Home რუბრიკები პოლიტიკა National Interest-ი: დროა, აშშ-მა შეწყვიტოს ცრუ დაპირებებით უკრაინის მოტყუება

National Interest-ი: დროა, აშშ-მა შეწყვიტოს ცრუ დაპირებებით უკრაინის მოტყუება

207

აშშის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს არაორაზროვანი სიგნალი გაუგზავნა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ფინანსური და დიპლომატიური სანქციების ქარიშხალს უნდა ელოდოს. თუ რუსეთი დეესკალაციას კონფრონტაციას ამჯობინებს, ასეთი შემთხვევისთვის მომზადებულია ეკონომიკური სანქციები, დიპლომატიური და საექსპორტო შეზღუდვები. ამ შემთხვევებს შორისაა რუსეთის დიდი ბანკების გათიშვა საფინანსო სისტემიდან, რომელშიც აშშ დომინანტია, _ წერს გამოცემა The National Interestის ჟურნალისტი დენიელ დეპეტრისი.

“უცნობია, იყო თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ასეთი პირდაპირი უკრაინის მთავრობის მიმართ. ვაშინგტონი საჯაროდ ხაზს უსვამს, რომ მხარს უჭერს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ ასეთი ჩვეული რიტორიკის ნაცვლად ვაშინგტონისთვის უმჯობესი იქნებოდა, მიუკიბ-მოუკიბავად, პირდაპირ განეცხადებინა: “თქვენი ქვეყნისთვის ომი ყველაზე ცუდია შესაძლო ვარიანტებიდან”, რადგან აშშ ვალდებული არ არის, დაგიცვათ, ამიტომ კიევმა, “რაც შეუძლია, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოძებნოს დიპლომატიური გამოსავალი, რომელიც თავიდან ააცილებს კონფლიქტს”.

რუსეთი ბოლო სამი თვის განმავლობაში თავს უყრიდა ძლიერ სამხედრო დაჯგუფებას რუსეთუკრაინის საზღვართან. დაახლოებით 130 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურეა განლაგებული უკრაინის დედაქალაქის სახმელეთო საზღვრის სამ მხარეს ბელარუსამდე. ამ რაიონში რუსმა სამხედროებმა შეიყვანეს ტანკები, არტილერია, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, სარაკეტო დანადგარები და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ზოგიერთი _ შორეულ აღმოსავლეთში განლაგებული რუსი სამხედრო ბაზებიდან. აგრეთვე, რუსეთმა ბელარუსში გაგზავნა რამდენიმე გამანადგურებელი Су-35 სამხედრო სწავლების ჩასატარებლად. მართალია, ევროპაში აშშის ზოგიერთ მოკავშირეს არ სჯერა, რომ რუსეთმა უკვე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ, მაგრამ რუსული სამხედრო ძალების საზღვარზე მობილიზაციამ ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი აიძულა, გამოეტანა დასკვნა, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვლის შუა რიცხვებში შეიჭრება.

მოვლენების ასე განვითარება კარგს არაფერს უქადის უკრაინას. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმია 2014 წელთან შედარებით, როცა უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამჟამად გაცილებით უკეთესად არის აღჭურვილი, მეტი გამოცდილება და მოტივაციაც აქვს, რუსეთის ფედერაციის მოქმედი არმია 4-ჯერ მეტია უკრაინის არმიაზე, რუსეთის არსენალში 12 ათასი ტანკია, უკრაინისაში _ 2,5. არტილერიის მხრივ კი უპირატესობა უფრო მეტია _ 12 ათასი 1 ათასის წინააღმდეგ. რაც შეეხება სამხედროსაჰაერო ძალებს, ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთს შეუძლია მნიშვნელოვნად დააზარალოს უკრაინის საჰაერო ფლოტი, რომელიც 70 გამანადგურებლისა და 34 ვერტმფრენისგან შედგება და რომლის განადგურებაც საკმაოდ სწრაფად არის შესაძლებელი ინტენსიური ბრძოლის მიმდინარეობისას. ამ შეფარდებების გათვალისწინებით, ამერიკის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ვერაფერს შეცვლის.

