Home ახალი ამბები მსოფლიო Reuters: ჩრდილოეთ კორეამ ამერიკული ბომბდამშენების მანევრებს ”საშიშ პროვოკაცია” უწოდა

Reuters: ჩრდილოეთ კორეამ ამერიკული ბომბდამშენების მანევრებს ”საშიშ პროვოკაცია” უწოდა

743
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალი, კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე: კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ამერიკული ბომბდამშენები, რომლებიც სამხრეთ კორეაში სწავლებაში მონაწილეობენ სახიფათო მანევრებს ახორციელებენ. მათ ვაშინგტონის მოქმედებებს საშიში პროვოკაცია უწოდეს.  ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კორეის ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოზე (KCNA) დაყრდნობით ავრცელებს.


“ეს უგუნური სამხედრო პროვოკაცია კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებას ბირთვული ომთან აახლოებს”, – აღნიშნავს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება.

ფხენიანსა და ამერიკას შორის ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ვაშინგტონსა და სეულში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები დაიწყო. 1 მაისს, ჩრდილოეთ კორეამ პირობა დადო, რომ ამერიკულ ატომურ წყალქვეშა ნავს, USS Michigan-ს ჩაძირავს, რომელიც სამხრეთ კორეის პორტთან იმყოფება.

“კორეის ნახევარკუნძულზე, წყლებში ატომური წყალქვეშა ნავის სწრაფი მოძრაობა ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო საფრთხეებს აძლიერებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ფხენიანის განცხადებით, როდესაც საფრთხე არსებობს, ისინი საპასუხო თავდასხმისთვის მუდამ მზად არიან. ატომური წყალქვეშა ნავი USS Michigan-ი სამხრეთ კორეის პორტ Busan-ში ამა წლის 25 აპრილს ჩავიდა. შემოწმების შემდეგ, იგი იაპონიის ზღვაში მიმდინარე წვრთნებში ჩაერთვება.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here