Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: ახლა მთავარია, არ გატყდეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, არ მოისყიდონ

ნანა კაკაბაძე: ახლა მთავარია, არ გატყდეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, არ მოისყიდონ

“თუკი ფაშიზმი დამარცხდება, ქართველები ამაში უდიდეს წვლილს შევიტანთ!”

227

5 სექტემბერს საქართველოში გაიხსნა .. საერთაშორისო კონფერენციადიდება უკრაინას”, რომელიც ორი დღის შემდეგ საზეიმოდ დაიხურა. კონფერენციას, რომელშიც ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და დიპლომატები მონაწილეობდნენ, მაკეინისა და ჯორჯ ბუშის სახელობის ინსტიტუტების, აგრეთვე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები მასპინძლობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციაზე იმსჯელეს უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობაზე, დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე.

“2019 წლის შემდეგ ასეთი კონფერენცია არ ჩატარებულა. ჩემთვის დიდი პატივია ამ კონფერენციისთვის თბილისში დაბრუნება. გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელებისადმი. ცხადია, საქართველოს ბევრი საერთო აქვს უკრაინასთან.

რაც შეეხება ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, თუ პოლიტიკურ ფიგურებს სურთ, ამ ქვეყნის პროგრესი იხილონ, მათ უნდა იმუშაონ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ყველა პუნქტზე. ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია და მსურს, ვიხილო მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, პარლამენტის ერთად მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წავიდეს _ დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ, ეს არის საქართველოს ინტერესი, ეს არის შეერთებული შტატების ინტერესი, ევროკავშირის ინტერესი და დასასრული ყველასთვის საუკეთესო იქნება”, _ განაცხადა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის ევროპისა და ევრაზიის კვლევების პროგრამის დირექტორმა დევიდ კრამერმა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფერენცია საქართველოში ტარდება. ეს კონფერენცია ერთგვარი გახსენებაა იმისა, რას აჩვენებს უკრაინა თავისი სიმამაცით დემოკრატიისთვის ბრძოლაში. ყველა ქვეყანამ უნდა აიღოს უკრაინისგან პოლიტიკური სიმამაცის მაგალითი დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მოხარული ვარ, რომ ვესწრები კონფერენციას ქვეყნაში, რომელსაც მსგავსი გამოწვევები აქვს”, _ ამბობს აშშის ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის  ყოფილი დირექტორი ლორა ტორნტონი.

 “დიდება უკრაინას!” _ დაიძახეს თბილისში ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, მაგრამ რა შუაშია თბილისი?! ეს გულწრფელი მხარდაჭერა იყო თუ დივერსანტების გადმოსხმა ჩვენს ქვეყანაში?!

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება.

_ ის, რაც ხდება უკრაინაში, გაცილებით დიდი კონფლიქტია, ვიდრე ვინმეს ჰგონია… მსოფლიოში შექმნილ ამ ძალიან მძიმე ვითარებაში გამოიკვეთა, რომ ნეოლიბერალები დაინტერესებულნი არიან ამ ომში ჩვენი ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ჩათრევით, როგორც საზარბაზნე ხორცის. ეს უკრაინის ხელისუფლებამაც დაუფარავად გამოხატა, აგრეთვე, “ნაცმოძრაობამ” და ე.წ. ავტორიტეტულმა ამერიკელმა თუ ევროპელმა ექსპერტებმა.

_ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისე ჩანდა, რომ ჩვენი ხელისუფლება თითქოს გაუმკლავდამეორე ფრონტისგახსნის მცდელობებს, მაგრამ ასეთი .. კონფერენციები, როგორიც ახლა ჩატარდა _ “დიდება უკრაინას”, აგრეთვე, პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში და 12-პუნქტიანი გეგმის შეუფერხებლად შესრულების დაპირება, ქმნის განცდას, რომ არეულობას ვერ ავცდებით

_ არეულობის საფრთხე დიდია, რადგან არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ სრულიად მსოფლიოში მიმდინარეობს ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვა. ლიბერალები ყველანაირად ცდილობენ, საზოგადოებას არ ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია. ამას ხელს უწობს ის, რომ მსოფლიოში თითქმის ყველა მედიასაშუალება ნეოლიბერალებს ემსახურება. ხალხმა არ იცის სიმართლე. სიმართლე კი არის ის, რომ მსოფლიოში ძალაუფლების გადასანაწილებლად  იბრძვიან ძლიერი ქვეყნები და პატარა ქვეყნებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ.