ომის შემთხვევაში უკრაინას ელის მარცხი. რუსეთის სამხედრო შენაერთებს ექნებათ დანაკარგები, როგორც გააფრთხილეს თავიანთი რუსი კოლეგები აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა და შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე მარკ მილიმ, მაგრამ იმ რაოდენობრივი და ხარისხობრივი უპირატესობის გათვალისწინებით, რომელიც აქვს რუსეთს, არავის სჯერა, რომ უკრაინას აქვს შანსი.

ამრიგად, უკრაინისთვის ერთადერთი ვარიანტი არის რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და მისთვის შეიძლება არასახარბიელო, მაგრამ აუცილებელი კომპრომისის მიღწევა თავისი გეოპოლიტიკური ორიენტაციის მიმართ. ამერიკისა და ევროპის დედაქალაქებში ოფიციალურ პირებს ასეთი განცხადება შეაკრთობთ და დაიწყებენ მტკიცებას, რომ უკრაინას აქვს ხელშეუხებელი უფლება, აწარმოოს თავისი საგარეო პოლიტიკა, შექმნას საკუთარი კავშირები და იცხოვროს ისე, როგორც სურს, მაგრამ უკრაინა ვერ შეძლებს თავისი გეოგრაფიული მდგომარეობის იგნორირებას ან თავისი უნიკალური გეოპოლიტიკური გარემოებების უარყოფას.

უკრაინის ოფიციალური პირები, აგრეთვე, ვერ მოატყუებენ საკუთარ თავს, იფიქრონ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო ან რომელიღაც გეოლოკაცია მათ ბოლო წუთებში გადაარჩენს.

ამ ბოლო პრობლემებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო განაგრძობენ ისეთ ქმედებებს, თითქოს უკრაინა იმყოფება ალიანსში გაწევრების გზაზე, უკრაინის მთავრობას ექნება ნაკლები მიზეზები, წავიდეს მოლაპარაკებებზე, რომლებიც მას ძალიან სჭირდება, რათა თავიდან აიცილოს ომი ევროპაში. პირიქით საქციელი, მაგალითად, უკრაინის ძველებურად დაიმედება, სხვა არაფერია იმ დაპირების მიცემის გარდა, რომლის შესრულებასაც არავინ აპირებს.

უკრაინასთან ურთიერთობებში საუკეთესო კურსი პატიოსნებაა, ჭეშმარიტება არის ის, რომ კიევის პოზიციები სუსტია. აშშ-სა და მის ნატოელ მოკავშირეებს არ სურთ ომი ბირთვული იარაღის მფლობელ რუსეთთან უკრაინის სახელით. უფრო მეტიც, რუსეთმა მიუხედავად საომარი განწყობილებისა, დაამტკიცა, რომ ის მზად არის, წავიდეს მნიშვნელოვან ეკონომიკურ სირთულეებსა და საერთაშორისო გაკიცხვაზე, თუკი კიევი არ იქნება დასავლური უსაფრთხოების ინსტიტუტების სრულუფლებიანი წევრი.

ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა უნდა დანებდეს. მიუხედავად სამხედრო უპირატესობისა, რუსეთი, როგორც ჩანს, არ მიისწრაფვის სამხედრო მოქმედებების ახალი რაუნდისკენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი გმობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების შეჩერების შესახებ პრინციპული მოთხოვნების იგნორირების გამო, რუსეთის ოფიციალურ პირებს, ისეთებს, როგორიც არის რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, კარი ღია აქვთ მოლაპარაკებებისთვის.

ლავროვი ელაპარაკა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, რადგან ორივე პასუხისმგებელია ერთმანეთისთვის შეთავაზებულ პროექტებზე. რამდენიმე დღით ადრე უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს “ნორმანდიული ფორმატის” ჩარჩოებში შეხვდნენ პარიზში. პირველად 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მხარეებმა იმსჯელეს დონბასში მიმდინარე რვაწლიან ომზე.

ომი არ არის გარდაუვალი და არ გამქრალა იმედი, რომ მდგომარეობიდან დიპლომატიური გამოსავლის პოვნაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც და რუსეთიც შეურიგებელ პოზიციებზე დგანან, ორივე მხარე ცვლის თვალსაზრისს, რაც პროცესის მხარდაჭერაა. აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრი მიზეზი აქვს, გულწრფელი იყოს თავის უკრაინელ მეგობრებთან.

iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here