Home ახალი ამბები საქართველო “საქართველო და მსოფლიო” და ქართული ენის უფლებებისთვის ბრძოლა

“საქართველო და მსოფლიო” და ქართული ენის უფლებებისთვის ბრძოლა

„უჭკუო უმეცარის კაცისთანა თამამი და კადნიერი ლაპარაკსა და სჯაში ძნელად მოიპოვება ქვეყნიერობაზე”

340

ამას ამბობდა დიდი ილია, მაგრამ ვიღას აინტერესებს ეს დღეს. მეტიც, იაკობ გოგებაშვილზე “ჭკვიანებიც” გამოჩნდნენ და დიდი პედაგოგის სახელმძღვანელო ხან გვერდზე გადადეს, ხან მასში ცვლილებები შეიტანეს:  აქაოდა, რაღა დროს ეგ არის,  თანამედროვე ბავშვებს სულ სხვა რაღაცები სჭირდებათო.  

მართლაც, „უჭკუო უმეცარის კაცისთანა თამამი და კადნიერი ლაპარაკსა და სჯაში ძნელად მოიპოვება ქვეყნიერობაზე”!

დღეს მეტად მტკივნეული საკითხია, როგორ აღვზარდოთ  მომავალი თაობა.   “ხშირად ჭია იმ ფერისა ხდება, რა ფერი ფოთლითაც იკვებება. ტყუილად არ უთქვამთ ქართველებსა: ხარი ხართან დააბიო, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო. როგორიც უნდა მაგარი ხასიათისა იყოს კაცი და სხვა მიმართულების აღზრდაყოფაქცევის ჩვევები, რომლებსაც იძლევა სკოლა, ოჯახი, გარემო და გამოვლინდება საზოგადოებრივ ცხოვრებაში” (ვაჟაფშაველა).

ხშირად გაგვიგონია, _ აღმზრდელი თავად უნდა იყოს დაჯილდოებული მრავალმხრივი ნიჭით, შეეძლოს სიღრმისეული აზროვნება და ბავშვის შინაგანი სამყაროს წვდომა; რომადამიანის ფიზიკური, მორალური და გონებრივი განვითარება ჯანსაღ გარემოში უნდა მოხდეს, რადგან გარეგანი ფაქტორები და დამკვიდრებული წესები ხშირად განსაზღვრავს ადამიანის პიროვნულ თვისებებს. მოზარდის გონება კი ყველაფერს ისრუტავს და ინახავს, ნანახსა და გაგონილს ერთმანეთს უხამებს, ადარებს, ამიტომ აღმზრდელობით საქმიანობაში ამის გათვალისწინება აუცილებელია.

ვნახოთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ დღევანდელ სკოლაში:

ავიღოთ პირველი კლასის მშობლიური ენის სახელმძღვანელო, რომლის ავტორები არიან: ნესტან კუპრავა, დოდო ნაზირიშვილი, მზია ფოფხაძე და მაია ხაზიური. ეს წიგნი თურმე „ფერადი მარცვლების“ მეთოდზეა (?!) აგებული.  ავტორები გვარწმუნებენ, რომ ამ მეთოდით მოსწავლეები ძალიან სწრაფად ეუფლებიან კითხვას. წიგნი გამოირჩევა ტექსტების თემატურ-ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ხოლო პლასტილინისგან გამოძერწილი ფიგურების სამგანზომილებიანი ილუსტრაციები დადებით ემოციურ ეფექტს ახდენს ბავშვებზეო. კომპლექტში შედის სავარჯიშოებით მდიდარი სამუშაო რვეული და მასწავლებლის წიგნი, რომელშიც დაწვრილებით არის განხილული თითოეული გაკვეთილიო.

ქალბატონ ნესტან კუპრავას ინტერნეტში გამოუქვეყნებია კიდეც http://pirveliklasi2018.blogspot.com/p/blog-page_63.html  ამ სახელმძღვანელოს მოკლე განხილვა. ამაში უჩვეულო, რა თქმა უნდა, არაფერია; გასაოცარი კი ისაა, რომ ქალბატონი   მშობლიურ ენაზე წერა-კითხვის სწავლებაზე საუბრობს და, უკაცრავად, მაგრამ უშეცდომოდ თავად ვერ წერს.  ამ ტექსტს მთლიანად ვერ შემოგთავაზებთ, რადგან საკმაოდ ვრცელია, მაგრამ იქიდან ამოკრებილ რამდენიმე “მარგალიტს” მკითხველს აუცილებლად გავაცნობთ:

* კვლევების შედეგად არ გამოკვეთილა  არცერთი (იწერება ცალცალკე) ცალკე აღებული მეთოდი, რომლებიც (უნდა იყოს რომელიც) სხვებზე ეფექტურია!

* კვლევების საფუძველზე   შემუშავებულ იქნა ( უნდა იყოს შემუშავდა) შემდეგი ინსტრუქციები.

