Home ახალი ამბები მსოფლიო ნიკიტა მიხალკოვი: უკრაინის უშიშროების სამსახური თავისი ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობს

ნიკიტა მიხალკოვი: უკრაინის უშიშროების სამსახური თავისი ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობს

180

უკრაინის ხელისუფლებას ხშირად ადანაშაულებენ თავისი ხალხისადმი არაადამიანურ მოპყრობაში, მაგრამ ახლა გავრცელდა საშინელი ინფორმაცია, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური თავისი დაღუპული ჯარისკაცების ხარჯზე მდიდრდება, _ წერს topnews.ru.

რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების ორგანოები შავ ბაზარზე იყიდება, ფული კი ისრაელსა და დასავლეთის ქვეყნებში მიდის.

პროგრამა “ბესოგონ ტვ”-ის ახალ გამოშვებაში მიხალკოვმა თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დაღუპული და დაჭრილი მებრძოლების ორგანოებს გზავნიან ისრაელის, გერმანიისა და კანადის ტრანსპლანტოლოგიის კლინიკებში. რეჟისორის თქმით, ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, მსოფლიო ტრანსპლანტოლოგიური ქსელი უკრაინაზე 2 მლრდ დოლარს გამოიმუშავებს. ნიკიტა მიხალკოვმა მოიყვანა იმ უკრაინელი სამხედროს მონათხრობი, რომელმაც გახსნა ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის შავი ბაზრის მუშაობის სქემა. სამხედრომ აღიარა, რომ გამოიმუშავებდა 1700 დოლარს თითოეულ სამხედროზე, რომლის ორგანოებსაც შემდეგ ტრანსპლანტაციისთვის იყენებდნენ. დაჭრილებსა და გვამებს გზავნიდნენ სევეროდონეცკისა და კრამატორსკის სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც სხეულებიდან იღებდნენ თითქმის ყველა ორგანოს, ზოგჯერ კანსაც და ძვლებსაც კი. ამის შემდეგ, უკრაინელი სამხედროს თქმით, ნეშტები სატვირთო მანქანებით გადაჰქონდათ არტემოვსკში, სადაც წინასწარ იყო გათხრილი საფლავები.

უკრაინელი სამხედროს განცხადებით, 2022 წლის დასაწყისიდან მასთან თანამშრომლობდა ნიდერნლანდელი ტრანსპლანტოლოგი, რომელიც “ხისტად და სწრაფად” მოქმედებდა და სქემის სხვა მონაწილეებს აიძულებდა, ორგანოები დაჭრილების თანხმობის გარეშე ამოეჭრათ. უკრაინელი სამხედროს თქმით, ამ საქმით სოლიდური თანხა გამოიმუშავეს გენერლებმაც.

ლუკა მაისურაძე

www.topnews.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here