ახლა იმაზე ფიქრობენ, როგორმე რუსეთი გადაყლაპონ, მაგრამ რუსეთი ცდილობს, ამ გადანაწილების პროცესში ყველაზე მეტად თვითონ იხეიროს. მთავარი კი არის ის, რომ თითქმის მთელი მსოფლიო ჩართულია რუსეთის დამარცხებისთვის ბრძოლაში, რათა ახალი მმართველობა შემოიღონ… საქართველო კი, ეს პატარა ქვეყანა, ზუსტად ისევეა ჩართული მიმდინარე პროცესებში, როგორც დიდი ქვეყნები, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს ვიწრო ჭრილში უყურებს. სწორედ ამიტომ ჩატარდა ამ ქვეყანაში ისეთი კონფერენცია, როგორიცაა “დიდება უკრაინას”.

არადა, ამ ყველაფერში საქართველო არაფერ შუაშია, მაგრამ არ ესმის ადამიანებს, ინფორმაცია არ აქვთ და ჩვეულებრივ მონაწილეობენ კონფერენციებში, რომლებიც მსოფლიოს გადანაწილების საკითხებს ეხება. ჩვენ პროტესტის განცდა  არ გვიჩნდება, არ ვიცით და იმიტომ…

გარკვეულმა ძალებმა მსოფლიოს გადასანაწილებლად უკრაინა გამოიყენეს, შესაძლოა, სხვა ქვეყანა გამოეყენებინათ, მათთვის სულერთია, მაგრამ ამჯერად უკრაინა აღმოჩნდა მსხვერპლი. მანამდე სურდათ საქართველოს გამოყენებაც და სწორედ ამიტომ აიგივებენ უკრაინასა და საქართველოს. არადა, უკრაინასთან საერთო არაფერი გვაქვს, ჩვენი ქვეყნების ბედი ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული, გარდა იმისა, რომ ნეოლიბერალებმა რუსეთის წინააღმდეგ გამოგვიყენონ. ჩვენ გადავრჩით და ეს, ალბათ, უფლის ნებაა უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფლების.

უკვე გაიშიფრა, რომ .. ოპოზიციის 90%-ზე მეტი მოღალატეა, ისინი ნეოლიბერალების საყრდენები არიან საქართველოში, უცხო ქვეყნების მტრული ინტერესების გამტარებლები.

ახლა მსოფლიოში ძალაუფლება ნეოლიბერალების ხელშია და, სამწუხაროდ, საქართველოში  აღმოჩნდნენ ძალები, რომლებიც უცხო ძალებს ჩვენი ქვეყნის დაღუპვაში ეხმარებიან. ვიტყვი იმასაც, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მედიასაშუალებები პოლიტიკოსებთან ერთად აღმოჩნდნენ ჩართულნი ამ პროპაგანდაში. მართლაც მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება, ჩემდა გასაკვირად, ახერხებს იმას, რომ ომში ვერ ჩაგვრთეს…

_ ჩვენი ხელისუფლება ახერხებს, რომ ომში ვერ ჩაგვრთესო, _ ამბობთ თქვენ, მაგრამ კონფერენცია სახელწოდებითდიდება უკრაინასსაქართველოში გაიმართა. იქ თქვეს, რომ საქართველოს სახელს არავინ ახსენებს მსოფლიოში, საქართველოს პრემიერი ღარიბაშვილი კი ბრიუსელში წავიდა და პირობა დადო, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12-პუნქტიან გეგმას პირნათლად შეასრულებს

_ ხელისუფლება თავის გამოჩენას ცდილობს და ეს ბუნებრივია. ჩვენ იზოლაციაში ვერ ვიქნებით. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს არავინ აღარ ახსენებს, ძალიან კარგია. მტერს არ ვუსურვებ ახლა იმას, რაც უკრაინაში ხდება, ჯვარი სწერია საქართველოს, რომ მსოფლიოს ეპიცენტრში იყოს. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ყურადღების ცენტრში ყოფნა, როგორშიც უკრაინაა.

