Home ახალი ამბები მსოფლიო პოლონეთი დასავლეთ უკრაინის დასაპყრობად მოემზადა

პოლონეთი დასავლეთ უკრაინის დასაპყრობად მოემზადა

279

ვარშავაში უკრაინის დასავლეთ ოლქების ანექსიის მექანიზმი შეიმუშავეს. ეს რუსული დაზვერვისთვის შეიქნა ცნობილი. ამისთვის გადაწყდა, პლებისციტი ჩაატარონ ლვოვის ოლქში უკრაინის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ. რატომ არის ისევ აქტუალური ვარშავაში ისტორიული ტერიტორიების დაბრუნების თემა და რა როლი შეიძლება შეასრულოს ანექსიაში უკრაინის საზღვრებთან შექმნილმა ორმა ახალმა დივიზიამ? _ წერს vz.ru.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (სდს) დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა 30 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლონეთის ხელმძღვანელობას განზრახული აქვს რეფერენდუმის ჩატარება დასავლეთ უკრაინაში ამ მხარის ტერიტორიებზე თავისი პრეტენზიების დასასაბუთებლად. „დაგეგმილი ტერიტორიული შენაძენისთვის ლეგიტიმაციის მისანიჭებლად პოლონეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, გამოიყენოს ძირძველი ტერიტორიების დაბრუნების რუსული წარმატებული გამოცდილება მათზე რეფერენდუმის ჩატარების გზით“, _ განუცხადა საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო  “ნოვოსტის”. ნარიშკინის თქმით, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ დაავალა შესაბამის უწყებებს, ოპერატიულად მოამზადონ დასავლეთ უკრაინის მიწებზე ვარშავის პრეტენზიების ოფიციალური დასაბუთება. “პოლონეთის საარქივო კვლევებში ათვლის წერტილი 1943 წლის ვოლინის ხოცვაჟლეტაა”, _ აღნიშნა რუსეთის სდს-ის ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, ლაპარაკია ეთნიკური მშვიდობიანი პოლონელი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაზე, რომელიც მოაწყო   უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციამ (ОУН) უკრაინის მეამბოხეთა არმიასთან (УПА) ერთად (ОУН-УПА) უკრაინის ამჟამინდელი ოლქების _ ვოლინის, როვნოსა და ტერნოპოლის _ ტერიტორიებზე. ნარიშკინის თქმით, პოლონეთის სპეცსამსახურებმასატესტო ბუშტივითჩაუშვეს ინფორმაცია უკრაინულ პრესაში ლვოვის ოლქში პლებისციტის თითქოსდა მომზადების შესახებ პოლონეთთან შეერთების თაობაზე. ვარშავას განზრახული აქვს ამ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარება, რათა „უზრუნველყოს დაგეგმილი შენაძენებისთვის ლეგიტიმაცია“, _ განაცხადა სდს-ის დირექტორმა.  ნარიშკინს მიაჩნია, რომ პოლონეთის ხელისუფლება გეგმავს, აქტიურად და დაჟინებით იმოქმედოს, რადგან შიშობს, რომ მისიუფროსი პარტნიორები ნატოდანზამთარში რუსეთთან მოლაპარაკებას შეეცდებიან და შეთანხმება, შესაძლოა, არ ითვალისწინებდეს როგორც უკრაინელების, ასევე პოლონელების ინტერესებს.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის ხელთ არსებული მონაცემებით, ვარშავაში მიაჩნიათ, რომ პოლონეთმა დაიმსახურა კომპენსაცია უკრაინის სამხედრო დახმარების, უკრაინელი ლტოლვილების განსახლების, ასევე ლუბლინის სავოევოდოს სასაზღვრო რაიონში უკრაინული რაკეტების ჩავარდნის გამო. “ეს ინციდენტი, _ აღნიშნა ნარიშკინმა, _ ვარშავამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირელი პარტნიორების რჩევით “ჩაყლაპა”.

დასასრულ, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა გააფრთხილა პოლონეთი, ხელი აიღოს უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობაზე. ნარიშკინმა გაიხსენა, რომ ისტორიასავსეა პოლონელ და უკრაინელ ნაციონალისტებს შორის შეტაკების მწარე მაგალითებითდა მოუწოდა, “არ დააბიჯონ ერთსა და იმავე ფოცხს”.

“საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის გზავნილი დამაჯერებელია, იმის გათვალისწინებით, როგორ გადასცემს თვითონ კიევის რეჟიმი უკრაინას თავის უცხოელ პარტნიორებს”, _ მიაჩნია სახელმწიფო დუმის დეპუტატს ყირიმიდან მიხეილ შერემეტს. „ვფიქრობ, ვლადიმერ ზელენსკიმ გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწია ანჯეი დუდასთან, _ განუცხადა შერემეტმა vz.ru-ს, _ ეჭვი არ მეპარება, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული რაკეტების ჩამოვარდნა ვარშავასა და კიევს შორის შეთანხმების შედეგი იყო. მიზანი გახლდათ ისეთი პროცესების სანქცირება, რომლებმაც შედეგად შეიძლება გამოიწვიოს დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების გადაცემა პოლონეთისთვის. მთავარია, ყველაფერი უკრაიის მოსახლეობის მონაწილეობის გარეშე გადაწყდეს“. შერემეტის თქმით, დასავლეთისა და იმავე ვარშავის მითითებებით მოქმედ ზელენსკის შეუძლია, დაუშვას პოლონეთისთვის საჭირო პლებისციტები გალიციასა და ვოლინში. „ინსცენირება ბევრი იქნება. ამ საკითხში ბატონი ზელენსკი ძალიან დახელოვნებულია“, _ მიაჩნია დეპუტატს.

“ცხადია, პოლონეთს „დაკარგულის“ დასაბრუნებლად უკრაინაში შექმნილი ქაოსით სარგებლობა განუზრახავს”, _ განაცხადა შერემეტმა. მან გაიხსენა, რომ მაშინვე, როგორც კი უკრაინამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, ვარშავამ დაიწყო რესტიტუციის საკითხის წამოწევა, ანუ 1939 წელს დაკარგული დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელარუსის ტერიტორიების დაბრუნებაზე ფიქრი.

“პოლონეთში დაკარგული აღმოსავლეთ “ოკრაინების” დაბრუნების თემა კვლავ აქტუალურია”, _ განაცხადა დასავლეთისა და უკრაინის კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ოლეგ ხავიჩმა. მან გაიხსენა პოლონური პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი გედროიცის დოქტრინა (წარმოიშვა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ემიგრანტულ გარემოში და ეწოდა ანალიტიკოს ეჟი გედროიცის სახელი). დოქტრინა გულისხმობს “ზონა ულბ”-ის (“უკრაინა _ ლიტვა – ბელარუსი”)  ერთგვარ ბუფერად გადაქცევას პოლონეთსა და რუსეთს შორის. პოლონელები დაკარგულად მიიჩნევენ ამჟამად უკრაინის შემადგენლობაში არსებულ ტერიტორიებს _ ლვოვის, ივანოფრანკოვსკის, ტერნოპოლისა და როვნოს ოლქებს. ასევე შეიძლება ლაპარაკი აღმოსავლეთ ევროპის დიდი პოლონეთის, ფაქტობრივად, რეჩ პოსპოლიტას ეგიდით გაერთიანების ომამდელ პროექტებზეც. „იაგელონური იდეა“, „ზღვიდან ზღვამდე“, „პრომეთეიზმი“ _ ეს ყველაფერი გულისხმობდა პოლონეთის ბატონობის ქვეშ მოქცეული ტერიტორიების გაერთიანებას ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. ნოემბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვარშავის “ველიკოდერჟავული “ გეგმები გაიხსენა.

“ჩვენ ვიცით „ზღვიდან ზღვამდე“ დიდი სახელმწიფოს შექმნის იდეის შესახებ. პოლონეთის პოლიტიკური ბომონდის რაღაც ნაწილში, ამაზე ბევრს ლაპარაკობდნენ მეორე მსოფლიო ომის წინაც, ეს იყო იდეა-ფიქსი, ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, _ განაცხადა რუსეთის ლიდერმა. _ ახლა ჩვენ ვხედავთ პოლონეთისა და უკრაინის ლიდერების ჩახუტებას, მაგრამ იდეა ცოცხალია, უკრაინის შთანთქმის იდეა არ გამქრალა”.

“1991 წლის შემდეგ პოლონელმა პოლიტიკოსებმა, გარდა ნაციონალისტებისა, უარი განაცხადეს დასავლეთ უკრაინის მიწების დაბრუნების პრეტენზიაზე, _ აღნიშნა ხავიჩმა, _  მაგრამ ეს თემა არ დავიწყებია პოლონელ ხალხს, განსაკუთრებით ის, რომ დასავლეთ უკრაინის ტერიტორიიდან პოლონეთში 800 000-ზე მეტი ადამიანი გადასახლდა”.

