Home ახალი ამბები მსოფლიო პატრუშევი: რუსეთს და ჩინეთს უნდათ სამართლიანობა მსოფლიოში, დასავლეთს კი მათი ფსევდოღირებულებების დაწესება

პატრუშევი: რუსეთს და ჩინეთს უნდათ სამართლიანობა მსოფლიოში, დასავლეთს კი მათი ფსევდოღირებულებების დაწესება

114
პატრუშევი

მოსკოვი და პეკინი ემხრობა უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის შექმნას და ქვეყნების სუვერენულ განვითარებას საკუთარი იდენტობის საფუძველზე, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ კონსულტაციების დროს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრთან, იანგ ჯიეჩისთან  საუბრისას, პატრუშევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პროცესებს ეწინააღმდეგებიან დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ მსოფლიოს „საკუთარი ფსევდოღირებულებები“ მოახვიონ თავს და მოქმედებენ პრინციპით „დაყავი და იბატონე“.

გარდა ამისა, TASS-ის ცნობით, პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვისთვის პეკინთან პარტნიორობის განვითარება პრიორიტეტულია და ეს კურსი არ ექვემდებარება გარე გავლენას.

გასულ კვირას ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი შეხვდნენ სამარყანდში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში. რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა განიხილეს ეკონომიკური განვითარება, ერთობლივი ენერგეტიკული პროექტები და გლობალური დღის წესრიგი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here