* ქართველ ფსიქოლოგთა აზრით, ბავშვი ვერ ამჩნევს თავის მეტყველებას (მეტყველების არ შემჩნევა?!), ვინაიდან  მას ახასიათებს ეგოცენტრიზმი.

* ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ წინასააანბანო (უნდა იყოს წინასაანბანო) სამუშაოს: საუბრებს, ამბის გადმოცემას და ა. შ.

* წაკითხვის მთავარი სიძნელეა წასაკითხი სიტყვის გამთლიანებაა (აი კიდევ ერთი სიბრძნე).

* ექვსწლიან ბავშვებში (უნდა იყოს ექვსი წლის) შემჩნეულია ბუნებრივი უნარი…

*  დეფისები  ხელს უშლიან (უნდა იყოს უშლის) სიტყვის გამთლიანებას, თანაც სიტყვას მთლიანობას უკარგავენ (უკარგავს). ბავშვს უჭირს გრძელი სიტყვები გაბმულად ამოიკითხოს, დეფისები კი ამას უფრო უძნელებს.

* ჩვენს სახელმძღვანელოში მიმოიხილება ისეთი საკითხები, რომლებიც ნაცნობია ბავშვისთვის, მაგრამ უფრო გააფართოვებს  (უნდა იყოს გააფართოებს) მის ცოდნას, განუვითარებს სივრცითი მიმართებების (?) ამოცნობის უნარს, მოსწავლე შეძლებს საგანთა კატეგორიზებას (ვერც ერთ ლექსიკონში  ამ სიტყვას ვერ იპოვით), დაჯგუფებას, მარტივი ინტრაქციებში ჩაბმას.

* მოცემულია დიდძალი საკითხავი მასალა, საიდანაც (უნდა იყოს რომლიდანაც) მასწავლებელს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ნებისმიერი ტექსტი და წაუკითხოს ბავშვებს.

* მიზანმიმართულად დაიწყება მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრება, მოსწავლეები დაეუფლებიან სამეტყველო ეტიკეტის ენობრივ ფორმულებს, შეძლებენ სივრცითი და დროითი მიმართებების გაგებას

* ბავშვები შეძლებენ ნასწავლი ასოებისა და სიტყვების გამოწერას.

ჩაგეხედათ ქართული ენის განმატებით ლექსიკონში, წაგეკითხათ ამ სიტყვის განმარტება  და ასეთ სისულელეს აღარ დაწერდით. გამოწერა შეიძლება საავადმყოფოდან გამოჯანმრთელებული ადამიანის, ექიმს შეუძლია წამლის გამოწერა, ბავშვებს (და დიდებსაც) შეუძლიათ რომელიმე საიტიდან სათამაშოს ან რაიმე ნივთის გამოწერა, მუყაოს ფირფიტაზე დაწერილი ლამაზი ასოებისა და სიტყვებისაც კი, რომლებითაც შეადგენენ სიტყვებსა და წინადადებებს, მაგრამ…

მაგრამ ქალბატონ ნესტანს სულ სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში, როდესაც წერდა: ბავშვები შეძლებენ ნასწავლი ასოებისა და სიტყვების გამოწერასო. საიდან მივხვდი? სამწუხაროდ, ზოგიერთი მასწავლებელი პირველკლასელებს საშინაო დავალებას რომ აძლევს, იმას კი არ ეუბნება, დაწერეთო, არამედ გამოწერეთო.

არ შეიძლება მშობლიური ენის მასწავლებელი ცუდი მოქართულე იყოს!

* ლექსიკური მარაგის შეძენა უმჯობესია ერთდროულად ორი მეთოდის გამოყენებით-პირდაპირ  (უნდა იყოს ტირე და არა დეფისი) და არაპირდაპირ. •        

* რაში მდგომარეობს კითხვის ფსიქოლოგიის პრობლემები, როგორ კითხულობს ადამიანი, –ასოასო (ადამიანი _ ასოასო) თუ მთლიანი სიტყვებით?

დაწერილი სიტყვის ხატი ცალკეული ასოების ჯამი კი არ არის, არამედ განაწევრებული მთლიანია,-გეშტალტია (აქედან მხოლოდ იმას თუ გაიგებ, რომ ხატი ჯამი არ არის!).

* მოსწავლეები გაეცნობიან მცირე მოცულობის ტექსტებსმოთხრობებს, ლექსებს, ზღაპრებს, იგავარაკებს,– თანდართული ანდაზებითა და გამოცანებით.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ტექსტის დამწერს ტირე და დეფისი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია, უფრო ზუსტად _ ერთი და იგივე ჰგონია და ამიტომ ტირეს საერთოდ გაუწყრა და მხოლოდ დეფისს იყენებს.

აღარაფერს ვამბობ სასვენი ნიშნების სწორად დასმაზე. 