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, არ მოსწყდეს მიმდინარე პროცესებს, რადგან მსოფლიოში, ნეოლიბერალების გარდა, არსებობენ ძალიან ძლიერი კონსერვატიული ძალები და ამ ძალებთან ურთიერთობაა აუცილებელი.

საქართველო ფაშიზმს დაუპირისპირდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას, ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ ამ ბრძოლაში და ვფიქრობ, დღესაც ეს როლი გვაქვს შესასრულებელი…

რეიგანი ამბობდა: “მსოფლიოში მოვა ფაშიზმი და მას ერქმევა ლიბერალიზმი”. თუ ფაშიზმი დამარცხდება, ამაში ქართველები უდიდეს წვლილს შევიტანთ!

დღეს საქართველოს მთავრობას აგინებენ, მის დადებით როლს უარყოფითად წარმოაჩენენ, მაგრამ დადგება დრო, როდესაც აღმოჩნდება, რომ ნეოლიბერალების დამარცხებაში ჩვენი ქვეყნის წვლილი ისევე დიდია,  როგორც სამამულო ომის წლებში იყო.

_ ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, ზემოხსენებულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს საზღვრებსა და საბაჟოებს გააკონტროლებენ, რათა აღმოფხვრან შავი ხვრელები

_ კელი დეგნანისა და სხვების განცხადებები ნიშნავს, რომ კოლონიას ხელმძღვანელობენ. ჩვენ მათთვის მომსახურე პერსონალი ვართ, ასე იყო თავიდანვე _ ჩვენ გამოსაყენებელი მასა ვიყავით. ეკონომიკური განვითარება და განათლებაც კი დაგვიგეგმეს ისე, რომ გამოსაყენებლები ვყოფილიყავით…

აქამდე საქართველო ვერ ახერხებდა, თავისი სათქმელი ეთქვა, რადგან მსოფლიო ნეოლიბერალების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ დადგა დრო, როდესაც შევძელით გვეთქვა: ჩვენ თავისუფლები ვართ. ოღონდ დეგნანს სხვანაირად ჰგონია და ცდილობს, საქართველო მორჩილებაში ამყოფოს. ის ცდილობს,  საზღვრებიც გააკონტროლოს და მოსამართლეებიც… ამერიკელები გვეუბნებიან, რომ თავითონ არიან მმართველები, თანაც გვეუბნებიან: ფული გვაქვს ჩადებული ამ ქვეყანაშიო, მაგრამ იმას არ ამბობენ, რომ ეს ფული თავიანთი ფესვების გადგმაში აქვთ გადახდილი.

ფაქტია, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, სუპერსახელმწიფოს, ამერიკის, ელჩის წინააღმდეგაც გაილაშქროს და უთხრას სიმართლე. ჩვენები ცდილობენ, თქვან: “ჩვენ დაპყრობილი არ ვართ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა!” როგორ გამოსდით, დრო გვიჩვენებს, მაგრამ, 30 წლის განმავლობაში მსგავსი რამ რომ არავის გაუბედავს, ფაქტია…

_ ოპოზიციაცხელ შემოდგომასგვპირდებაროგორ ფიქრობთ, ავირიდებთ არეულობას?

_ მცდელობა არეულობის მოწყობისა დიდია. ახლა მთავარია, არ გატყდეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, არ მოისყიდონ… თუ არ გაიყიდა ხელისფლება, გადავრჩებით.  საჭიროა, მთელი საზოგადოება იყოს ყურადღებით. სიფრთხილე მართებს რიგით მოქალაქესაც… უნდა ვაკონტროლოთ მთავრობა, რომ არ გაიყიდოს…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here