Home ახალი ამბები მსოფლიო პათოგენური შტამის გამოსაყოფად ბუნდესვერმა უკრაინაში კვლევა ჩაატარა

პათოგენური შტამის გამოსაყოფად ბუნდესვერმა უკრაინაში კვლევა ჩაატარა

65

რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის  ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ ბუნდესვერმა (გერმანიის შეიარაღებული ძალები) უკრაინაში კვლევა ჩაატარა ყირიმკონგოს ციებცხელებით დაღუპულთა შემთხვევების შესახებ, რათა დაღუპულთაგან გამოეყოთ მაქსიმალურად პათოგენური შტამები.   ეს ინფორმაცია სააგენტორია ნოვოსტიმგაავრცელა.

კირილოვის თქმით, არა მხოლოდ აშშ, არამედ მისი ნატოელი მოკავშირეებიც, კერძოდ, გერმანია უკრაინასა და სხვა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს ბიოლოგიური იარაღის გამოსაცდელ პოლიგონად იყენებდნენ. რამდენიმე პროექტი რეალიზებული იყო გფრ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამედიცინო-სანიტარული სამსახურის ინტერესებში.

“ყირიმ-კონგოს ციებ-ცხელებით ბუნდესვერის დაინტერესება გამოწვეულია იმით, რომ ამ დაავადების შედეგად სიკვდილიანობამ შეიძლება 30%-ს მიაღწიოს, ეპიდემიის აფეთქების შემდეგ კი საჭიროა ხანგრძლივი და ძვირად ღირებული ღონისძიბების ჩატარება სამკურნალოდ, პროფილაქტიკისთვისა  და გარემოს დასამუშავებლად”, _ განმარტა კირილოვმა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here