„პოლონეთის კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ სახელმწიფოს ოფიციალური სახელი, თუ სიტყვასიტყვით ითარგმნება, არის მესამე რეჩ პოსპოლიტა. ასე რომ, დასავლეთ უკრაინის მიწების დაბრუნება, შეიძლება ითქვას, არის როგორც პოლონელი საზოგადოების, ასევე პოლიტიკოსების ოცნება, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული ისტორიაში და დღეს აქტიურად განიხილება“, _ აღნიშნა დონეცკელმა პოლიტოლოგმა და ისტორიკოსმა  ვლადიმერ კორნილოვმა.

“უკრაინაში რუსეთის სამხედრო სპეცოპერაციის დაწყებამ გააქტიურა ეს თემა პოლონეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში”, _   აღნიშნა ხავიჩმა. “კონკრეტული პროექტები “დაკარგულ ტერიტორიებზე” ვარშავის კონტროლის აღსადგენად სამხედრო სპეცოპერაციის დაწყების პირველ კვირებში შეიქნა ცნობილი. 2022 წლის აპრილში ნარიშკინმა განაცხადა, რომ, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, შეერთებული შტატები და პოლონეთი ამუშავებენ გეგმებს ვარშავის სამხედროპოლიტიკური კონტროლის დასამყარებლადისტორიულ სამფლობელოებზეუკრაინაში.  რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი მიუთითებდა, რომ “გაერთიანების” პირველი ეტაპი” უნდა ყოფილიყო პოლონეთის ჯარების შესვლა უკრაინის დასავლეთ რეგიონებში მათი “რუსული აგრესიისგან დაცვის” ლოზუნგით. აღსანიშნავია, რომ აპრილშივე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: “დასავლეთის ქვეყნები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით ამბობენ, რომ იქ ნატოს ჯარების გაგზავნა გამორიცხულია. გამონაკლისი მხოლოდ პოლონეთია”.

ნარიშკინის თქმით, აპრილში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ვარშავასთან განიხილა „მომავალი მისიის მოდელები“. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ის უნდა ყოფილიყო ნატოს მანდატის გარეშე, მაგრამ „მსურველი სახელმწიფოების“ მონაწილეობით. პოლონეთის სპეცსამსახურების კოორდინატორმა სტანისლავ ჟარინმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ ვარშავას განზრახული აქვს უკრაინის დასავლეთ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება. მაგრამ მაისში მოხდა მოვლენა, რომელიც ადასტურებს “მცოცავი ანექსიის” ვერსიას. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ რადაში პოლონეთის ლიდერ ანჯეი დუდასთან ერთად გამოსვლისას უკრაინაში პოლონეთის მოქალაქეებისთვის სპეციალური სამართლებრივი სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადა. როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, ეს უკვე მოწმობდა, რომ კიევი უარს ამბობდა სუვერენიტეტის ნაწილზე. აღსანიშნავია, რომ ვარშავის „ძმურ ინიციატივებს“ ახლდა პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში. ნიშანდობლივია, რომ პოლონეთის მთავრობას შესთავაზეს სხვა ქვეყნებიდან კიევისთვის განკუთვნილი ფინანსური ნაკადების ვარშავაში აკუმულაცია. პრეზიდენტმა დუდამ კი განაცხადა, რომ “აღარ იქნება საზღვრები ჩვენს ქვეყნებს შორის”.

პოლონეთისა და უკრაინის  პრეზიდენტები_  ანჯეი დუდა და  ვლადიმერ ზელენსკი

როგორც ჩანს, პოლონეთი უკვე იწყებს მოქმედებას დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად”, _ განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ პატრუშევმა.  ივლისის შუა რიცხვებში სდს-ის ხელმძღვანელმა ნარიშკინმა მიუთითა: “პოლონეთი ცდილობს, შენიღბოს თავისი მეთოდური მზადება უკრაინის მიწების დასაპყრობად. ამისთვის შენიღბვის მასობრივი პროპაგანდა წამოიწყო”. პარალელურად, კიევის ხელისუფლების თანხმობით, პოლონეთში განათავსეს უკრაინის საგადასახადო სამსახურის მონაცემთა დამუშავების ცენტრი.  სდს-ში აღნიშნავდნენ, რომ ცენტრის მომსახურებით დაკავებულნი იყვნენ პოლონეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებული კომპანიები ამერიკული ფირმების Dell-ის, IBM-ისა და Cisco-ს მხარდაჭერით. რუსე|თის საგარეო დაზვერვის სამსახურმა, აგრეთვე, მოიპოვა ინფორმაცია, რომ პოლონეთს სურს, შეისყიდოს უკრაინის აგროსამრეწველო კომპლექსის აქტივები, მათ შორის სასოფლოსამეურნეო მიწები.

