Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინი საქართველოს შესახებ: ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, ველოდებით ჩვენი პარტნიორების რეაქციას

პუტინი საქართველოს შესახებ: ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, ველოდებით ჩვენი პარტნიორების რეაქციას

101
პუტინი საქართველოს შესახებ: ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, ველოდებით ჩვენი პარტნიორების რეაქციას

კრემლში „დელოვაია როსიას“ მეწარმეებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ სრულიად გაკვირვებული იყო იმ რეაქციით, რომელიც მოჰყვა მის გადაწყვეტილებას საქართველოში – გააუქმოს რუსეთის ვიზები ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის და განაახლოს პირდაპირი ფრენები.

„ვფიქრობდი, რომ ყველა იტყოდა: გმადლობთ, კარგია. არა, ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა. ძალიან უცნაურია. და უბრალოდ, გულწრფელად რომ ვთქვათ, მოულოდნელი იყო. როდესაც გვერდიდან ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სრულიად გაგიჟდნენ? რა ხდება იქ, გაუგებარია“, – განმარტა მან რუსი მეწარმეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომლებიც „დელოვაია როსიას“ წევრები არიან.

პუტინის თქმით, ეს, რუსეთის მხრიდან, წინ გადადგმული ნაბიჯია, ხოლო ყველაფერი, რაც საქართველოს შიგნით ხდება, მათი საქმე აღარ არის. რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, თავად გადაწყვიტონ, რომელ გზას უნდა გაჰყვეს საქართველო, როგორ განვითარდეს ის შემდგომ. ამავე დროს, მან დასძინა, რომ რუსეთი მზად არის თავისი გასავლელი გზა გაიაროს: გადადგას ახალი ნაბიჯები და შემდეგ დააკვირდეს პარტნიორების რეაქციას.

რუსული მეწარმეობის დღეს, პუტინი კრემლის ეკატერინეს დარბაზში შეხვდა რუს მეწარმეთა საზოგადოებრივი ასოციაციის „დელოვაია როსიას“ წარმომადგენლებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here