* “ჩვენ შევძელით დაგვეცვა  სახელმძღვანელოს გაფორმების საუკეთესო პრინციპების დაცვა (ყოჩაღ! დასკვნაც ასეთი უნდა!).             

ვფიქრობთ, ეს სახელმძღვანელო გულგრილს არ დატოვებს პირველი კლასის არცერთ მასწავლებელსო.

  ქალბატონო ნესტან,

მართალს ბრძანებთ, გულგრილს, რა თქმა უნდა, ვერ დატოვებს ვერავის, ვინც შიგ ჩაიხედავს და ვისაც ჩვენი მომავალი თაობის განათლების საკითხი აფიქრებს.

რატომ?

ეს ის სახელმძღვანელოა, ჩემო მკითხველო, რომელშიც არაერთი სერიოზული შეცდომაა “გაპარული”. გახსოვთ, ალბათ, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” ერთი წლის წინათ აღშფოთება გამოვხატეთ არა მხოლოდ  ბავშვებისთვის ასოების მოხაზულობის რამდენიმე ვარიანტის შეთავაზების გამო, არამედ სახელმძღვანელოს პირველ წიგნში “გაპარულ” შეცდომებზეც. მაგალითად, როცა მოსწავლეებს ნახატის მიხედვით პასუხი უნდა გაეცათ კითხვაზე: ვისი ხმააქვემოთ კი ეხატა ბატი, კატა, ფუტკარი და ცხვარი და ეწერა სიტყვები _ “სისინებს, ზუზუნებს, კიკინებს და კნავის”. იქვე იყო შეკითხვაც: “ვისი ხმაა? არადა, კითხვა “ვინ?” მხოლოდ ადამიანს დაესმის…

აქვე ყურადღება მეორე საკითხსაც უნდა მივაქციოთ _ კითხვის სწორად დასმას.

არ ვარგა: ვისი ხმაა სისინებს?”  და ა.შ., თუნდაც “ვისი”-ს ნაცვლად ეწეროს “რის”.

 და მესამე _ სამარცხვინო ამბავია ნამდვილად: ცხვარი კიკინებსო, რომ ასწავლით ბავშვებს, იქნებ ისიც ჩაუწეროთ მაგ წიგნში: მამალი კაკანებსო? გაუხარდებათ ლგტბებს.

პირველ კლასში თუ ცხვარი აკიკინეს, მეორეში კიდევ უფრო დააბნიეს ბავშვები. როგორ?

აი ასე:

გახსოვთ, ალბათ, ზღაპარი “ნახევარწიწილა”. ეს უცნაური წიწილა ჯერ საქათმეში რომ შეამწყვდიეს, მერე _ ფარეხში… წესითა და რიგით, მასწავლებელმა უნდა აუხსნას პატარებს, რომ საქათმე ქათმების დასამუდრებელი ნაგებობაა,  ფარეხში კი ცხვრებს ამწყვდევენ… მაგრამ, თუ მეორე კლასის ქართულის მოსწავლის რვეულის ავტორებს _ ნინო გორდელაძესა და თინათინ კუხიანიძეს დავუჯერებთ, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ნახირში ამწყვდევენ.

საბედნიეროდ, ჩვენი ბავშვების უმრავლესობამ ეს ზღაპარი სკოლაში შესვლამდეც ზეპირად იცოდა და ისიც, რომ ნახირში ვერც ზღაპარში და ვერც ცხადში ვერ შეამწყვდევ ვერაფერს, ისევე, როგორც ქათამში და ფარაში…

ნახირი მსხვილფეხა საქონლის ჯოგია, ნახირის ბინას  კი გომური ჰქვია, ქალბატონებო

აკი ზღაპარშიც ასე წერია:

“წაიყვანეს შინაურებმა ნახევარწიწილა და გომურში უკრეს თავი. ნახევარწიწილამ აქ დათვი გამოუშვა. დათვმა დატორა მთელი ნახირი, მიბეგვ-მობეგვა, ზოგი შეჭამა, ზოგი მკვდარი დააგდო და, გული რომ იჯერა, გამაძღარი ტყისკენ გაძუნძულდა”.

ვინ მოგცათ უფლება, ასე რომ ამახინჯებთ ტექსტს?!

ამგვარი ცოდნით გინდათ შეაიარაღოთ მომავალი თაობა?

ჩვენ არავის დამცირება და შეურაცხყოფა არ გვსიამოვნებს, უბრალოდ, გვინდა, ამ ქვეყანაში ბოლოსდაბოლოს პური მეპურემ გამოაცხოს და ჩვენს ქვეყანას განათლებული მომავალი თაობა ჰყავდეს, ამიტომ მოგმართავთ: შეცდომების გასწორებაზე იფიქრეთ, მეგობრებო, სახელმძღვანელოების გადახედვაზე! 

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here