“მნიშვნელოვანია, რომ, სახელდობრ,  ევროკავშირის სპეციალური სამხედრო მისიის ფარგლებში პოლონეთშია 10 000 უკრაინელი სამხედროს მოსამზადებელი მთავარი ბაზა. ვარშავა, აგრეთვე, ახორციელებს თავის პროგრამას უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად. საუბარია, სულ ცოტა, ათას ჯარისკაცსა  და ოფიცერზე, რომლებსაც, აგრეთვე, ჩაუნერგეს აზრი, რომ პოლონეთი და უკრაინა ყოველთვის ძმური ხალხები იყვნენ, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის მათთვის, ვინც ისტორია იცის”,  _ აღნიშნა ოლეგ ხავიჩმა. გარდა ამისა, საზღვარზე პოლონეთმა თითქმის დაასრულა ორი ახალი დივიზიის შექმნა. “ეს ძალები შეიძლება გამოიყენონ “უკრაინის ტერიტორიების მისაერთებლად. ბოლო რვა წლის განმავლობაში 50 000-მა ახალგაზრდა უკრაინელმა მიიღო განათლება პოლონეთში. მათი უმრავლესობა დასავლეთ უკრაინიდანაა. ამრიგად, სამომავლოდ პოლონური ადმინისტრაციის სტრუქტურა, ფაქტობრივად, მზად არის. ეს უკრაინელები შეიძლება გამოიყენონ უკრაინის ტერიტორიების ნაწილის პოლონეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ორგანიზებისა და ჩატარების მიზნითაც“, _ მიიჩნევს ექსპერტი.

დასავლეთ უკრაინაში, აგრეთვე, ცხოვრობენ ეთნიკური პოლონელები, რომლებიც ვარშავის მიერ გაცემული გრანტების გამოყენებით ადგილებზე ახორციელებენ სხვადასხვა პოლონურ პროგრამას. „ასეთი ადამიანი ბევრი არ არის, მაგრამ ფულის წყალობით მათ აქვთ გავლენა უკრაინის ხელისუფლებაზე“, _ ხაზგასმით აღნიშნა ხავიჩმა. “დასავლეთ უკრაინაში პლებისციტის გამართვის გეგმებს საჯაროდ _ პოლონურ მედიაში ან პოლიტიკოსების გამოსვლებში _ არ განიხილავენ”, _ აღნიშნა კორნილოვმა.

„ვფიქრობ, თუ პოლონელებს აქვთ ტერიტორიების დაბრუნების გეგმები, მაშინ ასი წლისწინანდელი მოვლენების გათვალისწინებით იმოქმედებენ, _ თქვა ისტორიკოსმა და პოლიტოლოგმა. – იმხანად, 1920 წელს, ემიგრაციაში მყოფმა უკრაინის მთავრობამ, როგორც თავის თავს უწოდებდა, სიმონ პეტლიურას ხელმძღვანელობით, ხელი მოაწერა შეთანხმებას და თითქმის მთელი დასავლეთ უკრაინა პოლონელებს მიჰყიდა. საზოგადოდ კი, პოლონელებმა თავიანთი ტერიტორიები ცეცხლითა და მახვილით, ღალატის გზით მიიერთეს. ასეთი სცენარი დღეს აქტიურად განიხილება“.

“დასავლეთ უკრაინის ისტორიულად პოლონური მიწების დაბრუნების თემა დღეს პოპულარულია იმ პოლონელების წყალობით, რომლებმაც დონბასში განვითარებული მოვლენების გამო უკრაინა დატოვეს და პოლონეთში გადავიდნენ”, _ მიიჩნევს კორნილოვი.

„დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობდა პოლონელი ხალხის ბევრი წარმომადგენელი, რომლებმაც მიიღეს პოლონელის ბარათი. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ პოლონური ფესვები, გყავთ ნათესავები. ბევრი მათგანი დღეს პოლონეთში დასახლდა, გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლონეთმა, სხვადასხვა შეფასებით, მიიღო უკრაინის დაახლოებით მილიონ-ნახევარი მოქალაქე. ისინი უკვე პოლონეთში ცხოვრობენ, იქ გამოიმუშავებენ  ფულს და იხდიან გადასახადებს. ამიტომაც არის გააქტიურებული პოლონური მიწების დაბრუნების თემა. ამ ხალხისთვის, ისევე როგორც თვითონ პოლონელებისთვის, გაჩნდა ისტორიული მიწების დაბრუნების უნიკალური შესაძლებლობა. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, _ დაასკვნა კორნილოვმა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here