის დასამყარებლად. ევრაზიის ქვეყნების მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ მიხეილ მიშუსტინმა შეხვედრები გამართა სომხეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის პრემიერმინისტრებთან: ნიკოლ ფაშინიანთან, რომან გოლოვჩენკოსა და ალიხან სმაილოვთან. რუსეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ აღნიშნა ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მარშრუტებისა და ერთობლივი ძალისხმევის  მნიშვნელობა ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციისა და საჯარო ადმინისტრაციის სფეროში. მთავრობები აქტიურად მუშაობენ სავაჭროეკონომიკური თანამშრომლობის განსამტკიცებლად და, რთული საგარეო კონიუნქტურის მიუხედავად, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება“, _ განაცხადა მიშუსტინმა.

“რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და პრემიერმინისტრი მიხეილ მიშუსტინი ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას ეაეკ-ის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე, რადგან ეს კავშირი უნდა იქცეს მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკური სივრცის _ დიდი ევრაზიის _ შექმნის შესახებ მოსკოვის ამბიციური პროექტის ბირთვად”, _ განაცხადა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სახელმწიფო აკადემიის უნივერსიტეტის რექტორმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვიაჩესლავ სუტირინმა. „დასავლეთთან ხიდები დაიწვა, მაგრამ მსოფლიო მხოლოდ დასავლეთ ევროპა არ არის, მით უმეტეს, რომ აღმოსავლეთში გიგანტური ბაზრებია. ახლა აღმოსავლეთის მიმართულება სტრატეგიულია რუსეთისთვის, მაგრამ ჯერ საკუთარი მაკრორეგიონი უნდა მოაწყო და ეს სამუშაო ეაეკ-ის ფარგლებში მიმდინარეობს“, _ განაცხადა მან. სუტირინის თქმით, მოსკოვი ქმნის ტრენდებს მეზობელი ქვეყნებისთვის საერთო ეკონომიკური სივრცის განვითარებაში, მით უმეტეს, რომ წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის თავმჯდომარეობა ყირგიზეთისგან რუსეთს გადაეცა. „მოდერნიზაცია დაწყებულია პრიორიტეტებით კოლექტიური ტექნოლოგიური სუვერენიტეტის სახით, რათა არ ვიყოთ აშშ-ის სანქციების მიმართ მოწყვლადი. სსრკ-ის პერიოდისგან განსხვავებით, პოსტსაბჭოთა ევრაზიის ქვეყნები პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ, მაგრამ ეკონომიკურად მჭიდროდ არიან დაკავშირებული რუსეთის ფედერაციასთან, ამიტომ მთავრობის მეთაურები განიხილავენ, რის შეთავაზება შეუძლიათ ჩვენს ქვეყნებს  ერთმანეთისთვის, რა უპირატესობების მიღება თანამშრომლობისგან ახლა, შემდეგ კი _ შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებიდან დიდი ევრაზიის ჩარჩოებში“, _ დასძინა ექსპერტმა.

ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომა

“თუ ალმა-ატაში მთავრობის მეთაურების განცხადებებით ვიმსჯელებთ, ეაეკ-ის ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების გაძლიერება, უწინარესად, მიმართული იქნება იმპორტის ჩანაცვლებაზე ფარმაცევტიკაში, მიკროელექტრონიკაში, ავიამშენებლობასა და ჩარხმშენებლობაში”, _ აღნიშნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ე. პრიმაკოვის სახელობის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა სტანისლავ პრიტჩინმა. „მთავრობები თანხმდებიან მრეწველობის კოოპერაციაზე, ანუ ერთობლივი საწარმოების შექმნაზე რთული პროდუქციის დამზადების მიზნით. ხშირად უფრო მოსახერხებელია ცალკეული ნაწილების დამზადება სხვადასხვა ქვეყანაში, შემდეგ კი _ აწყობა. ამ სქემის მიხედვით, მაგალითად, Airbus-ის თვითმფრინავებს  ამზადებენ ევროპაში. ასეთ საწარმოებში წარმატებული ინვესტიციებისთვის, აგრეთვე, აუცილებელია დიდი ბაზრები; ეაეკ-ის ბაზარი კი უფრო დიდია, ვიდრე თითოეული ქვეყნის ბაზარი ცალ-ცალკე“, _ თქვა ექსპერტმა.

“მიშუსტინმა თავის განცხადებებში ასევე ხაზი გაუსვა სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მარშრუტების შექმნის მნიშვნელობას, რადგან ეს არის მთავარი საკითხი დიდი ევრაზიისკენ მიმავალ გზაზე”, _ აღნიშნა სადისკუსიო კლუბ “ვალდაის” პროგრამების  დირექტორმა,  ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის ევროპული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა  ტიმოფეი ბორდაჩოვმა. „არის ასეთი ჩინური ანდაზა: თუ გინდა, გამდიდრდე, ააშენე გზები. იზრდება რუსეთის ვაჭრობა მეზობლებთან, ეს ზრდა პროცენტებში ორნიშნაა და მათი ტერიტორიის გავლით მიმდინარეობს პარალელური იმპორტი. დანარჩენ უცხოელ პარტნიორებთან, როგორიცაა ირანი ან ინდოეთი, სავაჭრო და ლოჯისტიკური ხელშეკრულებების გაფორმების საკითხს ეაეკ-ისEქვეყნები ინდივიდუალურად კი არ წყვეტენ, არამედ ერთობლივად. ეს ხელს უწყობს მოლაპარაკებების წარმოებას“, _ დაასკვნა ბორდაჩოვმა.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://dzen.ru/a/Y9vtz1eUuQp1vtJd

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here