Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინმა სი ძინპინს 70 წლის იუბილე მიულოცა

პუტინმა სი ძინპინს 70 წლის იუბილე მიულოცა

პუტინმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სი ძინპინს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა

67
პუტინმა სი ძინპინს 70 წლის იუბილე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინელ კოლეგას სი ძინპინს 70 წლის იუბილე მიულოცა. ამის შესახებ ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტელეგრამაში.

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა თქვენი 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით. თქვენი ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიაღწია შთამბეჭდავ წარმატებებს: ეროვნული ეკონომიკა აჩვენებს სტაბილურ ზრდას, უმჯობესდება მოქალაქეების კეთილდღეობა, პეკინის პოზიცია მსოფლიო სცენაზე ძლიერდება“, – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე ხელახლა არჩევამ დაადასტურეს ძინპინის მაღალი პოლიტიკური ავტორიტეტი, ასევე მისი პოზიციის ფართო მხარდაჭერა.

ძნელია გადაჭარბებულად შეაფასო ის ძალისხმევა, რასაც მრავალი წელია აკეთებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობების გასაძლიერებლად. მარტის თვეში, რუსეთში განხორციელებულმა თქვენმა ვიზიტმა ძლიერი ბიძგი მისცა საკვანძო სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას“, – დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება კონსტრუქციული დიალოგი და ერთობლივი მუშაობა ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე ორი სახელმწიფოს ხალხების საკეთილდღეოდ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here