თბილისში გაიმართა პოლიტოლოგის, ევრაზიის ინსტიტუტის დამაარსებლის, გულბაათ რცხილაძის მიერ მომზადებული სპეციალური რეპორტაჟის განხილვისადმი მიძღვნილი შეკრება, რომელიც უკრაინაში რწმენის თავისუფლების უმძიმეს მდგომარეობას ეხება და „ობიექტივის“ სატელევიზიო და რადიოეთერში გავიდა. რცხილაძემ ახსნა კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსის (ბართლომეს) პასუხისმგებლობა, როდესაც მან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია საკუთარი, ანგარებიანი ინტერესებიდან გამომდინარე, გამოაცხადა.
რეპორტაჟში აღწერილია ბართლომეოსის წარსული მოღვაწეობა, ასევე ახლო მომავლის გეგმები. პატრიარქის წარსულიცა და მომავალიც, რომელიც თურქეთსა და საბერძნეთში ძალიან მცირერიცხოვან მრევლს წარმოადგენს, მჭიდროდ არის დაკავშირებული ეკუმენიზმთან, კათოლიციზმთან და შეერთებული შტატების საფინანსო-პოლიტიკურ წრეებთან. ამავე დროს, ბართლომეს აკრძალული აქვს სტამბულში საჯარო ღვთისმსახურება, როდესაც ისმის მუსლიმური მოწოდება ლოცვისადმი – აზანი. სამაგიეროდ, ბართლომე უკრაინის ტერიტორიაზე იქცევა, როგორც „ბატონი“, თუმცა ამ ქვეყნის მართლმადიდებელ მრევლში მას არავინ ელოდა, პოლიტიკური ისტებლიშმენტისა და რუსოფობული ელემენტების გარდა. ასეთ პატრიარქს არ შეუძლია, პრეტენზია ჰქონდეს მართლმადიდებელი სამყაროს ლიდერობაზე – დაასკვნა რეპორტაჟის ავტორმა.
მრგვალ მაგიდაზე შეიკრიბა ორმოცამდე მონაწილე – ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, სასულიერო პირები, სტუდენტები… გულბაათ რცხილაძის სპეციალური საავტორო გადაცემის განხილვისას, რომელიც ტელეეთერში გავიდა, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა საკუთარი შეფასებები გამოთქვეს.
„მძიმე იყო ამ ყველაფრის ყურება – ძალადობის, სიწმინდეების უგულებელყოფის, მღვდელმსახურთა დევნისა და ცემის, კანონიკური ეკლესიის მღდელმთავრების ციხეში გამოკეტვის, მართლმადიდებლური ღვთისმსახურების აკრძალვა თვით კერძო ბინებში… და ამ ყველაფერზე თვალებს ხუჭავს ადამიანი, რომელიც კონსტანტინეპოლის პატრიარქად იწოდება… არ მესმის და არ ვღებულობ ასეთ უმსგავსობას“ – აღნიშნა შეკრების ერთ-ერთმა მონაწილემ.
დასასრულს, შეკრების ორგანიზატორმა, სპეციალური რეპორტაჟის ავტორმა, გულბაათ რცხილაძემ, თქვა: «მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ჩემს რეპორტაჟში მოტანილი ყველა წყარო არის უკრაინული, ანუ, მასალები აღებულია უკრაინელი მართლმადიდებლებისგან. იქ არც ერთი სიტყვა არ არის რუსული წყაროებიდან, არ ფიგურირებს ყბადაღებული რუსული პროპაგანდა… მე გამოვიყენე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლების, აგრეთვე უკრაინის მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ვიდეომასალები. 2022 წლამდე მათ კიდევ შეეძლოთ კრიტიკული სიუჟეტების მომზადება, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ცენზურა მოქმედებდა. მაგრამ ამჟამად ისინი იძულებულნი არიან, იყვნენ ჩუმად ან იატაკქვეშეთში იმუშაონ, რაც ძალზე საშიშია. მაგრამ მე ჩემი რეპორტაჟი დავასრულე სუმელი მიტროპოლიტის, ევლოგის, ოპტიმისტური ქადაგებით, რომელიც მან დაიწყო ქრისტეს სიტყვებით – „ნუ გეშინიან, მცირე სამწყსოვ…“ (ლუკა, 12:32). ახლა უკვე მოინდომეს უკრაინის კანონიკური ეკლესიის, როგორც იურიდიული პირის, სრული აკრძალვა, ეს უკვე სულ ცინცხალი ამბავია, რომელიც სატელევიზიო ეთერში გასვლის შემდეგ მივიღე; მაგრამ, როგორც მორწმუნე მართლმადიდებელს, მჯერა, რომ ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ გადალახავენ ქრისტეს ეკლესიას. ეკლესიის დევნა გვამყარებს ჩვენ ყველას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ახლა უკრაინაშია და ძალიან უჭირს“ – აღნიშნა ქართველმა პოლიტოლოგმა.
ასევე აღსანიშნავია, რომ დარბაზში განხილვის დაწყებამდე, შეკრებილი საზოგადოება ქუჩაში გავიდა – აღმაშენებლის გამზირზე, ბართლომეოსის საწინააღმდეგო და უკრაინელი მართლმადიდებლების მხარდამჭერი პლაკატებით. ეს პირველი ასეთი პიკეტი როდია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ) მხარდასაჭერად ორგანიზებული. 2024-2025 წლებში, საქართველოში, სულ მცირე, 4 ასეთი აქცია გაიმართა.










პოლიტფორუმი – ევრაზიის ინსტიტუტის საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი